მისგან (ნესტანისგან) არ ველოდი; არ მეგონა, თუ ეს ნესტანის შემონათვალი იყო
- 11. ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა, პირველ რომ გამიჯნურდა
- 346
- (ა) კვლა დაიწყო თქმა ამბისა მან, რა ხანი მოიტირა:
- (ბ) დღესა ერთსა მე და მეფე მოვიდოდით, გვენადირა;
- (გ) მიბრძანა, თუ: „ქალი ვნახოთ“, ხელი ხელსა დამიჭირა.
- (დ) მის ჟამისა მხსენებელი მე სულ-დგმული არ გიკვირა?
- 347
- (ა) „მეფემან ახმა დურაჯთა მითხრა მიტანად ქალისა,
- (ბ) გამოვუხვენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა;
- (გ) მაშინ დავიწყე გარდახდა მე საწუთროსა ვალისა.
- (დ) ალმასისა ხამს ლახვარი ლახვრად გულისა სალისა!
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 348
- (ა) „ბაღჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა:
- (ბ) მფრინველთაგან ხმა ისმოდა უამესი სირინოსა;
- (გ) მრავლად ისხა სარაჯები ვარდის წყლისა აბანოსა.
- (დ) კარსა ზედა მოჰფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა.
- 349
- (ა) „ვიცოდი, სწადდა არვისგან ნახვა მის მზისა დარისა,
- (ბ) მე გარე ვდეგ და მეფემან შევლო ფარდაგი კარისა;
- (გ) ვერას ვხედევდი, ოდენ ხმა მესმოდა საუბარისა.
- (დ) ასმათს უბრძანა გამოხმა დურაჯთა ამირბარისა.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 350
- (ა) „ასმათ ფარდაგსა აზიდნა, გარე ვდეგ მოფარდაგულსა;
- (ბ) ქალსა შევხედენ, ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა.
- (გ) მოვიდა, მივსცნე დურაჯნი, მთხოვა ცეცხლითა დაგულსა.
- (დ) ვამე, მას აქათ სახმილსა დავუწვავ ნიადაგულსა!
- 351
- (ა) „აწ წახდეს იგი ნათელნი, მზისაცა მოწუნარენი!“
- (ბ) მისი ვერ გასძლო ხსენება, დაბნდა და სულთქვნა მწარენი;
- (გ) ყმა და ასმათი ტიროდეს ხმას სცემდეს იგი არენი,
- (დ) ჭმუნვით თქვეს: „მკლავნი ცუდ ქმნილან, ვა, გმირთა მემუქარენი!“
- 352
- (ა) ასმათმან წყალი დაასხა, ცნობად მოვიდა ტარია,
- (ბ) დიდხან ვერა თქვა, სევდამან გული შეუპყრა, დარია;
- (გ) დაჯდა და მწარედ სულთ-ითქვნა, ცრემლი მიწასა გარია,
- (დ) თქვა: „ჩემგან მისი ხსენება, ვამე, რა დიდი ზარია!
- 353
- (ა) „მიმნდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან,
- (ბ) იშვებენ, მაგრა უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან;
- (გ) ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან.
- (დ) ისმენდი ჩემთა ამბავთა, თუ სულნი შე-ღა-მრჩებიან!
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 354
- (ა) „დურაჯნი მივსცენ, გავიღე სხვა ვერა გზაღა თავისა,
- (ბ) დავეცი, დავბნდი, წამიხდა ძალი მხართა და მკლავისა,
- (გ) რა სულად მოვე, შემესმა ხმა ტირილისა და ვისა:
- (დ) გარე მომრტყმოდეს ჯალაბნი, ვითა ჩამსხდომი ნავისა.
- 355
- (ა) „შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა,
- (ბ) ზედ დამტიროდეს მეფენი ცრემლითა უშრობელითა,
- (გ) პირსა იხოკდეს ხელითა, ღაწვისა გამპობელითა,
- (დ) მუყრნი მოასხნეს, სენითა მთქვეს გამაბელზებელითა.
- 356
- (ა) „მე რა მნახა თვალ-ახმული, მეფე ყელსა მომეხვია,
- (ბ) ცრემლით მითხრა: „შვილო, შვილო, ცოცხალ ხარ-ღა? სიტყვა თქვია!“
- (გ) მე პასუხი ვერა გავეც, ვითა შმაგი, შევკრთი დია,
- (დ) კვლა დავეცი დაბნედილი, გულსა სისხლი გარდმეთხია.
- 357
- (ა) „სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარე შემომცვიდიან,
- (ბ) მათ ხელთა ჰქონდა მუსაფი, ყოველნი იკითხვიდიან;
- (გ) მტერ-დაცემული ვეგონე, არ ვიცი, რას ჩმახვიდიან.
- (დ) სამ დღემდის ვიყავ უსულო, ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან.
- 358
- (ა) „აქიმნიცა იკვირვებდეს: „ესე სენი რაგვარია?
- (ბ) სამკურნალო არა სჭირს რა, სევდა რამე შემოჰყრია“.
- (გ) ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი, სიტყვა მცთარი წამერია.
- (დ) დედოფალი ზღვასა შეიქმს, მას რომ ცრემლი დაუღვრია.
- 359
- (ა) „სამსა დღესა დარბაზს ვიყავ არ ცოცხალი, არცა მკვდარი;
- (ბ) მერმე ცნობა მომივიდა, მივჰხვდი რასმე მიუმხვდარი;
- (გ) ვთქვი, თუ: „ჰაი, რაშიგან ვარ მე სიცოცხლე-გარდამხდარი!“
- (დ) თმობა ვსთხოვე შემოქმედსა, ვჰკადრე სიტყვა სამუდარი.
- 360
- (ა) ვთქვი, თუ: „ღმერთო, ნუ გამწირავ, აჯა ჩემი შეისმინე,
- (ბ) მომეც ძალი დათმობისა, ცოტად ვითა აღმადგინე,
- (გ) აქა ყოფა გამამჟღავნებს, სახლსა ჩემსა მიმაწვინე!“
- (დ) მანვე ქმნა და მო-რე-ვჯობდი, გული წყლული გავარკინე.
- 361
- (ა) „ზე წამოვჯე. მეფისაგან კაცი დია მოვიდოდა.
- (ბ) ახარებდეს: „წამოჯდაო“, დედოფალი გამორბოდა;
- (გ) მეფე მორბის თავ-შიშველი, არ იცოდა, რას იქმოდა,
- (დ) იგი ღმერთსა ადიდებდა, სხვა ყველაი უჩუმოდა.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 362
- (ა) „იქით და აქათ მომისხდეს, მახვრიტეს სახვრეტელია;
- (ბ) მე მოვახსენე: „პატრონო, გული აწ უფრო მრთელია;
- (გ) ცხენსა შეჯდომა მწადიან, ვნახნე წყალნი და ველია“.
- (დ) ცხენი მომგვარეს, შე-ცა-ვჯე, მეფე ჩემთანა მვლელია.
- 363
- (ა) გამოვედით, მოვიარეთ მოედანს და წყლისა პირსა;
- (ბ) ჩემსა მივე, დავაბრუნვე, მეფე მომყვა სახლთა ძირსა.
- (გ) შინა მოვე, უარ გავხე, სხვა დამერთო ჭირი ჭირსა;
- (დ) ვთქვი, თუ: „მოვკვდე, ბედი ჩემი ამის მეტსა არას ღირს-ა!“.
- 364
- (ა) ზაფრანის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან,
- (ბ) გული უფრო-რე დამიჭრა ათიათასმან დანამან.
- (გ) საწოლის მეკრე შემოდგა, მოლარე გაიყვანა მან;
- (დ) ვთქვი, თუ: „რა იცის ამბავი, ნეტარ, ან იმან, ან ამან?“
- 365
- (ა) „მონააო ასმათისი“. - „რა იცისო?“, ვარქვი, - ვჰკითხე“.
- (ბ) შემოვიდა, სააშიკო წიგნი მომცა, წავიკითხე;
- (გ) გამიკვირდა, სხვად ვითამცა ვქმენ გულისა მწველთა სითხე?
- (დ) მისგან ეჭვი არა მქონდა, სევდად მაწვა გულსა მით ხე.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 366
- (ა) „მე გამიკვირდა: „სით ვუყვარ, ანუ ვით მკადრებს თხრობასა?
- (ბ) მიუყოლობა არ ვარგა, დამწამებს უზრახობასა,
- (გ) ჩემგან იმედსა გარდასწყვედს, მერმე დამიწყებს გმობასა“.
- (დ) დავწერე, რაცა პასუხად ჰმართებდა აშიკობასა.
- 367
- (ა) „დღენი გამოხდეს, მე გული უფრო-რე დამწვეს კვლავ ალთა,
- (ბ) ვეღარ ვუჭვრეტდი ლაშქართა, მინდორს თამაშად მავალთა;
- (გ) დარბაზს ვერ მივე; მკურნალთა დაიწყეს მოსლვა მრავალთა,
- (დ) მაშინ დავიწყე გარდახდა სოფლისა ლხინთა და ვალთა.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 368
- (ა) „მათ ვერა მარგეს, მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა,
- (ბ) სხვამან ვერავინ შემატყვა დება ცეცხლისა ცხელისა;
- (გ) სისხლი დამწამეს; მეფემან ბრძანა გახსნევა ხელისა.
- (დ) გავიხსენ ფარვად პატიჟთა, არვისგან საეჭველისა.
- 369
- (ა) „ხელ-გახსნილი, სევდიანი, საწოლს ვიყავ თავის წინა;
- (ბ) ჩემი მონა შემოვიდა, შევხედენ, თუ თქვას: რაძინა.
- (გ) „მონააო ასმათისი“. შემოყვანა ვუთხარ შინა.
- (დ) გულსა შინა დავუზრახე: „რა მპოვაო, ანუ ვინ-ა?!“
- 370
- (ა) „მონამან წიგნი მომართვა, მე წავიკითხე ნებასა;
- (ბ) წიგნსა შევატყევ, ლამოდა შეყრისა მოსწრაფებასა;
- (გ) პასუხად გავეც: „ჟამია, მართალ ხარ გაკვირვებასა;
- (დ) მოვალ, თუ მიხმობ, მე ნუ მეჭვ მოსლვისა დაზარებასა“.
- 371
- (ა) „გულსა ვარქვი, თუ: „ლახვარნი ეგე ვით დაგაღონებენ!
- (ბ) ამირბარი ვარ, ხელმწიფე, სრულნი ინდონი მმონებენ;
- (გ) აზრად შეიქმან, საქმესა ათასჯერ შეაწონებენ,
- (დ) თუ შეიგებენ, მე მათთა არეთა არ მარონებენ“.
- 372
- (ა) „კაცი მოვიდა მეფისა: „სწადსო ამბისა სმინება“.
- (ბ) მოყვანა ვუთხარ; ებრძანა: „ქმნაცა სისხლისა დინება?“
- (გ) მე ვჰკადრე: „ხელი გავიხსენ, დამიწყო მოჯობინება,
- (დ) წინაშე მოვალ, ამისთვის კვლა უფრო მმართებს ლხინება“.
- 373
- (ა) „დარბაზს მივე. მეფე ბრძანებს: „ამის მეტსა ნუ იქმ აბა!“
- (ბ) ცხენსა შემსვა უკაპარჭო, წელთა არა არ შემაბა,
- (გ) შეჯდა, ქორნი მოუტივნა, დურაჯები დაინაბა,
- (დ) მშვილდოსანნი გასაგანნა, იტყოდიან: „შაბა, შაბა!“
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 374
- (ა) „შინა დავსხედით ნადიმად მას დღესა მინდორს რებულნი;
- (ბ) მომღერალნი და მუტრიბნი არ იყვნეს სულ-დაღებულნი;
- (გ) მეფემან გასცნა მრავალნი თვალნი, ღარიბად ქებულნი.
- (დ) აუვსებელნი არ დარჩეს მას დღესა მათნი ხლებულნი.
- 375
- (ა) „ვეცდებოდი, არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად;
- (ბ) ვიგონებდი, ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალვად;
- (გ) ჩემნი სწორნი წავიტანენ, ჩემსა დავჯე, მთქვიან ალვად,
- (დ) ევქმენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვად.
- 376
- (ა) „მოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი:
- (ბ) „ქალი ვინმე იკითხავსო: „ინახვისცა ამირბარი?“
- (გ) ზეწარითა მოუბურავს პირი, ბრძენთა საქებარი“;
- (დ) ვარქვი: „საწოლს წაიყვანე, ჩემგან არის ნახმობარი“.
- 377
- (ა) ავდეგ, მსხდომნი ნადიმობად აემზადნეს ასაყრელად;
- (ბ) შართი ვუთხარ: „ნუ ასდგებით, მოვალ ხანსა დაუზმელად“;
- (გ) გამოვე და საწოლს შევე, მონა მოდგა კარსა მცველად.
- (დ) გული მივეც თმობა-ქმნათა აუგისა საკრძალველად.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 378
- (ა) „კარსა შევდეგ, ქალი წინა მომეგება, თაყვანის-მცა;
- (ბ) მითხრა: „მოსლვა თქვენს წინაშე კურთხეულ არს, ვინცა ღირსმც-ა!“
- (გ) გამიკვირდა, მიჯნურისა თაყვანება ექმნა ვისმცა?
- (დ) ვთქვი: „არ იცის აშიკობა: თუმც იცოდა, წყნარად ზისმცა“.
- 379
- (ა) „შევე, დავჯე ტახტსა ზედა; ქალი მოდგა ნოხთა პირსა,
- (ბ) ჩემსა ახლოს დასაჯდომლად თავი მისი არ აღირსა;
- (გ) ვარქვი: „მანდა რად ჰზი შენ, თუ სიყვარული ჩემი გჭირსა?“
- (დ) და მან პასუხი არა მითხრა, ჩემთვის ჰგვანდა სიტყვა-ძვირსა.
- 380
- (ა) „მითხრა: „დღე ეგე სირცხვილად! მედების გულსა ალობა:
- (ბ) გგონია ჩემგან წინაშე მაგისთვის მომავალობა,
- (გ) მაგრა აწ მიდებს იმედსა შენგან ცისაღა მალობა.
- (დ) ამას თუ ღირს ვარ, ვერ ვიტყვი, მაკლია ღმრთისა წყალობა“.
- 381
- (ა) ადგა, მითხრა: „თქვენს კრძალვასა ჩემგან ცნობა უბნევია;
- (ბ) ნუ მეჭვ, რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია;
- (გ) ეზომ დიდსა შემართებად გულსა მისსა უთნევია,
- (დ) ამან წიგნმან გაგაგონოს, ჩემთვის რაცა უქმნევია“.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- თავი მეათე თავი მეთორმეტე