1 2 3 4 5 6 7 8 9

სა სე სთ სი სო სუ სქ სძ სწ სჯ
საბ საგ სად საე სავ საზ სათ საკ სამ სან საო სარ სას საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საწ საჭ სახ საჴ

სათნო-უჩნს

მოსწონს
 

თავი XXIII

და მგზავრ სლვასა მათსა ჰრქუეს ნეტარსა გრიგოლს სანატრელთა მათ თედორე და ქრისტეფორე: „წმიდაო მამაო, ჟამსა მას წარმოსლვისა ჩუენისასა ხანთით, სამცხეს რაჲ მოვიწიენით, მახლობელად ადგილსა მირან აზნაურისასა, და გჳხილნეს ჩუენ კაცთა მისთა, რამეთუ სადგური ჩუენი ჟამსა მწუხრისასა ველსა ზედა ვყავთ, და აუწყეს უფალსა თჳსსა, და მსწრაფლ ხოლო მოვიდა მირეან თჳთ, და მოგჳკითხნა სიმდაბლით და წარგჳყვანნა ტაძრად თჳსად და განგჳსუენა კეთილად.

ვითარცა განთენა, შემიყვანნა წინაშე მეუღლისა თჳსისა, რომლისაჲ არს სახელი კრავი, რამეთუ არს იგი მჴევალი ქრისტჱსი. და ვითარცა ულოცეთ მას და ვსხედით, მაშინ მირეან დიდებულმან უფალმან, დაადგინნა წინაშე ჩუენსა ძენი თჳსნი ბრძანებით, სამნი იგი ყრმანი, ყოლად კეთილნი და შუენიერნი. და ვითარცა ულოცეთ მათ, ჰრქუა კრავის: „აწ ვყოთ ჩუენ სასწაულ კეთილ და ერთი ძეთა ჩუენთაგანი განვაწესოთ მონაზნად და მოწაფე ამათ ქრისტჱს მოწაფეთა, და ამათითა ლოცვითა მოეცეს მადლი, რაჲთა იხილონ მოძულეთა ჩუენთა და ჰრცხუენოდის. აწ თქუ, რომელი იყოს მოწესედ შორის შვილთა ჩუენთა?ხოლო მან ჰრქუა: უფალო ჩემო, შვილნი შენნი არიან წინაშე შენსა, რომლისაჲცა ჰბრძანო, უფალმან გამოირჩიენ რჩეულად მოწესედ“. ხოლო მან ქუა: „მრწემი ესე იყოს მონაზონ და სულიერად შვილ უდაბნოჲსა მამათა ამათ“. და მოიყვანა ჴელითა თჳსითა და ჯუარი დაწერად-გუცა ჩუენ და სამოსლითა მოწესეთაჲთა შემოსა, და ჩუენ სახელი არსენ უწოდეთ, და აღუთქუთ შენდა მოწაფედ შვილი მისი ყოფად მსგავსად ჩუენდა, და მან უფროჲს განიხარა. აწ ვითარცა სათნო-უჩნს სიწმიდესა შენსა, ეგრთცა ქმენ“. ხოლო წმიდამან მან ჰრქუა: „ძმანო სანატრელნო, ნებაჲ არს ღმრთისაჲ, რაჲთა ჴელითა ჩუენითა იქმნეს იგი რჩეულ შორის მოწესეთა და მიიწიოს საზომსა დიდსა, და მანცა წარმოუთხრა ამისვე პასუხისა მსგავსად ღირსისა ყრმისა და ჭაბუკისა ეფრემისთჳს ყოველი. და განიხარეს ძმათა მათ სიტყუასა ზედა მოძღურისა თჳსისასა და მოიწინეს ერთობით, სადაცა იყო ეფრემ და წამოიყვანეს, და ეგრეთვე სანატრელი არსენი. ხოლო წმიდაჲ ეფრემ იყო დღითა უხუც.

და რაჟამს მოიწინეს ხანთას, ფრიად განიხარეს ძმათა, ქრისტჱს მიერ კრებულთა მათ საღმრთოთა, სულიერისა მამისა და ძმათა მათ მოსლვაჲ. ხოლო დრტჳნვაჲ იყო მათ შორის ყრმათა მათთჳს მოყვანებისა. და მოვიდეს წინაშე მამისა გრიგოლისა და ჰრქუეს: „საქმენი შენნი განუკითხველ არიან ყოველნი თჳნიერ ამისა, რომელ ყრმანი ესე მოიყვანენ, და წესსა შენგან დამტკიცებულსა შენ ზევე გამოეჴუების მომავალთა ჟამთა საკდემელად ჩუენდა. დაღაცათუ უშიშ არს გული ჩუენი ჟამისა ამისთჳს, არამედ გარეშე წესისა არს საქმ ესე. და აწ ესე არს სიტყუაჲ ჩუენი, წმიდაო ღმრთისაო“.

ვითარცა ესმა კეთილი იგი გულის-სიტყუაჲ, ცხადად განიხარა ნეტარმან მამამან გრიგოლ და ჰრქუა მათ: „ჵ ძმანო სანატრელნო, ნუ იყოფინ ჩემდა წესისა მის პირველთა წმიდათა მამათაგან შეკრებულისა ცვალებაჲ ჴორციელისა რაჲსამე მიზეზისათჳს, არამედ ჭეშმარიტსა ვიტყჳ წინაშე ღმრთისა, რამეთუ არა ოდეს გასმია ნაცილი სიტყუაჲ პირისაგან ჩემისა.

ხოლო ძმანი იგი დაჯერებულ იქმნეს. მაშინ თედორე და ქრისტეფორე, რამეთუ სენაკნი მათნი ერთგან იყვნეს და სხუათა ძმათაგან განშორებულ, წარიყვანნეს ღმერთშემოსილნი იგი ყრმანი, სულიერთა მათ მამათა, სენაკად თჳსად მცნებისაებრ ნეტარისა მამისა გრიგოლისსა და აღზარდნეს კეთილად.

თავი XXII თავი XXIV

ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9