1 2 3 4 5 6 7 8 9

გა გგ გე გვ გზ გთ გი გკ გლ გმ გნ გო გპ გრ გტ გუ გქ გც გწ გჭ გხ
გვა გვე გვი გვმ გვნ გვქ გვყ გვც გვწ გვჭ

გვნახნეთ

გვნახოთ
 
14. წიგნი ტარიელისა ხატაელთ თანა და კაცის გაგზავნა

393

(ა) „გავგზავნე კაცი ხატაეთს და წიგნი ჩემ-მაგიერი;
(ბ) მივსწერე: „მეფე ინდოთა არისმცა ღმრთულებრ ძლიერი!
(გ) მათი ერთგული გაძღების ყოველი სული მშიერი,
(დ) ვინცა ურჩ ექმნას, იქმნების თავისა არ-მადლიერი.

394

(ა) „ჩვენნო ძმანო და პატრონნო, თქვენგან არ გავიმწარებით;
(ბ) ესე რა ჰნახოთ ბრძანება, აქამცა მოიარებით;
(გ) თქვენ თუ არ მოხვალთ, ჩვენ მოვალთ, ზედა არ მოგეპარებით.
(დ) სჯობს, რომე გვნახნეთ, თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით!“.

395

(ა) „კაცნი გავგზავნენ, მე გულსა უფრო მომეცა ლხინები,
(ბ) დარბაზს ვიშვებდი, დამევსო ცეცხლი წვად მოუთმინები;
(გ) მაშინ სოფელმან საწუთრო მიუხვის, რაცა ვინები,
(დ) აწ ხელ-მქმნა, რომე საახლოდ მხეცთაცა მოვეწყინები.

396

(ა) „პირველ გაჭრისა პირება, მერმე დაწყნარდეს ცნობანი;
(ბ) ჩემთა სწორთაგან იყვნიან ჩემს წინა ნადიმობანი,
(გ) მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი;
(დ) ზოგჯერ შემცვიან სევდათა, ვთქვნი საწუთროსა გმობანი“.

თავი მეცამეტე თავი მეთხუთმეტე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9