1 2 3 4 5 6 7 8 9

მა მგ მდ მე მზ მთ მი მკ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ მჴ
მო- მოა მოგ მოვ მოთ მოი მოკ მომ მონ მორ მოს მოუ მოღ მოყ მოშ მოც მოძ მოწ მოხ მოჴ

მოიწინეს ტაოს

მოაღწიეს ტაოში
 

თავი XIV

და ვითარცა მოიწინეს ტაოს, ესმა მუნ მყოფთაგან კაცთა, ვითარმედ აშოტ კურაპალატი მოიკლა და მის წილ ჴელმწიფებენ ძენი მისნი. მაშინ ტკივილისა ცრემლითა აღივსნეს ღმრთის-მსახურისა მის ჴელმწიფისა დაცემისათჳს და ტირილითა სავსენი ულოცვიდეს მიცვალებულსა მას მეფესა. ხოლო ნეტარი გრიგოლ ჰმადლობდა ღმერთსა და გლოით იტყოდა: ჵ მეფეო ჩემო, ძლიერო და დიდებულო, სიმტკიცეო ეკლესიათაო და ზღუდეო ქრისტეანეთაო, სადაჲთ-მე მოგელოდი, აღმოსავალით-მე ანუ დასავალით, ჩრდილოჲთ-მე ანუ სამხრით? რამეთუ ყოველთა ზედა ნათესავთა მფლობელი იყავ, რომელიცა წყობით ჴელმწიფეთა დაიმორჩილებდ, საკჳრველი ეგე დიდებული, ღმრთისმსახური ჴელმწიფჱ. აწ ვითარ–მე მიეცი ჴელსა შეურაცხა უშჯულოთა და უნდოთა კაცთასა, რომელნი იგი იუდაჲს მსგავსად შენ უფლისა თჳსისა მკლველ იქმნნეს მოსაკუდინებლად ჩუენ, გლახაკთა მლოცველთა შენთა, უკუნისამდე?“ ამისა შემდგომად ულოცვიდეს შვილთა მისა დიდებულთა ჴელმწიფეთა, რაჲთა უფალმა დაიცვნედიდებით და დღეგრძელებით კეთილსა შინა ღმრთის-მსახურებასა.

თავი XIII თავი XV

ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9