ფულის და წონის ერთეული, დაახლოებით 3 გრამი
თავი XXI
- მაშინ მამამან გრიგოლ, სარწმუნოებისაებრ მეფისა, აღაშენა მონასტერი და უწოდა სახელი მისი უბჱ, და ილარიონ ვინმე იერუსალჱმით მოსრული, სარწმუნოჲ მოხუცებული, დაადგინა მამასახლისად, რამეთუ ხანძთით წარყოლილ იყო იგი თეოდორჱს და ქრისტეფორჱს თანა და აქუნდეს მას კეთილნი წიგნნი. და მამამანცა გრიგოლ თჳსნი წიგნნი, რომელ აქუნდეს, და-ვე-უტევნა მონასტერსა მას. ხოლო ჴელმწიფე იგი სიხარულითა აღივსო მონასტრისა მის შენებისათჳს და შეწირა საშენებელად მისა ფრიად შესაწირავი, და მიანიჭა მამასა გრიგოლს და მოყუასთა მისთა დრამაჲ ათი ათასი და ყოვლითა კეთილითა აღავსნა.
თავი XX თავი XXII