1 2 3 4 5 6 7 8 9

კა კდ კე კი კლ კნ კო კრ კუ კჳ
კათ კალ კან კარ კაც

კალნაბი

კომბოსტო
 

თავი XVIII

არამედ პირველთა მათ დღეთა ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისთა ფიცხელ იყო ფრიად კანონი მოწაფეთა მისთაჲ, რამეთუ სენაკთა მათთა შინა იყო მცირჱ სარეცელი და შეურაცხი საგებელი და თითოჲ სარწყული წყლისათჳს. ხოლო სხუაჲ ნუგეშინისსაცემელი ჴორცთაჲ არა აქუნდა საჭამადისაჲ და სასუმადისაჲ ყოლადვე, არამედ რომელი ტრაპეზსა ზედა ერთბამად ჭამიან, მით იყო ცხორებაჲ მათი. და მრავალნი მათგანნი არა სუმიდეს ღჳნოსა ყოლადვე; და რომელნიცა მიიღებდეს, მცირედ იჴუმევდეს. და სენაკებსა მათსა საკუამი არა აქუნდა, რამეთუ ცეცხლი არა აღეგზებოდა, და არცა ღამჱ სანთელი აღანთიან, არამედ ღამჱ იყო ფსალმუნებაჲ და დღისი წიგნის-კითხვაჲ და ლოცვაჲ მარადის.

ხოლო ნეტარმა მამამან გრიგოლ თავადნი დიდნი მარხვანი გარდავლნის მცირედითა კალნაბითა უმგვრითა. ხოლო მრჩობლად საზრდელად მისა იყო ყოველთა დღეთა მისთა პური ნაკლულვანებით, დღესა შინა ერთ ჭამის და წყალი წონითვე მცირედი. ღვნოჲ კულა სიყრმითგანვე არა ესუა და უმრავლსნი სათნოებანი მისნი და მოწაფეთა მისთანი ღმერთმან მხოლომან უწყნის.

თავი XVII თავი XIX

ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9