და ვითარცა მოიწინეს მახლობელად იშხანსა, გამოეცხადა ღმრთისა მიერ ნეტარსა გრიგოლს და ღირსსა საბას იშხნისა პირველი დიდებულებაჲ, დაბასა მისსა, წმიდანი ეკლესიანი. და ეუწყა, ვითარმედკუალადგანახლებად არსპირველებრ ჴელითა საბანისითა. და ეცნობა გზაჲცა მისავალად, რამეთუ მის ჟამისა კაცთაგან მიუვალ იყო ადგილი იგი. და მი-რაჲ-ვიდეს იშხანს, ფრიად უხაროდა პოვნაჲ დიდებულისა მის ადგილისაჲ. რამეთუ იყო მას შინა ნუგეშინის-საცემელი სულიერი და ჴორციელი. და საბას მუნქუესვეგულს–ედვა დადგომაჲ, ხოლო ნეტარმან გრიგოლ ჰრქუა: „ძმაო, პირველად ვიხილნეთ ძმანი ჩუენნი ხანძთას შინა მყოფნი და ნებითა ღმრთისაჲთა და ლოცვითა მათითა კუალად მოიწიო ადგილსა ამას წმიდასა“. და მიერ წარმოსლვასა მათსა მიიწინეს წინაშე ძეთა კურაპალატისათა და დაულოცეს ნუგეშინის-ცემით სიკუდილისათჳს მამისა მათისა.