1 2 3 4 5 6 7 8 9

სა სე სთ სი სო სუ სქ სძ სწ სჯ
საბ საგ სად საე სავ საზ სათ საკ სამ სან საო სარ სას საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საწ საჭ სახ საჴ

საყდარი

  1. ტახტი, აქ: საკათალიკოსო ტახტი
     

    თავი XIX

    ხოლო პირველითგან მოყუასთა მათ კეთილთა ნეტარისა გრიგოლისათა, თეოდორეს და ქრისტეფორეს, აქუნდა გულსა მათსა საღმრთოჲ შური მონასტრისა შჱნებისაჲ და არა გამოუცხადეს მამასა გრიგოლს განზრახვაჲ მათი, არამედ ფარულად წარვიდეს აფხაზეთს და თანა ძმანიცა ვინმე წარჰყვეს.

    და ვითარ მოიწინეს სამცხეს, ბრძანებითა ღმრთისაჲთა ძჱ დიდისა მირეან აზნაურისაჲ დაიმოწაფეს, სახელით არსენი, რომელსა ეწოდა ღირსად დიდი არსენი, ქართლისა კათალიკოზი და მცხეთისა საყდრისა გჳრგჳნი დაუჭნობელი. ხოლო ყრმაჲ იგი მცირჱ იყო ჟამითა, ვითარ ექუსისა წლისაჲ, და სახლსა შინა მამისა თჳსისასა იზარდებოდა. არამედ კაცთა მათ ღმრთისათა განზრახვითა მირეანისითა მოწესეთა სამოსლითა შემოსეს ყრმაჲ იგი და მარჯუენაჲ მისცეს ფიცისაჲ მირეანს და ჰრქუეს: „მოძღუარი ჩუენი გრიგოლ არს, მამაჲ ხაძთელი, და უფალსა თუ უნდეს, ესეცა მოწაფე იყოს მისი ჩუენ თანა სადაცა ჩუენ ვიყვნეთ“, და წარვიდეს აფხაზეთად. ხოლო მეფემან აფხაზთამან დემეტრე, დიდითა პატივითა პატივ-სცა და ადგილსა კეთილსა დაამკჳდრნა.

    თავი XVIII თავი XX

  2. საეპისკოპოსო ტახტი
     

    თავი XXVI

    მას ჟამსა ნეტარსა გრიგოლს გულმან უთქუა ჴსენებაჲ საბან იშხნელისაჲ და აუწყ პირველყოფილი ღმრთისმსახურსა კურაპალატსა. ხოლო მას ვითარცა ესმა, ფრიად განიხარა და მსწრაფლ დაწერა წიგნი და წარავლინნა კაცნი კეთილნი და პატივით უწოდა მას. ხოლო მივლინებულნი იგი მოვიდეს და აუწყეს კურაპალატსა, ვითარმედ: „არა ჰნებავს კაცსა მას ღმრთისასა მოსლვაჲ აქა. მაშინ ბრძანა კურაპალატმან გზათა იშხნისათა საქმ, რამეთუ მახლობელად იყო ჟამსა მას. და ჰრქუა ნეტარსა მამასა გრიგოლს: „განუგებელად ვქმენ. რამეთუ წიგნი არა მიწერად-გეც. აწ, ვითარ წეს-არს, მიუწერე. და თჳთ კუალად დაწერა წიგნი სხუაჲ და წიგნიცა მამისა გრიგოლისი წარსცა. ხოლო ნეტარი საბან დაემორჩილა მეორედ ბრძანებასა კურაპალატისასა და უფროჲს ხოლო წიგნსა მამისასა.

    და მივიდა მათდა სასურველი იგი კაცი ღმრთისაჲ მოსურნეთა მათ თანა. ხოლო კურაპალატი წინამიეგება და პატივით მოიკითხა, და მან კურთხევით ულოცა. და ვითარ დასხდეს, ჰრქუა კურაპალატმან წმიდასა მას: „ჯერ-არს ჴელმწიფეთა მორჩილებაჲ, რაჲსათჳს არა მოხუედ პირველსა წოდებასა, წმიდაო მამაო?“.

    ხოლო მან ჰრქუა: „დიდებულო მეფეო, შენ ქუეყანისა ჴელმწიფე ხარ, ხოლო ქრისტე ზეცისა და ქუეყანისა და ქუესკნელთაჲ. შენ ნათესავთა ამათ მეფე ხარ, ხოლო ქრისტე ყოველთა დაბადებულთაჲ. შენ წარმავალთა ამათ ჟამთა მეფე ხარ, ხოლო ქრისტე საუკუნოჲ მეუფჱ. და სრული ჰგიეს უცვალებელი, უჟამოჲ, დაუსაბამოჲ, დაუსრულებელი, მეუფჱ ანგელოზთა და კაცთაჲ. და უფროჲს შენსა ჯერ-არს სმენაჲ სიტყუათა მისთაჲ, რომელმანცა ბრძანა, ვითარმედ: „ვერვის ჴელ-ეწიფების მონებაჲ ორთა უფალთაჲ“. არამედ აწ სიტყჳთა ძმისა და მოძღურისა ჩუენისა გრიგოლისითა მოვედ წინაშე შენსა“.

    ხოლო კურაპალატმან ჰრქუა: „სამართლ არს სიტყუაჲ შენი, წმიდაო“.

    ამისა შემდგომად კურაპალატი მივიდა იშხანს და ნეტარნი იგი კაცნი მამაჲ გრიგოლ და მამაჲ საბა თანა. და ფრიად შეუყუარდა კურაპალატსა ადგილი იგი, არამედ რაჲსაღა განვაგრძობ სიტყუათა? ნებითა ღმრთისაჲთა იქმნა საბა ებისკოპოს იშხანსა ზედა, ნეტარისა ნერსე კათალიკოზისა აღშნებულსა კათოლიკე ეკლესიასა და საყდარსა მისსა, რომელი წელიწადთა მრავალთა დაქურივებულ იყო. აწ კუალად იქმნა სულიერი ქორწილი და მეორედ აღეშნა ამის ნეტარისა მიერ, ხოლო ჴორციელად მოღუაწებითა ღმრთისმსახურთა მათ მეფეთაჲთა.

    და რაჟამს მამაჲ გრიგოლ სტუმრად მიიწიის იშხანს, ეპისკოპოსმან საყდარსა იგი დასჳს, და თჳთ თანადაჯდის, რამეთუ არა თავს-იდვის ურჩებაჲ ნეტარისა გრიგოლისი, ვინაჲთგან მოძღუარ და უზეშთა იგი იყო. და ესრ წარემართა იშხანი კეთილად ვიდრე აქამომდე და უკუნისამდე.

    თავი XXV თავი XXVII

ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9