მაშინ იერუსალჱმით მოიწია კაცი, რომელმან მოართუა საბა-წმიდისა განგებაჲ და წერილი. ხოლო ნეტარმან გრიგოლ მას ჟამსა განაწესაწესი თჳსისა ეკლესიისაჲ და მონასტრისაჲ, სიბრძნით განსაზღვრებული და მეცნიერებით განბრწყინვებული და ყოველთაგან წმიდათა ადგილთა გამორჩევით შეკრებული, ვითარცა საფასჱდაულევნელთა კეთილთაჲ.
რამეთუ ესრჱთ იყო ცხორებაჲ ნეტართაჲ მათ: სიმართლესა შინა მათსა მარადის თავთა თჳსთა ბრალობაჲ აქუნდა და სიყუარულისა ძირი, მტკიცჱ მოთმინებაჲ სიმდაბლით და სიმშჳდით, მარხვაჲ ლოცვითა შეზღუდვილი, სარწმუნოებასა თანა მართალსა დამტკიცებული სიწმიდჱ გულისაჲ, და ჭეშმარიტებაჲ ენისაჲ და უბიწოებითკრძალვაჲ სრულიად ყოველსავე ზედა. ხოლო წმიდასა ეკლესიასა ლოცვასა მათსა არა აქუნდა უბნობაჲ ურთიერთას, არამედ შიშით დგანედ, ვითარცა ზეცას წინაშე ღმრთისა. და რაჟამს „დავითს“ იტყჳედ, ვიდრე „ალელუაჲსა“ განსრულებამდემემჴრეთავერ იკადრიან მუჴლისა აღებაჲ დაწყნარებულსა მას ლოცვასა მათსა, რამეთუ არა აქუნდა ჩუეულებაჲ სწრაფით თქუმისაჲ ყოველსავე ზედა საგალობელსა მათსა, არამედ მდაბლად და გჳანად იყო ლოცვაჲ მათი. და კედელსა თჳნიერ ბერთაჲსა არავინ მიეყრდნებოდა, ხოლო ძილსა და უკრძალველად ჯდომასა ყოვლადვე არა იკადრებდეს ეკლესიასა შინა. და ესევითარი მრავალი სათნოებაჲ კეთილი სხუაჲცა დამკჳდრებულ იყო შორის მათსა, რომლისათჳს არა არს აწ თითოეულად ყოვლისათჳს, სიტყუაჲ რამეთუ შემოკლებულ არს ჟამი ესე და გონებაჲ ისწრაფის, რაჲთა არა იყოს ნამეტნავსასმენელსა მსმენელთასა, ამისთჳს განგებაჲ ყოველი ვერ დაიწერა წიგნსა ამას, არამედ თოთოჲ სიტყუაჲ ყოვლისაგან, რომელ აქამდე წესი აქუნდა ხანძთასა და აწ რომელ აქუს ესრეთ: ყოველთა ღამისთევათა შემწუხრებითგან განთენებამდე ლოცვაჲ, და ღამისთევათა წინადღით დღისა ჟამთა ყოველთა ლოცვაჲ, და ჟამისწირვაჲ.