1 2 3 4 5 6 7 8 9

უბ უდ უზ უკ უმ უნ უო უპ უჟ ურ უფ უქ უშ უც უწ უხ უჴ
უდა უდე უდი

უდაბნოთა ქალაქმყოფელი

დაუსახლებელ, უდაბურ ადგილებში მონასტრების მაშენებელი, წესრიგის, ჰარმონიის, რწმენის შემტანი. უდაბნო ბიბლიური სახისმეტყველების მიხედვით, მოიაზრება როგორც უფლისგან მიტოვებული ადგილი, ეშმაკის სამყოფლო, სადაც ქაოსი, უნაყოფობა, ბოროტება სუფევს. უდაბნოში მოღვაწეობა სულიერების დასამკვიდრებლად, ნათლის მოსაპოვებლად, წესრიგის დასამყარებლად უდიდესი მადლია. უდაბნოს წმინდა ადამიანები თავს კი არ არიდებენ, არამედ იღვწიან მის გარდასაქმნელად. უდაბნოს, ასევე, აღიქვამენ სულის შეცნობის, თვითგამორკვევის, ადგილად (იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში მოღვაწეობდა. მაცხოვარი 40 დღე იყო უდაბნოში და ეწყვებოდა (ებრძოდა) ეშმაკს). ასე რომ, გრიგოლსა და მის სულიერ ძმებს წილად ხვდათ არაბთაგან გაპარტახებულ, უკაცრიელ ადგილებში აეღორძინებინათ რწმენა და სიცოცხლე, ქალაქად, ანუ მოწესრიგებულ გარემოდ, ექციათ იგი. გრიგოლი არის „უდაბნოთა ქალაქმყოფელი“. „ქალაქი დღევანდელი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ. საერთოდაც, ეს ტერმინი უშუალოდ აღმშენებლობით საქმიანობას არ უკავშირდება. „ქალაქი“ წესრიგის აღმნიშვნელი ცნებაა. იგი უპირისპირდება უდაბნოს, ქაოსს“ (რ. სირაძე).
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9