1 2 3 4 5 6 7 8 9

ტა ტე ტვ ტი ტკ ტო ტუ ტყ
ტვი

ტვირთად ვარგად

კარგ, საპატიო ტვირთად
 

6. წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა


170

(ა) დაწერა, თუ: „ჩემნო ყმანო, გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო,
(ბ) ერთგულნო და მისანდონო, ამას ზედა გამოცდილნო,
(გ) თქვენ ჩემისა საწადლისა მიდგომილნო, ვითა ჩრდილნო,
(დ) წიგნი ჩემი მოისმინეთ, ყოვლნო ერთგან შემოხდილნო!

171

(ა) „მიწაცა თქვენი ავთანდილ, ისმინეთ, გიწერ მე რასა:
(ბ) თვით ვიქმ ხელითა ჩემითა ამა წიგნისა წერასა,
(გ) ცოტასა ხანსა ვარჩივე გაჭრა სმასა და მღერასა,
(დ) პურად და საჭმლად მივენდევ ჩემსა მშვილდსა და ცერასა.
იხ. ტაეპის განმარტებანი

172

(ა) „საქმე რამე მიც თავისა ზე, სადმე გარდსახვეწელი,
(ბ) დავყო მარტოდ და ღარიბად ესე წლეული მე წელი,
(გ) გემუდარები ამისთვის, ვარ თქვენი შემომხვეწელი,
(დ) მე დამახვედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი.
იხ. ტაეპის განმარტებანი

173

(ა) „მე შერმადინ დამიგდია, ჩემად კერძად პატრონობდეს,
(ბ) სიკვდილსა და სიცოცხლესა სადამდისცა ჩემსა სცნობდეს,
(გ) ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს, ვარდს არ ზრვიდეს, არ აჭნობდეს,
(დ) შემცოდესა ყველაკასა ვითა ცვილსა დაადნობდეს.
იხ. ტაეპის განმარტებანი

174

(ა) „თქვენცა იცით, გამიზრდია, ვითა ძმა და ვითა შვილი.
(ბ) ამას ასრე ჰმორჩილობდით, არის ვითამც ავთანდილი,
(გ) ბუკსა იკრას, აქმნევინეთ ყოვლი საქმე, ჩემგან ქმნილი;
(დ) მე თუ დრომდის არ მოვიდე, გლოვა გმართებს, არ სიცილი“.

175

(ა) ესე წიგნი გაასრულა წყლიანმან და სიტყვა-ნაზმა,
(ბ) წელთა ოქრო შემოირტყა, საღარიბოდ შეეკაზმა,
(გ) ბრძანა: „მინდორს შევჯდებიო“, ლაშქარიცა დაერაზმა,
(დ) მასვე წამსა წამოვიდა, შინა ხანი არა დაზმა.

176

(ა) ბრძანა: „წადით ყველაკაი, აქა მომხრედ არვინ მინა“.
(ბ) მონებიცა მოიშორვა, თავი გაითავისწინა,
(გ) მარტო გარე შემობრუნდა შამბი შიგან გაირბინა,
(დ) მიწყივ მისად საგონებლად მისი მკლველი თინათინ-ა.

177

(ა) იგი ველი გაირბინა, ლაშქართაგან გაეკიდა.
(ბ) ვინმცა ნახა სულიერმან, ანუ ვინმცა გაეკიდა?
(გ) ვის მახვილი ვერას ავნებს, იმას ვინმცა წაეკიდა?
(დ) მისგან ტვირთი კაეშნისა ტვირთად ვარგად აეკიდა.

178

(ა) რა ლაშქართა ინადირეს და პატრონი მოითვალეს,
(ბ) იგი პირ-მზე ვეღარ პოვეს, პირი მათი იფერმკრთალეს,
(გ) მათსა დიდსა სიხარულსა სიმძიმილი ანაცვალეს,
(დ) ყოვლგან რბოდეს საძებარად, ვინცა იყო უცხენმალეს.

179
(ა) „ღმერთი, ლომო, შენად ნაცვლად სხვასა ვისმცა დანერგვიდეს!
(ბ) დარბოდეს და სხვაგნით სხვათა მოამბეთა მოასხმიდეს;
(გ) ვეღარა ცნეს მისი საქმე, გაიარა აქათ კიდეს,
(დ) მისნი სპანი გულ-მოკლულნი ცრემლსა ცხელსა გარდმოჰყრიდეს.

180

(ა) შერმადინ ერთგან შეყარნა ხასნი და დიდებულები,
(ბ) უჩვენა იგი უსტარი, ამბავი მისი თქმულები.
(გ) რა მოისმინეს, ყველაი დარჩა გულ-დანაწყლულები,
(დ) თავსა იცემდეს, არ იყო გული უცრემლო, ულები.

181

(ა) ყოვლთა ჰკადრეს:თუცა ყოფა ჩვენ უმისოდ გვეარმისცა,
(ბ) უშენოსა საჯდომი და ტახტი მისი ვისმცა მისცა?
(გ) განაღამცა გმორჩილობდით, თუ გვიბრძანო რაცა ვისცა!
(დ) იგი მონა აპატრონეს, ყველაკამან თაყვანის-სცა.

თავი მეხუთე თავი მეშვიდე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9