ამისთანას, ამ დანაბარების შესაფერს რას ვეტყოდი, რას ვუპასუხებდი?
- 15. ნესტანისაგან ტარიელის ხმობა
- 397
- (ა) „დღესა ერთსა საწოლს მოვე მეფისა სრით წამოსრული,
- (ბ) ვჯე და მასვე ვიგონებდი, არ მიეცა თვალთა რული;
- (გ) წიგნი მქონდა საიმედო, ამად ვიყავ მხიარული;
- (დ) კარის მცველმან მონა იხმო, უთხრა საქმე დაფარული.
- 398
- (ა) „მონააო ასმათისი“, საწოლს ვუთხარ შემოყვანა.
- (ბ) მოეწერა: „გიბრძანებსო", ვისი მესვა გულსა დანა.
- (გ) ლხინმან ბნელი განმინათლა, ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა,
- (დ) წავე, მონა წავიტანე, რამცა ვუთხარ ამისთანა!
- 399
- (ა) „ბაღჩა შევვლე, არა დამხვდა კაცი ჩემი მოუბნარი;
- (ბ) ქალი წინა მომეგება მხიარული, მოცინარი,
- (გ) მითხრა: „ვაშად ამოგიღე, არ გასვია გულსა ნარი,
- (დ) მოდი, ნახე ვარდი შენი უფრჭვნელი და დაუმჭნარი“.
- 400
- (ა) „ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა,
- (ბ) სადა დგა კუბო შემკული ბალახშითა და ლალითა;
- (გ) შიგან ჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვა-მკრთალითა,
- (დ) მე შემომხედნის ლამაზად მის მელნის ტბისა თვალითა.
- 401
- (ა) „დიდხან ვდეგ და არა მითხრა სიტყვა მისსა მონასურსა,
- (ბ) ოდენ ტკბილად შემომხედნის ვითამცა რა შინაურსა;
- (გ) ასმათ უხმო, მოიუბნეს; ქალი მოდგა, მითხრა ყურსა:
- (დ) „აწ წადიო, ვერას გითხრობს“, მე კვლა მიმცა ალმან მურსა.
- 402
- (ა) „ასმათ გამომყვა, წამოვე, ფარდაგი გამოვიარე,
- (ბ) ვთქვი: „საწუთროო, ვის წეღან გული დარმანთა მიარე,
- (გ) მაშინ მოგეცა იმედი, ლხინი რად გამიზიარე?“
- (დ) გულმან გაყრისა სიძნელე კვლა უფრო დამიტია-რე!“
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 403
- (ა) „ასმათ ლხინსა მიქადებდა, ჩავიარეთ შიგან ბაღი;
- (ბ) მითხრა: „ეგრე წასლვისათვის ნუ გაჩნია გულსა დაღი!
- (გ) სიმძიმილთა ერდო დახაშ, სიხარულის კარი აღი;
- (დ) სირცხვილი აქვს საუბრისა, მერმე თავსა ჰკრძალავს ლაღი“.
- 404
- (ა) „მე ვუთხარ: „დაო, შენგან ვეჭვ ამა გულისა წამალსა;
- (ბ) ზენაარ, სულთა ნუ გამყრი, ამბითა შრეტდი ამ ალსა,
- (გ) ჩემ თანა წიგნსა ნუ გასწყვედ შენ ზედა-ზედა მავალსა;
- (დ) თუ რას სცნობ ჩემთვის, არა ვეჭვ მე შენგან, არ, დანამალსა“.
- 405
- (ა) „შევჯე, წამოვე, მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა;
- (ბ) საწოლს შემოვე, ხელ-ქმნილსა ღონე არ მქონდა ძილისა,
- (გ) ბროლი და ლალი შევიქმენ მე ულურჯესი ლილისა;
- (დ) ღამე მერჩია, მეწადა არ-გათენება დილისა“.
- თავი მეთოთხმეტე თავი მეთექვსმეტე