1 2 3 4 5 6 7 8 9

და დგ დე დი დნ დო დრ დუ დღ
და და და- დაა დაბ დაგ დად დაე დავ დაზ დათ დაი დაკ დალ დამ დან დაპ დარ დას დატ დაუ დაფ დაღ დაყ დაშ დაც დაწ დაჭ დახ დაჯ დაჰ

დაჯრილი

თავშეყრილი, მჭიდროდ მომდგარი
 
4. ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა

86

(ა) ნახეს, უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა,
(ბ) შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა,
(გ) ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა.
(დ) ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრად ანატირსა.

87

(ა) მას ტანსა კაბა ემოსა, გარე-თმა ვეფხის ტყავისა,
(ბ) ვეფხის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა,
(გ) ხელთა ნაჭედი მათრახი ჰქონდა უსხოსი მკლავისა;
(დ) ნახეს და ნახვა მოუნდა უცხოსა სანახავისა.

88

(ა) მეფემან ბრძანა: „ვინ არის უცხო პირად და ტანადო?
(ბ) უბრძანა ერთსა მონასა: „წადი ფიცხლად და ჯანადო!
(გ) „გიბრძანებს“ უთხარ, ვერ გიცნობ ჩემთა ლაშქართა თანადო!
(დ) ვინცა ხარ, მოდი წინაშე შენ ჩვენგან მონაყვანადო!“

89

(ა) წავიდა მონა საუბრად მის ყმისა გულ-მდუღარისად,
(ბ) თავ-ჩამოგდებით მტირლისა, არ ჭვრეტით მოლიზღარისად.
(გ) მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა, ჰგია გიშრისა ღარი სად,
(დ) ახლოს მივიდა, მოსცალდა სიტყვისა თქმად აღარისად.
იხ. ტაეპის განმარტებანი

90

(ა) ვერა ჰკადრა საუბარი, მონა მეტად შეუზარდა,
(ბ) დიდხან უჭვრეტს გაკვირვებით, თუცა გული უმაგარდა;
(გ) მოახსენა: „გიბრძანებსო“, ახლოს მიდგა, დაუწყნარდა.
(დ) იგი ტირს და არა ესმის მისგან, გაუუმეცარდა.

91

(ა) მის მონისა არა ესმა სიტყვა, არცა ნაუბარი,
(ბ) მათ ლაშქართა ზახილისა იყო ერთობ უგრძნობარი,
(გ) უცხოდ რადმე ამოჰსკვნოდა გული ცეცხლთა ნადებარი,
(დ) ცრემლსა სისხლი ერეოდა, გასდის, ვითა ნაგუბარი.

92

(ა) სხვაგან ქრის მისი გონება, მისმან თავისა წონამან!
(ბ) ესე მეფისა ბრძანება ერთხელ კვლა ჰკადრა მონამან.
(გ) არცა დააგდო ტირილი, არცა რა გაიგონა მან,
(დ) არცა გახლიჩა ბაგეთათ თავი ვარდისა კონამან.
იხ. ტაეპის განმარტებანი

93


(ა) რა პასუხი არა გასცა, მონა გარე შემობრუნდა,
(ბ) როსტანს ჰკადრა: „შემიტყვია, იმას თქვენი არა უნდა;
(გ) თვალნი მზეებრ გამირეტდეს, გული მეტად შემიძრწუნდა,
(დ) ვერ ვასმინე საუბარი, მით დავყოვნე ხანი მუნ, და-“.
იხ. ტაეპის განმარტებანი

94

(ა) მეფე გაჰკვირდა, გა-ცა-წყრა, გული უც მისთვის მწყრომარე;
(ბ) გაგზავნა მონა თორმეტი მისი წინაშე მდგომარე,
(გ) უბრძანა: „ხელთა აიღეთ აბჯარი თქვენ საომარე,
(დ) მიდით და აქა მომგვარეთ, ვინ არის იქი მჯდომარე“.

95

(ა) მონანი მიდგეს, მივიდეს, გახდა აბჯრისა ჩხარია;
(ბ) მაშინღა შეკრთა იგი ყმა, ტირს, მეტად გულ-მდუღარია,
(გ) თვალნი მოარნა; ნახა ლაშქართა ჯარია,
(დ) ერთხელ ესე თქვა: „ვა მეო“, სხვად არას მოუბარია.

96

(ა) თვალთა ხელი უკუივლო, ცრემლნი ცხელნი მოიწურნა,
(ბ) ხრმალ-კაპარჭი მოიმაგრა, მკლავნი გაიმამაცურნა,
(გ) ცხენსა შეჯდა, - მონათამცა საუბარნი რად იყურნა!-
(დ) სხვასა მხარსა გაემართა, მათი ჭირი არ განკურნა.

97

(ა) მონათა ხელი გამართეს მის ყმისა შესაპყრობელად.
(ბ) მან, გლახ, იგინი დახადნა მტერთაცა საწყალობელად:
(გ) ჰკრა ერთმანერთსა, დახოცნა თავსა ხელ-აუპყრობელად,
(დ) ზოგსა გადაჰკრის მათრახი ქვე მკრდამდის გასაპობელად.

98

(ა) მეფე გაწყრა, გაგულისდა, ლაშქარნიცა შეუზახნა;
(ბ) მან მდევართა მიწევნამდის არ უჭვრიტნა, არცა ნახნა,
(გ) რაზომნიცა მიეწივნეს, ყოვლნი მკვდართა დაასახნა,
(დ) კაცი კაცსა შემოსტყორცა, როსტან ამად ივაგლახნა.

99

(ა) შესხდეს მეფე და ავთანდილ მის ყმისა მისაწეველად.
(ბ) იგი ლაღი და უკადრი მივა ტანისა მრხეველად,
(გ) ტაიჭი მიუქს მერანსა, მიეფინების მზე ველად,
(დ) შეიგნა მისლვა მეფისა მისად უკანა მდეველად.

100

(ა) რა ცნა, მეფე მოვიდაო, ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა.
(ბ) მასვე წამსა დაიკარგა, არ უნახავს თვალსა ჩვენსა,
(გ) ჰგვანდა ქვესკნელს ჩაძრომილსა ანუ ზეცად ანაფრენსა;
(დ) ეძებდეს და ვერ ჰპოვებდეს კვალსა მისგან წანარბენსა.

101

(ა) კვალი ძებნეს და უკვირდა ვერ-პოვნა ნაკვალევისა,
(ბ) აგრე კვალ-წმიდად წახდომა კაცისა, ვითა დევისა;
(გ) ლაშქარნი მკვდართა სტიროდეს, სწრაფა აქვს წყლულთა ხვევისა.
(დ) მეფემან ბრძანა: „ვნახეო მიზეზი ლხინთა ლევისა“.

102

(ა) ბრძანა: „ღმერთსა მოეწყინა აქამდისი ჩემი შვება,
(ბ) ამად მიყო სიმწარითა სიამისა დანავღლება,
(გ) სიკვდილამდის დამაწყლულა, ვერვის ძალ-უც განკურნება.
(დ) მასვე მადლი! ესე იყო წადილი და მისი ნება“.

103

(ა) ესე თქვა და შემობრუნდა, დაღრეჯილი წამოვიდა,
(ბ) არცა ჰკრაღა ასპარეზსა, ვამი ვამსა მოურთვიდა;
(გ) ყველაკაი მოიშალა, სადაცა ვინ მხეცთა სრვიდა;
(დ) ზოგთა თქვეს, თუ: „მართალია“, ზოგი: „ღმერთო!“, უზრახვიდა.

104

(ა) მეფე საწოლს შემოვიდა სევდიანი, დაღრეჯილი;
(ბ) მისგან კიდე არვინ შეჰყვა, ავთანდილ უჩს ვითა შვილი.
(გ) ყველაკაი გაიყარა, ჯალაბი ჩანს არ-დაჯრილი.
(დ) გაბედითდა სიხარული, ჩაღანა და ჩანგი ტკბილი.

105

(ა) თინათინს ესმა მამისა ეგეთი დაღრეჯილობა,
(ბ) ადგა და კარსა მივიდა, ჰქონდა მზისაცა ცილობა,;
(გ) მოლარე იხმო, უბრძანა: „ძილია თუ ღვიძილობა?“
(დ) მან მოახსენა: „დაღრეჯით ზის, სჭირსო ფერ-შეცვლილობა

106

(ა) „ერთიღა ახლავს ავთანდილ, წინაშე უზის სკამითა;
(ბ) უცხო ყმა ვინმე უნახავს, ასრე დაღრეჯით ამით-ა“.
(გ) თინათინ ბრძანა: „აწ წავალ, შესლვა არ ჩემგან ჟამით-ა,
(დ) მიკითხოს, ჰკადრე: იყო-თქო აქა ერთითა წამითა“.

107

(ა) ხანი გამოხდა, იკითხა: „ნეტარ, რასა იქმს ქალიო,
(ბ) ჩემი ლხინი და ჯავარი, ჩემი სოფლისა წყალიო?“
(გ) მოლარე ჰკადრებს: „მოვიდა აწეღა ფერ-ნამკრთალიო,
(დ) დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა წინაშე მომავალიო“.

108

(ა) უბრძანა, თუ: „წადი, უხმე! უმისობა ვით გავსძლეო?
(ბ) მოახსენე: „რად დაჰბრუნდი შენ, მამისა სიცოცხლეო?
(გ) მოდი, ჭმუნვა გამიქარვე, გულსა წყლულსა მეწამლეო,
(დ) გითხრა ჩემი სამიზეზო, მე თუ ლხინთა რათ დავლეო.“

109

(ა) თინათინ ადგა, მივიდა, მიჰყვა მამისა ნებასა,
(ბ) უგავს პირისა სინათლე მთვარისა მოვანებასა.
(გ) მამამან გვერდსა დაისვა, აკოცებს ნება-ნებასა,
(დ) უბრძანა: „მახლავ რად არა, რად მელი მოყვანებასა?“

110

(ა) ქალმან ჰკადრა: „ხელმწიფეო, დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს,
(ბ) ვინმცა გნახა კადნიერად, რაზომ გინდა ამაყობდეს!
(გ) თქვენნი აგრე დაღრეჯანი მნათობთაცა დაამხობდეს!
(დ) კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს“.
იხ. ტაეპის განმარტებანი

111

(ა) უბრძანა: „შვილო, რაზომცა მჭირს საქმე სავაგლახია,
(ბ) შენი ჭვრეტა და სიახლე ლხინადვე დამისახია,
(გ) მომაქარვები სევდისა, მართ ვითა მუფარახია.
(დ) ვეჭვ, რა სცნა, შენცა მამართლო, ჩემი სულთქმა და ახია“.
იხ. ტაეპის განმარტებანი

112


(ა) „უცხოსა და საკვირველსა ყმასა რასმე გარდვეკიდე,
(ბ) მისმან შუქმან გაანათლა სამყარო და ხმელთა კიდე.
(გ) რა უმძიმდა, არ ვიცოდი, ან ტიროდა ვისთვის კიდე;
(დ) ჩემად ნახვად არ მოვიდა, გავგულისდი, წავეკიდე“.

113

(ა) „მე რა მნახა, ცხენსა შეჯდა, თვალთა ცრემლნი მოიხოცნა.
(ბ) შესაპყრობლად შევუზახენ, სპანი სრულად დამიხოცნა,
(გ) ვითა ეშმა დამეკარგა, არ კაცურად გარდამკოცნა,
(დ) ჯერთცა ესე არა ვიცი, ცხადი იყო, თუ მეოცნა.

114

(ა) „აწ ესე მიკვირს, რა იყო, ანუ რა ვნახე და რული!
(ბ) მან დამიხოცა ლაშქარი, სისხლი ადინა ღვარული.
(გ) კაცთა ხორცისად ვით ითქმის ისრე თვალთაგან ფარული?!
(დ) უცილოდ ღმერთსა მოვსძულდი აქამდის მე მხიარული.

115

(ა) „ტკბილნი მისნი წყალობანი ბოლოდ ასრე გამემწარნეს,
(ბ) დამავიწყდეს, რაცა დღენი მხიარულსა წამეარნეს.
(გ) ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს, ვეღარავინ მინეტარნეს,
(დ) სადამდისცა დღენი მესხნენ, ვეღარამან გამახარნეს!

116

(ა) ქალმან ჰკადრა: „მოგახსენებ მე სიტყვასა დანაყბედსა:
(ბ) ჰე მეფეო! რად ემდურვი ანუ ღმერთსა, ანუ ბედსა?
(გ) რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა?
(დ) ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა!

117

(ა) „მე ამას ვარჩევ: მეფე ხარ, მეფეთა ზედა მფლობელი,
(ბ) შორს არის თქვენი საზღვარი, ბრძანება-მიუთხრობელი.
(გ) გაგზავნე კაცი ყოველგნით მისთა ამბავთა მცნობელი,
(დ) ადრე სცნობ, არის იგი ყმა შობილი თუ უშობელი“.

118

(ა) როსტანს სიტყვა ასულისა მოეწონა, ეკეთაცა,
(ბ) პირი ხელით დაუჭირა, გარდაჰკოცნა კვლა და კვლაცა;
(გ) უბრძანა, თუ: „დაგმორჩილდე, რაცა მითხარ, აგრე ვქმნაცა.
(დ) იგივეა ჩემი მხსნელი, ვინცა მიწა გამაკაცა“.

119

(ა) მოასხნეს კაცნი, გაგზავნნეს ოთხთავე ცისა კიდეთა,
(ბ) უბრძანეს: „წადით, პატიჟთა თავიმცა რად დაჰრიდეთა!
(გ) მონახეთ, ძებნეთ იგი ყმა, სხვად ნურად მოიცლიდეთა,
(დ) მისწერეთ წიგნი, სადაცა ვერ მისწვდეთ, ვერ მიხვიდეთა“.

120

(ა) კაცნი წავიდეს, იარეს მართ ერთი წელიწადია,
(ბ) მონახეს, ძებნეს იგი ყმა, იკითხეს კვლა და კვლა დია,
(გ) ვერცა თუ ნახეს ნახული ღმრთისაგან დანაბადია,
(დ) ცუდად მაშვრალნი მოვიდეს, მათსავე გულსა ზადია.

121

(ა) მონათა ჰკადრეს: „მეფეო, ჩვენ ხმელნი მოვიარენით,
(ბ) მაგრა ვერ ვპოვეთ იგი ყმა, მით ვერა გავიხარენით,
(გ) მისსა მნახავსა სულ-დგმულსა კაცსა ვერ შევეყარენით,
(დ) ჩვენ ვერა გარგეთ, საქმენი სხვანი რა მოიგვარენით“.

122

(ა) მეფე ბრძანებს: „მართალ იყო ასული და ჩემი ძეო,
(ბ) ვნახე რამე ეშმაკისა სიცუდე და სიბილწეო,
(გ) ჩემად მტერად წამოსრული, გარდმოჭრილი ზეცით ზეო,
(დ) გამიშვია შეჭირვება, არა მგამა ყოლა მეო“.

123

(ა) ესე თქვა და სიხარულით თამაშობა ადიადა.
(ბ) მგოსანი და მუშაითი უხმეს, პოვეს რაცა სადა.
(გ) დია გასცა საბოძვარი, ყველა დარბაზს შემოხადა.
(დ) მისი მსგავსი სიუხვითა ღმერთმან სხვამცა რა დაბადა!

თავი მესამე თავი მეხუთე

ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9