1 2 3 4 5 6 7 8 9

1 10 11 12 13 14 15 16 17 18 19
1 10 11 12 13 14 15 16 17 18 19

13

წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი
 
387

(ა) „თვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია.
(ბ) პასუხად ვსწერდი: „მთვარეო, შენმცა მზე ვით მოგერია?
(გ) მე ღმერთმან იგი ნუ მომცეს, რაც არა შენი ფერია!
(დ) სიზმრად მგონია, დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია“.

388

(ა) „ასმათს ვუთხარ: „მე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივჰხვდები;
(ბ) ესე ჰკადრე: „რადგან, მზეო, ჩემთვის ნათლად აღმოჰხდები,
(გ) აჰა, მკვდარი გამაცოცხლე, ამას იქით აღარ ვბნდები,
(დ) რასაცაღა სამსახურსა, ვტყუი, თუღა ვერიდები!“
იხ. ტაეპის განმარტებანი

389

(ა) „ასმათ მითხრა: „მე მიბრძანა, ესე ვქმნათო, ესე სჯობდეს:
(ბ) ვინცა გნახოს, ჩემგან მისსა საუბარსა ვერა სცნობდეს,
(გ) ჩემად ნახვად მოვიდოდეს, შენ ვითამცა გაშიკობდეს“;
(დ) და-ცა-მვედრა:ამირბარსა უთხარ, ასრე ნამუსობდეს“.

390

(ა) „მეკეთა ესე თათბირი, სიბრძნე გულისა მისისა,
(ბ) მისი, მზესაცა რიდება ჰქონდის ნახვისა ვისისა;
(გ) მისგან მომეცა მოსმენა არ საუბრისა მქისისა,
(დ) ვისთა შუქთაგან უკუნსა ჰგვანდის სინათლე დღისისა.

391

(ა) „ასმათს მივართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა;
(ბ) მან მითხრა: „არა, არ მინდა, ვარ გამაძღარი ამითა“.
(გ) ერთი აიღო ბეჭედი, მართ აწონილი დრამითა:
(დ) „ესე კმა ნიშნად, სავსე ვარ სხვად ხელის შესაბამითა“.

392

(ა) „ქალი ადგა, წამოვიდა; მე ლახვართა გულსა მრიდეს,
(ბ) ლხინმან ბნელი განმინათლა, დაშრტეს, ცეცხლნი რომე მწვიდეს;
(გ) შევე, დავჯე ნადიმადვე, ჩემნი სწორნი სადა სმიდეს.
(დ) მხიარულმან საბოძვარი გავეც, ზამი გაადიდეს“.

თავი მეთორმეტე თავი მეთოთხმეტე


ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9