არამედ პირველთა მათ დღეთა ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისთა ფიცხელ იყო ფრიად კანონი მოწაფეთა მისთაჲ, რამეთუ სენაკთა მათთა შინა იყო მცირჱ სარეცელი და შეურაცხისაგებელი და თითოჲ სარწყული წყლისათჳს. ხოლო სხუაჲ ნუგეშინისსაცემელი ჴორცთაჲ არა აქუნდა საჭამადისაჲ და სასუმადისაჲყოლადვე, არამედ რომელი ტრაპეზსა ზედა ერთბამად ჭამიან, მით იყო ცხორებაჲ მათი. და მრავალნი მათგანნი არა სუმიდეს ღჳნოსა ყოლადვე; და რომელნიცა მიიღებდეს, მცირედ იჴუმევდეს. და სენაკებსა მათსა საკუამი არა აქუნდა, რამეთუ ცეცხლი არა აღეგზებოდა, და არცა ღამჱ სანთელი აღანთიან, არამედ ღამჱ იყო ფსალმუნებაჲ და დღისი წიგნის-კითხვაჲ და ლოცვაჲ მარადის.