გამოულაპარაკებლის, ხმაგაუცემლის
- 17. ტარიელისა და ნესტანის პირის-პირ შეყრა
- 412
- (ა) „მონა შემოდგა, მივეცი საქმესა გაკვირვებულსა;
- (ბ) ასმათის წიგნი მომართვა მე მეტად შეჭირვებულსა,
- (გ) ეწერა: „გიხმობს შენი მზე შენ, მისთვის მოსურვებულსა,
- (დ) მოდი, სჯობს მანდა ტირილსა, საქმესა ბედით-ვებულსა“.
- 413
- (ა) „ვითა მმართებდა, ეგზომი რამცა ვით გავიხარე!
- (ბ) შეღამდა, წავე, ბაღისა მე კარი შევიარეო;
- (გ) სად ასმათ პირველ მენახა, მუნვე ჩნდა მდგომიარეო,
- (დ) სიცილით მითხრა: „წამოვლე, მოგელის ლომსა მთვარეო“.
- 414
- (ა) „შემავლო სახლი, ნაგები კეკლუცად ბანის-ბანითა;
- (ბ) გამოჩნდა მთვარე ნათლითა გარე შუქ-მონავანითა,
- (გ) ფარდაგსა შიგან მჯდომარე შესამოსლითა მწვანითა,
- (დ) საკრძალავი და ღარიბი, უცხო პირად და ტანითა.
- 415
- (ა) „შევე, წავდეგ ნოხთა პირსა, მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად,
- (ბ) გულსა ბნელი განმინათლდა, ზედა ლხინი ადგა სვეტად.
- (გ) მას ბალიში შემოეგდო, მზისა შუქსა სჯობდა მეტად,
- (დ) ჩემგან პირსა იფარვიდა, აიხედნის წამის ჭვრეტად.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 416
- (ა) „უბრძანა, თუ: „მოახსენე, ასმათ, დაჯდეს, ამირბარსა!“
- (ბ) მან ბალიში დამართებით დასდვა მას მზედ საქებარსა.
- (გ) დავჯე, მივეც გულსა ლხინი, საწუთროსა დამგმობარსა;
- (დ) მიკვირს, სულნი რადღა მიდგან, ვიტყვი მისგან ნაუბარსა!
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 417
- (ა) „მიბრძანა: „ძოღან გეწყინა გაშვება უუბარისა,
- (ბ) მზემან გაყრითა დაგაჭნე, ვითა ყვავილი ბარისა:
- (გ) გაგსჯიდა დენა ცრემლისა, ნარგისთათ ნაგუბარისა,
- (დ) მაგრა ხამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამირბარისა.
- 418
- (ა) „თუცა ჰმართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა,
- (ბ) მაგრა მეტად უარეა არა-თქმა და ჭირთა მალვა:
- (გ) მე თუ ზე-პირ მიცინია, ქვე-ქვე მითქვამს იდუმალ ვა;
- (დ) ძოღან ქალი გამოვგზავნე, ვქმენ მართლისა შემოთვალვა.
- 419
- (ა) „ერთმანერთისა, მას აქათ, რაცა ორთავე ვიცითა,
- (ბ) აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა!
- (გ) ამას შესჯერდი დიდითა ზენაარით და ფიცითა,
- (დ) გეცრუო, ღმერთმან მიწა მქმნას, ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა!
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 420
- (ა) „წა, შეები ხატაელთა, ილაშქრე და ინაპირე;
- (ბ) ღმერთმან ქმნას და გაგიმარჯვდეს, მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე!
- (გ) მაგრა რა ვქმნა, კვლაცა ნახვა მომხვდებოდეს შენი ვირე?
- (დ) გული მომეც გაუყრელად, ჩემი შენთვის დაიჭირე!“
- 421
- (ა) „მოვახსენე: „არ მეწყალვის თავი შენთვის დასაწველად,
- (ბ) მაგრა რათგან დამარჩინე, არ გამოსჩნდი ჩემად მკლველად,
- (გ) შენ სინათლედ თვალთა ჩემთა მიჩნდე მზეებრ სანახველად,
- (დ) აწ შევება ხატაელთა, მუნ გამოვჩნდე ლომი ქველად.
- 422
- (ა) „აწ რასაცა მე მაღირსებ, ხორციელი არა ღირს-ა;
- (ბ) მოწყალება იჩქითია, ღმრთისა ამად არა მკვირსა;
- (გ) შენთა შუქთა შემომადგამ, გულსა ბნელსა ზედა მჭვირსა,
- (დ) შენი ვიყო, სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა“.
- 423
- (ა) „ზედა წიგნსა საფიცარსა შევჰფიცე და შემომფიცა,
- (ბ) მისგან ჩემი სიყვარული ამით უფრო დაამტკიცა:
- (გ) „უშენოსა მოწონება ვისიმცაო გულსა მიცა,
- (დ) ღმერთი მომკლავს, ამას იქით თავსა ვეტყვი, ამას ვსწვრთიცა!“
- 424
- (ა) „დავყავ ხანი მას წინაშე, სიტყვანიცა ტკბილნი ვთქვენით,
- (ბ) ვჭამეთ ამო ხილი რამე, ერთმანერთსა ვეუბენით,
- (გ) მერმე ავდეგ წამოსავლად ტირილით და ცრემლთა დენით.
- (დ) მისთა შუქთა შვენებანი ნათლად მადგეს გულსა ფენით.
- 425
- (ა) „მეძნელებოდა სიშორე მისი, ბროლ-ბალახშ-მინისა.
- (ბ) მე გამიახლდა სოფელი, მქონდა სიმრავლე ლხინისა;
- (გ) ჩემად ჩნდა იგი სინათლე ეთერით მზედ ნაჩინისა,
- (დ) აწ მიკვირს, მისი გამყრელი გული მიც კლდისა ტინისა!“
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- თავი მეთექვსმეტე თავი მეთვრამეტე