ვამბობდი, რომ ავი ბედი მაქვს
- 16. წიგნი ხატაელთა მეფისა, ტარიელის წინაშე მოწერილი
- 406
- (ა) „ხატაეთს მყოფნი მოვიდეს, მათგან მოსლვისა დრონია,
- (ბ) სიტყვანი შემოეთვალნეს ლაღნი და უკადრონია:
- (გ) „არც რამე ჩვენ ვართ ჯაბანნი, არც ციხე-უმაგრონია,
- (დ) ვინ არის თქვენი ხელმწიფე? ჩვენ ზედა რა პატრონია!“
- 407
- (ა) „მოეწერა: „რამაზ მეფე წიგნსა გიწერ ტარიერსა.
- (ბ) გამიკვირდა, რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა!
- (გ) რაგვარა თუ მანდა გეხმე, ვინ ვჰპატრონობ ბევრსა ერსა?
- (დ) ამის მეტსა ნუმცა ვნახავ კვლაღა წიგნსა შენმიერსა!“.
- 408
- (ა) „ვუბრძანე წვევა ლაშქართა, გავგზავნე მარზაპანია.
- (ბ) იგი ვარსკვლავთა ურიცხვი მოკრბეს ინდოთა სპანია,
- (გ) შორით და ახლოთ ყველაი მართ ჩემკე მონასხპანია,
- (დ) ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი, კლდე-კაპანია.
- 409
- (ა) „ფიცხლა მოვიდეს, არ ექმნა მათ შინა ხან-დაზმულობა;
- (ბ) აღლუმი ვნახე, მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა,
- (გ) სიჩაუქე და სიკეთე, კეკლუცად დარაზმულობა,
- (დ) ტაიჭთა მათთა სიმალე, აბჯართა ხვარაზმულობა.
- 410
- (ა) „ავმართე დროშა მეფისა, ალმითა წითელ-შავითა,
- (ბ) დილისა ვბრძანე გამართვა ლაშქრითა უთვალავითა,
- (გ) თავსა ვსტიროდი, ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა:
- (დ) „მზე თუ არ ვნახო, არ ვიცი, ვიარო ვითა და ვითა!“
- 411
- (ა) „შინა მოვე, დაღრეჯილსა გულსა სევდა მიიფებდა,
- (ბ) თვალთათ, ვითა საგუბარით, ცხელი ცრემლი გარდმომჩქეფდა.
- (გ) „ბედი ჩემი უბედური, - ვთქვი, თუ, - ჯერთცა ვერ გამეფდა!
- (დ) ხელმან ვარდი რად იხელთა, რათგან ასრე ვერ მოჰკრეფდა?“
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- თავი მეთხუთმეტე თავი მეჩვიდმეტე