1 2 3 4 5 6 7 8 9

ად აზ ალ ამ ან აპ არ ას აფ აქ აღ აწ ახ აჰ
არა არტ არღ არც

არა ვქმნე

არ ვიზამ
 
და ვითარცა ესმა ჯოჯიკს, ვითარმედ მიახლებულ არს ნეტარი დედოფალი წმიდაჲ შუშანიკ სიკუდილდ, წარვიდა და თანა წარიყვანნა ცოლი და შვილნი და მონა-მჴევალნი მისნი. და მივიდა ციხედ ხილვად სანატრელისა შუშანიკ მარტჳლისა. და ვითარცა მიიწია, მძლავრ შე-ხოლო-ვიდა და თაყუანის-სცა პატიოსანსა ჯუარსა და მოიკითხა წმიდაჲ შუშანიკ, თან-დაუჯდა და ჰკითხვიდა სალმობათა მათთჳს. ხოლო წმიდამან მან ჰრქუა: კეთილ ვარ, ვითარ ღმერთსა უნებს, არამედ ყოველთა წარსავალსა მას გზასა მეც წარვალ.

ხოლო ჯოჯიკ მსწრაფლ აღდგა ზე, პირველთა მათ უწესოთა საქმეთა აღუარებდა და ევედრებოდა წმიდასა შუშანიკს და ეტყოდა: სძალო და მჴევალო ქრისტჱსო, ითხოვე ღმრთისაგან, რაჲთა მომიტევნეს მე მრავალნი შეცოდებანი ჩემნი. ხოლო წმიდამან შუშანიკ ჰრქუა მას: თუ შენ სხუად სახედ ყრმებრ არარაჲ ჰქმნე, ღმერთმან მოგიტევნეს შენ. და ჯოჯიკ ჰრქუა: მაგის სახისათჳს მოვედ მე შენდა, რაჲთა, რომელი–იგი არა რაჲმე სათნო იყოს ღმრთისა, არა ვქმნე. წმიდამან შუშანიკ ჰრქუა: უკუეთუ ეგე ეგრეთ ჰყო შენ, უკუდავ მექმნე მე მაგით სიტყჳთა და ღმერთმან შესძინენ დღეთა ცხორებისა შენისათა.

და მერმე, ვითარ შეატყუა ჯოჯიკ, ვითარმედ მას დღესა განვალეს წმიდაჲ იგი ჴორცთა ამათგან, ჰრქუა: მაკურთხე მე და ცოლი ჩემი, მჴევალი შენი, და შვილნი ჩემნი და მონა-მჴევალნი ჩემნი, და, თუ რაჲმე შეგცოდეთ ვითარცა კაცთა საწუთროჲსათა და სოფლის მოყუარეთა, მოგჳტევენ და ნუ მოიჴსენებ მედგრობათა ჩემთა. ხოლო წმიდამან შუშანიკ ჰრქუა ჯოჯიკს და ცოლსა მისსა: ჰყავთ წარმდებად საქმჱ ესე ჩემი, რამეთუ არავინ იპოვა კაცთაგანი, რომელსამცა აქუნდა წყალობაჲ და ტკივილი ჩემთჳს, რომელმანმცა შეაჯერა უღმრთოსა მას საწუთროსა მეუღლესა. ხოლო მათ ჰრქუეს: ჩუენ თჳნიერ შენსა ფრიად დავშუერით. გარნა არ იყო სმენაჲ, არცა სიტყუაჲ, მაშინ ჰრქუა წმიდამან შუშანიკ: განვისაჯნეთ მე და ვარსქენ პიტიახში მუნ სადა-იგი არა არს თუალღებაჲ, წინაშე მსაჯულისა მის მსაჯულთაჲსა და მეუფისა მის მეუფეთაჲსა, სადა არა არს რჩევაჲ მამაკაცისა და დედაკაცისაჲ, სადა მე და მან სწორი სიტყუაჲ ვთქუათ წინაშე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა; მიაგოს მას უფალმან, ვითარ მან უჟამოდ ნაყოფნი ჩემნი მოისთულნა და სანთელი ჩემი დაშრიტა და ყუავილი ჩემი დააჭნო, შუენიერებაჲ სიკეთისა ჩემისაჲ დააბნელა და დიდებაჲ ჩემი დაამდაბლა. და ღმერთმან საჯოს მის შორის და ჩემ შორის. ხოლო მე აწ ამას ვჰმადლობ ღმერთსა, რამეთუ ტანჯვითა მისითა მე ლხინებაჲ ვპო, და გუემათა და თრევათა მისთათჳს მე განსუენებასა მივემთხჳო, და უგულისჴმოებისა და უწყალოებისა მისისათჳს მე წყალობასა მოველი იესუ ქრისტჱს მიერ უფლისა ჩემისა.

ხოლო იგინი ამას ყოველსა სიტყუასა მისსა ზედა ტიროდეს მწარედ და ჰრქუეს: მოგჳტევენ ბრალნი ჩუენნი და გუაკურთხენ, წმიდაო მოწამეო და მარტჳლო სანატრელო ქრისტჱს ღმრთისაო. ხოლო წმიდამან შუშანიკ ჰრქუა: ღმერთმან მიგიტევენინ, რომელრაჲ-იგი ჰყავთ. მაშინღა აკურთხნა ჯოჯიკ და ცოლი და შვილნი მისნი და მონა-მჴევალნი მისნი და ყოველი ეზოჲ და პალატი მისი. და ამცნებდა სლვად გზათა ღმრთისათა და ეტყოდა, ვითარმედ ესე ყოველი ცხორებაჲ ვითარცა ყუავილი ველთაჲ წარმავალ არს და დაუდგრომელ, და ვინ სთესა - მოიმკო და ვინ განაბნია გლახაკთათჳს - შეიკრიბა, და რომელმან წარიწყმიდოს თავი თჳსი, მან პოოს იგი, რომელმან ადიდა იგი. და უჯმნა და გამოგზავნნა იგინი მშჳდობით.

თავი მეთხუთმეტე თავი მეჩვიდმეტე

ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9