1 2 3 4 5 6 7 8 9

პა პე პი პო პუ პყ
პირ

პირითა ... ელვა–მკრთალითა

სხივ-ცისკროვანი, შუქთა მკრთომელი პირისახით
 
15. ნესტანისაგან ტარიელის ხმობა

397

(ა) „დღესა ერთსა საწოლს მოვე მეფისა სრით წამოსრული,
(ბ) ვჯე და მასვე ვიგონებდი, არ მიეცა თვალთა რული;
(გ) წიგნი მქონდა საიმედო, ამად ვიყავ მხიარული;
(დ) კარის მცველმან მონა იხმო, უთხრა საქმე დაფარული.

398

(ა) „მონააო ასმათისი“, საწოლს ვუთხარ შემოყვანა.
(ბ) მოეწერა: „გიბრძანებსო", ვისი მესვა გულსა დანა.
(გ) ლხინმან ბნელი განმინათლა, ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა,
(დ) წავე, მონა წავიტანე, რამცა ვუთხარ ამისთანა!

399

(ა) „ბაღჩა შევვლე, არა დამხვდა კაცი ჩემი მოუბნარი;
(ბ) ქალი წინა მომეგება მხიარული, მოცინარი,
(გ) მითხრა: „ვაშად ამოგიღე, არ გასვია გულსა ნარი,
(დ) მოდი, ნახე ვარდი შენი უფრჭვნელი და დაუმჭნარი“.

400

(ა) „ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა,
(ბ) სადა დგა კუბო შემკული ბალახშითა და ლალითა;
(გ) შიგან ჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვა-მკრთალითა,
(დ) მე შემომხედნის ლამაზად მის მელნის ტბისა თვალითა.

401

(ა) „დიდხან ვდეგ და არა მითხრა სიტყვა მისსა მონასურსა,
(ბ) ოდენ ტკბილად შემომხედნის ვითამცა რა შინაურსა;
(გ) ასმათ უხმო, მოიუბნეს; ქალი მოდგა, მითხრა ყურსა:
(დ) „აწ წადიო, ვერას გითხრობს“, მე კვლა მიმცა ალმან მურსა.

402

(ა) „ასმათ გამომყვა, წამოვე, ფარდაგი გამოვიარე,
(ბ) ვთქვი: „საწუთროო, ვის წეღან გული დარმანთა მიარე,
(გ) მაშინ მოგეცა იმედი, ლხინი რად გამიზიარე?
(დ) გულმან გაყრისა სიძნელე კვლა უფრო დამიტია-რე!
იხ. ტაეპის განმარტებანი

403

(ა) „ასმათ ლხინსა მიქადებდა, ჩავიარეთ შიგან ბაღი;
(ბ) მითხრა: „ეგრე წასლვისათვის ნუ გაჩნია გულსა დაღი!
(გ) სიმძიმილთა ერდო დახაშ, სიხარულის კარი აღი;
(დ) სირცხვილი აქვს საუბრისა, მერმე თავსა ჰკრძალავს ლაღი“.

404

(ა) „მე ვუთხარ: „დაო, შენგან ვეჭვ ამა გულისა წამალსა;
(ბ) ზენაარ, სულთა ნუ გამყრი, ამბითა შრეტდი ამ ალსა,
(გ) ჩემ თანა წიგნსა ნუ გასწყვედ შენ ზედა-ზედა მავალსა;
(დ) თუ რას სცნობ ჩემთვის, არა ვეჭვ მე შენგან, არ, დანამალსა“.

405

(ა) „შევჯე, წამოვე, მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა;
(ბ) საწოლს შემოვე, ხელ-ქმნილსა ღონე არ მქონდა ძილისა,
(გ) ბროლი და ლალი შევიქმენ მე ულურჯესი ლილისა;
(დ) ღამე მერჩია, მეწადა არ-გათენება დილისა“.

თავი მეთოთხმეტე თავი მეთექვსმეტე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9