მაშინ იწყო უჯეროსა გინებად ვარსქენ და ფერჴითა თჳსითა დასთრგუნვიდა მას; და აღიღო ასტამი, და უხეთქნა მას თავსა, და ჩაჰფლა, და თუალი ერთი დაუბუშტა; და მჯიღითა სცემდა პირსა მისსა უწყალოდა და თმითა მიმოითრევდა, ვითარცა მჴეცი მძჳნვარჱ ყიოდა და იზახდა ვითარცა ცოფი. მაშინ შუელად აღდგა ჯოჯიკ, ძმაჲ მისი, და იბრძოდეს, ვიდრემდის გუემა იგიცა, და კუბასტიცა თავსა მისსა მოხეთქა და ჭირით, ვითარცა კრავი მგელსა, გამოუღო ჴელთა მისთა. და ვითარცა მკუდარი იდვა წმიდაჲ შუშანიკ ქუეყანასა ზედა. და აგინებდა ვარსქენ თესლ-ტომსა მისსა და სახლისა მაოჴრებელად სახელ-სდებდა მას. და უბრძანა შეკრვაჲ მისი და ბორკილთა შესხმაჲ ფერჴთა მისთა.