სურვილთა სიმრავლე, სიძლიერე, სიდიდე
- 14. წიგნი ტარიელისა ხატაელთ თანა და კაცის გაგზავნა
- 393
- (ა) „გავგზავნე კაცი ხატაეთს და წიგნი ჩემ-მაგიერი;
- (ბ) მივსწერე: „მეფე ინდოთა არისმცა ღმრთულებრ ძლიერი!
- (გ) მათი ერთგული გაძღების ყოველი სული მშიერი,
- (დ) ვინცა ურჩ ექმნას, იქმნების თავისა არ-მადლიერი.
- 394
- (ა) „ჩვენნო ძმანო და პატრონნო, თქვენგან არ გავიმწარებით;
- (ბ) ესე რა ჰნახოთ ბრძანება, აქამცა მოიარებით;
- (გ) თქვენ თუ არ მოხვალთ, ჩვენ მოვალთ, ზედა არ მოგეპარებით.
- (დ) სჯობს, რომე გვნახნეთ, თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით!“.
- 395
- (ა) „კაცნი გავგზავნენ, მე გულსა უფრო მომეცა ლხინები,
- (ბ) დარბაზს ვიშვებდი, დამევსო ცეცხლი წვად მოუთმინები;
- (გ) მაშინ სოფელმან საწუთრო მიუხვის, რაცა ვინები,
- (დ) აწ ხელ-მქმნა, რომე საახლოდ მხეცთაცა მოვეწყინები.
- 396
- (ა) „პირველ გაჭრისა პირება, მერმე დაწყნარდეს ცნობანი;
- (ბ) ჩემთა სწორთაგან იყვნიან ჩემს წინა ნადიმობანი,
- (გ) მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი;
- (დ) ზოგჯერ შემცვიან სევდათა, ვთქვნი საწუთროსა გმობანი“.
- თავი მეცამეტე თავი მეთხუთმეტე