1 2 3 4 5 6 7 8 9

წა წბ წე წვ წთ წი წმ წრ წუ წყ
წა წა- წაა წაგ წად წაე წავ წაი წაკ წამ წან წაო წარ წას წაუ წაღ წაწ წახ წაჰ

წამია

დახამხამებაა
 
65. დასასრული

1658

(ა) გასრულდა მათი ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა.
(ბ) გარდახდეს, გავლეს სოფელი, ნახეთ სიმუხთლე ჟამისა!
(გ) ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა არის ერთისა წამისა.
(დ) ვწერ ვინმე მესხი მელექსე, მე, რუსთველისად ამისა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1659

(ა) ქართველთა ღმრთისა, დავითის ვის მზე ჰმსახურებს სარებლად,
(ბ) ესე ამბავი გავლექსე მე მათად სახუმარებლად,
(გ) ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთს ზართა მარებლად,
(დ) ორგულთა მათთა დამწველად, ერთგულთა გამახარებლად.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1660

(ა) დავითის ქმნანი ვითა ვთქვნე სიჩალხე-სიხაფეთანი!
(ბ) ესე ამბავნი უცხონი, უცხოთა ხელმწიფეთანი,
(გ) პირველ ზნენი და საქმენი, ქებანი მათ მეფეთანი,
(დ) ვპოვენ და ლექსად გარდავთქვენ, ამითა ვილაყფეთანი.

1661

(ა) ესე ასეთი სოფელი, არვისგან მისანდობელი,
(ბ) წამია კაცთა თვალისა და წამწამისა მსწრობელი!
(გ) რასა ვინ ეძებთ, რას აქმნევთ? ბედია მაყივნებელი.
(დ) ვის არ შეუცვლის, კარგია, ორისავ იყოს მხლებელი.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1662

(ა) ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხომელსა,
(ბ) აბდულ-მესია – შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა,
(გ) დილარგეთ – სარგის თმოგველსა, მას ენა-დაუშვრომელსა,
(დ) ტარიელ – მისსა რუსთველსა, მისთვის ცრემლ-შეუშრომელსა.

თავი სამოცდამეოთხე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9