1 2 3 4 5 6 7 8 9

კა კდ კე კი კლ კნ კო კრ კუ კჳ
კლა

კლარჯეთი

სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მხარე, ისტორიული მესხეთის ნაწილი; ტაო – ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე სამხრეთ საქართველოში. ტაო-კლარჯეთში ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალმა დიდი კულტურულ-აღმშენებლობითი საქმიანობა წამოიწყო. ააგო ეკლესია-მონასტრები. შემდეგ ტაო-კლარჯეთის პოლიტიკურკულტურული მნიშვნელობა დაქვეითდა და მტერთა გამუდმებულმა ლაშქრობებმა, რომლებსაც ზედ დართვია მძიმე სახადი სნეულებანი, გააპარტახა ეს მხარე. სწორედ ეს ადგილი აირჩია გრიგოლ ხანძთელმა საასპარეზოდ. სწორედ ამ დროს აქვე დამკვიდრდა ბაგრატიონთა დინასტია. მეფე და წმინდა ბერები ერთმა დიდმა მიზანმა შეაკავშირა: განედევნათ არაბი დამპყრობლები, სულიერად და ფიზიკურად გაეერთიანებინათ საქართველო. ასე რომ, ტაო-კლარჯეთი არაბული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის პლაცდარმი და ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სარწმუნოებრივ-კულტურული კერა გახდა. ამჟამად თურქეთის შემადგენლობაშია.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9