1 2 3 4 5 6 7 8 9

მა მბ მგ მდ მე მვ მზ მთ მი მკ მლ მმ მნ მო მპ მრ მს მტ მუ მფ მქ მღ მყ მშ მჩ მც მძ მწ მჭ მხ მჯ
მო მო მო- მოა მობ მოგ მოდ მოე მოვ მოზ მოთ მოი მოკ მოლ მომ მონ მოპ მორ მოს მოტ მოუ მოფ მოღ მოყ მოშ მოც მოწ მოჭ მოხ მოჯ მოჰ

მოკრბეს

მოიკრიბნენ, თავი მოიყარეს
 
16. წიგნი ხატაელთა მეფისა, ტარიელის წინაშე მოწერილი

406

(ა) „ხატაეთს მყოფნი მოვიდეს, მათგან მოსლვისა დრონია,
(ბ) სიტყვანი შემოეთვალნეს ლაღნი და უკადრონია:
(გ) „არც რამე ჩვენ ვართ ჯაბანნი, არც ციხე-უმაგრონია,
(დ) ვინ არის თქვენი ხელმწიფე? ჩვენ ზედა რა პატრონია!

407

(ა) „მოეწერა: „რამაზ მეფე წიგნსა გიწერ ტარიერსა.
(ბ) გამიკვირდა, რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა!
(გ) რაგვარა თუ მანდა გეხმე, ვინ ვჰპატრონობ ბევრსა ერსა?
(დ) ამის მეტსა ნუმცა ვნახავ კვლაღა წიგნსა შენმიერსა!“.

408

(ა) „ვუბრძანე წვევა ლაშქართა, გავგზავნე მარზაპანია.
(ბ) იგი ვარსკვლავთა ურიცხვი მოკრბეს ინდოთა სპანია,
(გ) შორით და ახლოთ ყველაი მართ ჩემკე მონასხპანია,
(დ) ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი, კლდე-კაპანია.

409

(ა) „ფიცხლა მოვიდეს, არ ექმნა მათ შინა ხან-დაზმულობა;
(ბ) აღლუმი ვნახე, მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა,
(გ) სიჩაუქე და სიკეთე, კეკლუცად დარაზმულობა,
(დ) ტაიჭთა მათთა სიმალე, აბჯართა ხვარაზმულობა.

410

(ა) „ავმართე დროშა მეფისა, ალმითა წითელ-შავითა,
(ბ) დილისა ვბრძანე გამართვა ლაშქრითა უთვალავითა,
(გ) თავსა ვსტიროდი, ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა:
(დ) „მზე თუ არ ვნახო, არ ვიცი, ვიარო ვითა და ვითა!

411

(ა) „შინა მოვე, დაღრეჯილსა გულსა სევდა მიიფებდა,
(ბ) თვალთათ, ვითა საგუბარით, ცხელი ცრემლი გარდმომჩქეფდა.
(გ) „ბედი ჩემი უბედური, - ვთქვი, თუ, - ჯერთცა ვერ გამეფდა!
(დ) ხელმან ვარდი რად იხელთა, რათგან ასრე ვერ მოჰკრეფდა?“
იხ. ტაეპის განმარტებანი

თავი მეთხუთმეტე თავი მეჩვიდმეტე


ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9