დამრღვევნი, წინააღმდეგობის გამწევნი
- 64. ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა
- 1637
- (ა) დედოფალმან მათ ცოლ-ქმართა თვითო ხელი დაუჭირა,
- (ბ) ზედა ტახტსა მეფისასა ერთგან დასხმა გაუპირა,
- (გ) მოიშორვა კაეშანი, გული მდედრი აქვითკირა,
- (დ) გლოვა ცვალა სიხარულად, აღარავინ აატირა.
- 1638
- (ა) დედოფალმან შეიმოსა, შავი ძაძა აიხადა,
- (ბ) დიდებულთა შესამოსი მხიარული დაუმზადა,
- (გ) ყველაკაი დამოსა და საბოძვარი უდიადა,
- (დ) ბრძანა: „ჭირი დავივიწყოთ, რათგან ლხინი დაგვებადა“.
- 1639
- (ა) ტახტსა ზედა ერთგან მსხდომნი ტარიელ და ცოლი მისი
- (ბ) ერთმანერთსა შეჰფერობდეს, ქალი ყმისა შესატყვისი;
- (გ) გონება და ანუ ენა გამოთქმიდა ვითა ვისი!
- (დ) ვინმცა ჰგვანდა ხორციელი სოფელს შვილი ადამისი!
- 1640
- (ა) ტარიელს და ცოლსა მისსა მიჰხვდა მათი საწადელი –
- (ბ) შვიდი ტახტი სახელმწიფო, საშვებელი გაუცდელი.
- (გ) მათ პატიჟთა დაავიწყებს ლხინი ესე აწინდელი,
- (დ) ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხდელი!
- 1641
- (ა) თვით ორნივე ერთგან მსხდომნი ჰნახნეთ, მზეცა ვერა სჯობდეს;
- (ბ) ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს, ქოსნი ხმასა დაატკბობდეს;
- (გ) მისცეს კლიტე საჭურჭლეთა, თავთა მათთა მიანდობდეს.
- (დ) „ესეაო მეფე ჩვენი“, – იზახდეს და ამას ხმობდეს.
- 1642
- (ა) ავთანდილ და ფრიდონისთვის ორნი ტახტნი დაამზადნეს,
- (ბ) ზედა დასხნეს ხელმწიფურად, დიდებანი უდიადნეს;
- (გ) ღმერთმან სხვანი ხორციელნი მათებრნიღა რა დაბადნეს!
- (დ) ამბობდიან ჭირთა მათთა, ყველაკასა გაუცხადნეს.
- 1643
- (ა) სმა, პურობა, გახარება ქმნეს, ჯალაბი გაადიდეს;
- (ბ) ვითარიცა ქორწილობა ხამს, ეგეთსა გარდიხდიდეს.
- (გ) მათ ორთავე თავის-თავის ძღვენსა სწორად მიართმიდეს,
- (დ) გლახაკთათვის საბოძვარსა საჭურჭლესა ერთგან ჰყრიდეს.
- 1644
- (ა) სრულნი ინდონი ავთანდილს და ფრიდონს მწედ ხადოდიან:
- (ბ) „თქვენგან გვჭირს კარგი ყველაი“, – მართ ამას მოიტყოდიან,
- (გ) ვითა პატრონსა სჭვრეტდიან, რაც სწადდის, მას იქმოდიან,
- (დ) სადარბაზობლად ნიადაგ მათ წინა მოვიდოდიან.
- 1645
- (ა) ინდოთ მეფე უბრძანებდა ასმათს, მისსა შეკვდომილსა:
- (ბ) „რაცა შენ ჰქმენ, არ უქმნია არ გამზრდელსა, არცა ზრდილსა;
- (გ) აწ ინდოეთს სამეფოსა მეშვიდესა ერთსა წილსა
- (დ) ზედა დაგსვამ, შენი იყოს, გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა.
- 1646
- (ა) „ვინცა გწადდეს, ქმრად შეირთე, სამეფოსა აპატრონე;
- (ბ) მუნიდაღმა გვმსახურებდი, თავი შენი დაგვამონე!“
- (გ) ასმათ ფერხნი გარდუკოცნნა: „შენგან არის ჩემი ღონე,
- (დ) მონებისა უკეთესი რამც ვიშოვე, რამც ვიქონე?“
- 1647
- (ა) ერთგან სამთავე ძმობილთა დაყვნეს ცოტანი დღენია;
- (ბ) თამაშობდიან, უსახო მიუდიოდის ძღვენია:
- (გ) რა მარგალიტი ღარიბი, რა უკეთესი ცხენია!
- (დ) მაგრა ავთანდილს სურვილმან დაღრეჯა დააჩენია.
- 1648
- (ა) ტარიელ ცნა, ამა ყმასა ცოლისათვის მოესურვა.
- (ბ) უბრძანებდა: „გული შენი განაღამცა მომემდურვა!
- (გ) აწ ვაგლახ მე, ჭირი შენი გონებამან შვიდით ურვა,
- (დ) მოგშორდები, საწუთრომან ლხინი ჩემი დამიშურვა“.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1649
- (ა) კვლა ფრიდონცა დაეთხოვა: „წავიდეო სახლსა ჩემსა,
- (ბ) ზედა-ზედა დავსტკებნიდე დარბაზსა და ამა თემსა;
- (გ) სამსახურსა მიბრძანებდი, უხუცესი ვითა მრწემსა,
- (დ) შენთვის ასრე მომსურდების, წყაროსათვის ვით ირემსა“.
- 1650
- (ა) მასცა უბოძა ფარმანი: „წა, სახლი მოიარეო,
- (ბ) მე ნუ გამწირავ, მნახევდი, ადრე მობრუნდი გარეო“.
- (გ) ავთანდილს უთხრა: „უშენოდ რამცა ვით გავიხარეო?
- (დ) რათგან ისწრაფი, ნუ გაგვა, მიგელის ლომსა მთვარეო!“
- 1651
- (ა) როსტანისთვის წაატანა ძღვნად ტურფები ჯუბაჩები,
- (ბ) კვლა ჭურჭელი თვალთა თლილთა, არ კოვზები, არ ჩამჩები:
- (გ) „ჩემ მაგიერ მიუტანე, წაო, ნურას მეურჩები!“
- (დ) ავთანდილ თქვა: „არა ვიცი, მე უშენოდ ვით დავრჩები!“
- 1652
- (ა) ქალსა ქალმან გაუგზავნა ყაბაჩა და ერთი რიდე,
- (ბ) რომე ჩაცმა-დაბურვასა ვინ ღირს იყო მათგან კიდე!
- (გ) ერთი თვალი, – წამღებელმან ვერა თქვას, თუ: „ცუდად ვზიდე“,
- (დ) ღამე მზეებრ განანათლის, ჩნდის, სადაცა შეჰხედვიდე.
- 1653
- (ა) ავთანდილ შეჯდა, წავიდა, ტარიას გაესალამა;
- (ბ) იგი ორნივე გაყრისა დაწვნა ცეცხლისა ალამა;
- (გ) სრულად ინდონი მისტირან, ცრემლმან მინდორი დალამა;
- (დ) ავთანდილ იტყვის: „მომკლაო სოფლისა მე სამსალამა“.
- 1654
- (ა) ერთგან ფრიდონ და ავთანდილ იარნეს დღენი მცირენი;
- (ბ) გზამან გაყარნა, წავიდეს თავის-თავ ანატირენი;
- (გ) კარგად მოუხდეს მათ მათნი საქმენი დანაპირენი;
- (დ) ავთანდილ მიხდა არაბეთს, ნახნა არ ცუდნი ჭირენი.
- 1655
- (ა) გამოეგებნეს არაბნი, სამეფო დააშვენა მან,
- (ბ) ნახა მზე მისი, მიჰრიდა მისთა სურვილთა წყენამან,
- (გ) მის თანა ტახტსა და-ვე-ჯდა, ალხინა მჭვრეტთა ლხენამან,
- (დ) გაახელმწიფა გვირგვინი ზეცით მოსრულმან ზენამან.
- 1656
- (ა) მათ სამთავე ხელმწიფეთა ერთმანერთი არა სძულდეს,
- (ბ) ერმანერთსა ნახვიდიან, საწადელნი გაუსრულდეს,
- (გ) ბრძანებისა შემცილენი მათთა ხრმალთათ და-ვე-წყლულდეს,
- (დ) მოიმატნეს სამეფონი, გახელმწიფდეს, გამორჭმულდეს.
- 1657
- (ა) ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს,
- (ბ) ობოლ-ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს,
- (გ) ავთა მქმნელნი დააშინნეს, კრავნი ცხვართა ვერ უწოვდეს,
- (დ) შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთგან ძოვდეს.
- თავი სამოცდამესამე თავი სამოცდამეხუთე