1 2 3 4 5 6 7 8 9

შა შე შთ ში შო შუ შფ შჯ
შეა შეზ შეი შემ შენ შერ შეს შეუ შეშ შეც შეძ შეწ შეჰ

შემდგომად მოკითხვისა

მისალმების შემდეგ
 

თავი XX

და რაჟამს ცნა ნეტარმან გრიგოლ წარსლვაჲ თეოდორსი და ქრისტეფორსი, შეწუხნა ფრიად და თანაწარიყვანნა ოთხნი ძმანი და წარვიდა ძიებად კრავთა მათ რჩეულთა მწყემსი იგი კეთილი. და ვითარ მოიწია ქართლისა სანახებსა, ნებითა ღმრთისაჲთა ძიებასა მას ძმათასა პოვა ეფრემ ყრმაჲ, ჭაბუკი ღირსი და ღირსებასა შინა იხილვა მამაკაცებასა სრულსა მიწევნული სიწმიდით, და სიწმიდესა შინა აწყურისა ეპისკოპოსი, სასწაულთა მოქმედი. ხოლო ეპისკოპოსობასა შინა მიიწია მოხუცებულებასა კეთილსა, და აღესრულა საკჳრველებით. ესე ეფრემ, ღირსი ღმრთისაჲ, დაიმოწაფა ნეტარმან გრიგოლ და უბრძანა ესრთ: „რაჟამს მოვიქცე აფხაზეთით, თანა წარგიყვანო შენ ხანთად“, და თჳთ წარემართა აფხაზეთს.

და მი-რაჲ-იწია წინაშე ჴელმწიფისა მის, ზეაღდგა, და წინამოეგება, და სიმდაბლით მოიკითხა, რამეთუ ზარი აჰჴდა მადლთაგან სიწმიდეთა მისთაჲსა და დიდებულებისაგან პირისა მისისა.

და შემდგომად მოკითხვისა, დასხდეს მეფჱ და ნეტარი გრიგოლ. ხოლო წმიდამან განგრძობილად ულოცა და მრავლითა კურთხევითა შეამკო. და მეფემან მან თქუა: „კურთხეულ არს ღმერთი, რომელი მოგიძღუა აქა, წმიდაო მამაო, არამედ ვინაჲ არს მიზეზი მოშრომისა შენისაჲ, მაუწყე მე“. და ნეტარმან გრიგოლ ჰრქუა: „მეფეო ღმრთის-მსახურო და დიდებულო! მოწევნულ არიან წმიდანი მამანი, ძმანი ჩემნი, წინაშე შენსა და აწ არიან სამეუფოსა ამას, და მათთჳს არს მოსლვაჲ ჩემი აქა, არამედ ბრძანენ ჴელმწიფებამან შენმან და მოვიდენ იგინი ჩუენდა“. ხოლო მეფესა დაუმძიმდა ძიებაჲ მათი და ჰრქუა: „არა მოსრულ არიან აქა ეგევითარნი მონაზონნი, რომელთასაცა ბრძანებს სიწმიდშენი“. მაშინ ნეტარი მამაჲ გრიგოლ სიტყუასა ზედა მეფისასა განრისხნა და ჰრქუა: „მეფეო, ნუ შრომასა შემამთხუევ, მომცენ ძმანი ჩემნი, რომელნიცა მოიწინეს შენდა“. და ვითარ ღონჱ სიტყჳსაჲ არღარა აქუნდა მეფესა მართლმხილებისაგან მის წმიდისა, უბრძანა მოყვანებაჲ ძმათაჲ მათ.

და ვითარ იხილეს მამაჲ გრიგოლ, შეუვრდეს ცრემლით. ხოლო წმიდამან მან აღადგინნა და შეიტკბნა სიყუარულით და ჰმადლობდა ქრისტესა პოვნისა მათისათჳს.და რამეთუ იყვნეს ბუნებით მომლოდებელ წმიდისა მის ძმანი იგი, მათცა უხაროდა ურთიერთასი იგი შეკრებაჲ თჳსი.

და მეფემან მან ჰრქუა ნეტარსა გრიგოლს: „წმიდაო მამაო, აჰა, იქმნა წადიერებაჲ ნებისა შენისაჲ, არამედ უფალმან ყავნ ნებაჲცა გულისა ჩემისაჲ, რამეთუ მაქუს სულსა ჩემსა მონასტრისა ახლად შნებაჲ. აწ ბრძანე და მოვიხილნეთ მრავალნი ადგილნი აფხაზეთისანი და სადაცა სიწმიდემან შენმან ინებოს, მონასტრად აღვაშნოთ ადგილი იგი“.

და მოვლნეს ქუეყანანი, საგონებელნი სამონასტრედ, და არა სთნდეს წმიდასა მას. და ჰრქუა მეფესა მას:არა არს მიწაჲ არცა წყალი ქუეყანასა ამას, სადამცა მონასტერი აღეშნა, რამეთუ ტალანტი მონაზონისაჲ მარხვაჲ არს. და ამას მიწასა ზედა ვერ ეგების მარხვაჲ სულისაგან ხორშაკისა მაკუდინებელისა“.

და შეწუხნა ფრიად მეფჱ იგი ამის მიზეზისათჳს და ჰრქუა მათ: „არა სამართალ არს კეთილთა თქუენთაგან უნაწილობაჲ ამის ქუეყანისაჲ“.

თავი XIX თავი XXI

ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9