1 2 3 4 5 6 7 8 9

მა მგ მდ მე მზ მთ მი მკ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ მჴ
მო- მოა მოგ მოვ მოთ მოი მოკ მომ მონ მორ მოს მოუ მოღ მოყ მოშ მოც მოძ მოწ მოხ მოჴ

მოშრომა

  1. გარჯა, შეწუხება
     

    თავი XX

    და რაჟამს ცნა ნეტარმან გრიგოლ წარსლვაჲ თეოდორსი და ქრისტეფორსი, შეწუხნა ფრიად და თანაწარიყვანნა ოთხნი ძმანი და წარვიდა ძიებად კრავთა მათ რჩეულთა მწყემსი იგი კეთილი. და ვითარ მოიწია ქართლისა სანახებსა, ნებითა ღმრთისაჲთა ძიებასა მას ძმათასა პოვა ეფრემ ყრმაჲ, ჭაბუკი ღირსი და ღირსებასა შინა იხილვა მამაკაცებასა სრულსა მიწევნული სიწმიდით, და სიწმიდესა შინა აწყურისა ეპისკოპოსი, სასწაულთა მოქმედი. ხოლო ეპისკოპოსობასა შინა მიიწია მოხუცებულებასა კეთილსა, და აღესრულა საკჳრველებით. ესე ეფრემ, ღირსი ღმრთისაჲ, დაიმოწაფა ნეტარმან გრიგოლ და უბრძანა ესრთ: „რაჟამს მოვიქცე აფხაზეთით, თანა წარგიყვანო შენ ხანთად“, და თჳთ წარემართა აფხაზეთს.

    და მი-რაჲ-იწია წინაშე ჴელმწიფისა მის, ზეაღდგა, და წინამოეგება, და სიმდაბლით მოიკითხა, რამეთუ ზარი აჰჴდა მადლთაგან სიწმიდეთა მისთაჲსა და დიდებულებისაგან პირისა მისისა.

    და შემდგომად მოკითხვისა, დასხდეს მეფჱ და ნეტარი გრიგოლ. ხოლო წმიდამან განგრძობილად ულოცა და მრავლითა კურთხევითა შეამკო. და მეფემან მან თქუა: „კურთხეულ არს ღმერთი, რომელი მოგიძღუა აქა, წმიდაო მამაო, არამედ ვინაჲ არს მიზეზი მოშრომისა შენისაჲ, მაუწყე მე“. და ნეტარმან გრიგოლ ჰრქუა: „მეფეო ღმრთის-მსახურო და დიდებულო! მოწევნულ არიან წმიდანი მამანი, ძმანი ჩემნი, წინაშე შენსა და აწ არიან სამეუფოსა ამას, და მათთჳს არს მოსლვაჲ ჩემი აქა, არამედ ბრძანენ ჴელმწიფებამან შენმან და მოვიდენ იგინი ჩუენდა“. ხოლო მეფესა დაუმძიმდა ძიებაჲ მათი და ჰრქუა: „არა მოსრულ არიან აქა ეგევითარნი მონაზონნი, რომელთასაცა ბრძანებს სიწმიდშენი“. მაშინ ნეტარი მამაჲ გრიგოლ სიტყუასა ზედა მეფისასა განრისხნა და ჰრქუა: „მეფეო, ნუ შრომასა შემამთხუევ, მომცენ ძმანი ჩემნი, რომელნიცა მოიწინეს შენდა“. და ვითარ ღონჱ სიტყჳსაჲ არღარა აქუნდა მეფესა მართლმხილებისაგან მის წმიდისა, უბრძანა მოყვანებაჲ ძმათაჲ მათ.

    და ვითარ იხილეს მამაჲ გრიგოლ, შეუვრდეს ცრემლით. ხოლო წმიდამან მან აღადგინნა და შეიტკბნა სიყუარულით და ჰმადლობდა ქრისტესა პოვნისა მათისათჳს.და რამეთუ იყვნეს ბუნებით მომლოდებელ წმიდისა მის ძმანი იგი, მათცა უხაროდა ურთიერთასი იგი შეკრებაჲ თჳსი.

    და მეფემან მან ჰრქუა ნეტარსა გრიგოლს: „წმიდაო მამაო, აჰა, იქმნა წადიერებაჲ ნებისა შენისაჲ, არამედ უფალმან ყავნ ნებაჲცა გულისა ჩემისაჲ, რამეთუ მაქუს სულსა ჩემსა მონასტრისა ახლად შნებაჲ. აწ ბრძანე და მოვიხილნეთ მრავალნი ადგილნი აფხაზეთისანი და სადაცა სიწმიდემან შენმან ინებოს, მონასტრად აღვაშნოთ ადგილი იგი“.

    და მოვლნეს ქუეყანანი, საგონებელნი სამონასტრედ, და არა სთნდეს წმიდასა მას. და ჰრქუა მეფესა მას:არა არს მიწაჲ არცა წყალი ქუეყანასა ამას, სადამცა მონასტერი აღეშნა, რამეთუ ტალანტი მონაზონისაჲ მარხვაჲ არს. და ამას მიწასა ზედა ვერ ეგების მარხვაჲ სულისაგან ხორშაკისა მაკუდინებელისა“.

    და შეწუხნა ფრიად მეფჱ იგი ამის მიზეზისათჳს და ჰრქუა მათ: „არა სამართალ არს კეთილთა თქუენთაგან უნაწილობაჲ ამის ქუეყანისაჲ“.

    თავი XIX თავი XXI

  2. მოსვლა
     

    თავი LXXII

    ხოლო დღეთა მათ მოხუცებულებისა მისისათა იყო რაჲ შატბერდს, ზრუნვაჲ აქუნდა ძმათა მათ მკჳდრთა ხანთისათა, რამეთუ ესმა, ვითარმედ ოხჭანი ამის ცხორებისაჲ შატბერდს ეგულების სულიერად მამასა მათსა. მაშინ, რომელთა სლვაჲ ძალ-ედვა, ერთობით მიიწინეს ყოველნი შატბერდს ძიებად წმიდისა მის. ხოლო ძმათა მათ შატბერდელთა განიხარეს მისლვაჲ ძმათა მათ თჳსთაჲ და, რაჟამს გულისხმა-ყვეს მიზეზი მისლვისა მათისაჲ, სიხარული მწუხარებად გარდაექცა. და ვითარცა ილოცეს თაყუანის-ცემით წმიდასა ეკლესიასა წმიდისა ღმრთისმშობლისასა და თაყუანი-სცეს ნეტარსა მამასა თჳსსა შვილთა მათ სულიერად-შობილთა და შრომით შეკრებულთა. ხოლო მან წადიერებით სურვიელად ამბორსუყო ყოველთა და მოწლედ მოიკითხნა, ვითარცა მამამან ტკბილმან და მოძღუარმან სახიერმან. და მერმე ურთიერთას ამბორსუყვეს მოკითხვით ძმათა მათ ხანთელთა და შატბერდელთა და დასხდეს. მაშინ სიტყუად იწყო ხანთელთა მიმართ ნეტარმან გრიგოლ და ჰრქუა მათ: „ძმანო და შვილნო საყუარელნო, რაჲ არს მიზეზი თქუენ ყოველთა აქა მოშრომისაჲ? მაუწყეთ!“. ხოლო ტჳფანე და ზენონ ჰრქუეს ძმათა მათ სხუათა: „წესარს თქუენ მიერ ღირსი პასუხი, რაჲთა ბრძენთა მოწაფეთა ბრძნისა მოძღურისა მიმართ ღირსითა სიტყჳთა ძღუენი გულსმოდგინებისაჲ შესწიროთ და სასოებით საწადელი სულისა ჩუენისაჲ მოვიღოთ მადლითა ღმრთისაჲთა“.

    მაშინ ყოველთა ერთობით ჴმაყვეს: „ წმიდაო ღმრთისაო, სულიერად შჳლთა შენთა მშობელო მამაო და მზრუნველო ცხორებისა ჩუენისაო და შესავედრებელო ქრისტ მორწმუნეთაო, დაღაცათუ შატბერდელნი ძმანი ჩუენნი ყოველნი უფლისა სათნონი არიან და ნებისაებრ ღმრთისა ნებისა შენისა მორჩილ, არამედ ესოდენთა დღეთა არა მოსლვაჲ შენი ჩუენდა ხანთისათჳს ფრიად სირცხჳლ არს და ჩუენთა ყოველთა საკდემელ ყოველთა კაცთაგან, რამეთუ პირველი ნაყოფი წმიდათა შრომათა შენთაჲ ხანთაჲ არს. და აწ ამისთჳს არს ჩუენი აქა მოსლვაჲ, რაჲთა ჰბრძანო ხანთად და ნუგეშინის ეცეს, რომელთა ვერ ძალუც აქა მოსლვაჲ და სხუათაცა უდაბნოთა აჩუენოთ ჩუენდა მომართ სრული სიყუარული შენი. და ესე უწყოდე, უკუეთუ სმენაჲ არა ვპოოთ, ვიპოვნეთ ყოველნი აქა წინაშე შენსა, რამეთუ მძიმე არს ჩუენდა ამას ჟამსა უშენოდ ხანთად მისლვაჲ“.

    ხოლო წმიდამან თქუა: „აწ თქუენ სიყუარულმან მოგიყვანნა აქა. ხოლო ჩემ ზედა ორკერძოვე მძიმე არს: პირველად, შეწუხებაჲ თქუენი, და მერმე, ძმათა ამათგან განშორებაჲ“.

    მაშინ მოუწოდა ყოველთა შატბერდელთა ძმათა და ჰრქუა მათ: „მოვედით, შვილნო, ხანცთისა მკჳდრთა თანა, ძმათა თქუენთა, და ნებაჲ ურთიერთას შეზავეთ, რამეთუ შფოთი ივლტის ბრძენთაგან, და ერთობით უმჯობსი დაამტკიცეთ. ხოლა მე ვჰგონებ, უწინარჱს აღშნებული ადგილი ემართლების მაშნებელსა თჳსსა უფროჲსსა პატივსა, ვითარცა მოხუცებული ემართლების ჭაბუკსა პატივით მსახურებასა“.

    ხოლო შატბერდელთა ძმათა ჰრქუეს: „ჭეშმარიტ არს ბრძანებაჲ შენი, წმიდაო მამაო. და უკუეთუმცა სამართალი არა მიგცემდა, ცხოველ არს უფალი და წმიდაჲ ლოცვაჲ შენი, არამცა მივეშუენით ძმათა ჩუენთა“. ესე რაჲ თქუეს და მსგავსი ამისი ჯერისაებრ, მაშინ ნეტარმან მამამან გრიგოლ ჰრქუა ყოველთა: შვილნო, ბრძანებამან ქრისტჱსმან შეგუკრიბნა დღეს, რაჲთა სიმტკიც ერთობისა და სიყუარულისაჲ აწ დაუმტკიცოთ მომავალთა ჟამთა ორთა ამათ მონასტერთა შინა დამკჳდრებულთა ძმათა ჯულად საუკუნოდ. აწ თქუენცა დაიმარხენით უფლისა ბრძანებანი ერთმანერთისა პატივითა და სიყუარულითა ყოვლისა თანა სათნოებისა, სიმდაბლითა უეჭუელითა, და წმიდათა შინა ეკლესიათა თქუენთა ურთიერთას ულოცევდით, და მემცა, გლახაკი, მარადის გაჴსოვ წმიდათა შინა ლოცვათა თქუენთა, და ძმობასა თქუენსა კეთილად იხილვებოდეთ მახლობელთა და შორიელთაგან. და უკუეთუ ვიეთმე ძმათა სწადოდის ყოფაჲ ხანცთელთა შატბერდს, გინა თუ შატბერდელთა ხანთას, ნუ ვისმცა ჴელეწიფების არა შეწყნარებაჲ მათი, გინათუ შფოთით განზრახვისა მათისა დაშლაჲ და მძლავრებით დაყენებაჲ თჳნიერ სამართალისა რაჲსამე მიზეზისა. უკუეთუ კულა უსამართლოდ აყენებდეს ვინმე, სიტყუაჲ მისცეს ღმერთსა დღესა მას განკითხვისასა, რამეთუ ნებაჲ ჩემი არა არს სულიერად მამისა თქუენისაჲ. ხოლო სხუაჲ ყოველი სულისა ცხორებისა საღმრთოჲ წესი პირველითგანვე გაქუს განწესებული ჩემ მიერ, მას ზედა მტკიცედ იყვენით უკუნისამდე.

    მაშინ შევიდა წმიდად ეკლესიად და ცრემლით თავი თჳსი დაჰვედრა მას, მშჳდობაჲ მდუმრიად რაჲ დაუტევა და გამოსლვასა ბერთა ამბორის-ყოფაჲ მისცა, და ეგრ წარემართა ხანთად კერძო. ხოლო ერი იგი ყოველი ცრემლით მოუდგა და წმიდაჲ იგი ადგილსა მაღალსა დადგა შორის ერსა მას ღმრთისასა და დიდებაჲ შეწირა ქრპსტ მიმართ.

    თავი LXXI თავი LXXIII

ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9