1 2 3 4 5 6 7 8 9

1 10 11 12 13 14 15 16 17 18 19
1 10 11 12 13 14 15 16 17 18 19

17

 

თავი XVII

მაშინ იერუსალჱმით მოიწია კაცი, რომელმან მოართუა საბა-წმიდისა განგებაჲ და წერილი. ხოლო ნეტარმან გრიგოლ მას ჟამსა განაწესა წესი თჳსისა ეკლესიისაჲ და მონასტრისაჲ, სიბრძნით განსაზღვრებული და მეცნიერებით განბრწყინვებული და ყოველთაგან წმიდათა ადგილთა გამორჩევით შეკრებული, ვითარცა საფასჱ დაულევნელთა კეთილთაჲ.

ხოლო აწ წესთა მათგანი სულიერთაჲ მცირედი რაჲმე გჳპყრიეს, ვითარმცა ზღჳსაგან წუეთი ერთი წყალი ვინმე აღმოიღო.

რამეთუ ესრჱთ იყო ცხორებაჲ ნეტართაჲ მათ: სიმართლესა შინა მათსა მარადის თავთა თჳსთა ბრალობაჲ აქუნდა და სიყუარულისა ძირი, მტკიცჱ მოთმინებაჲ სიმდაბლით და სიმშჳდით, მარხვაჲ ლოცვითა შეზღუდვილი, სარწმუნოებასა თანა მართალსა დამტკიცებული სიწმიდჱ გულისაჲ, და ჭეშმარიტებაჲ ენისაჲ და უბიწოებით კრძალვაჲ სრულიად ყოველსავე ზედა. ხოლო წმიდასა ეკლესიასა ლოცვასა მათსა არა აქუნდა უბნობაჲ ურთიერთას, არამედ შიშით დგანედ, ვითარცა ზეცას წინაშე ღმრთისა. და რაჟამს დავითს იტყჳედ, ვიდრე ალუაჲსა განსრულებამდე მემჴრეთა ვერ იკადრიან მუჴლისა აღებაჲ დაწყნარებულსა მას ლოცვასა მათსა, რამეთუ არა აქუნდა ჩუეულებაჲ სწრაფით თქუმისაჲ ყოველსავე ზედა საგალობელსა მათსა, არამედ მდაბლად და გჳანად იყო ლოცვაჲ მათი. და კედელსა თჳნიერ ბერთასა არავინ მიეყრდნებოდა, ხოლო ძილსა და უკრძალველად ჯდომასა ყოვლადვე არა იკადრებდეს ეკლესიასა შინა. და ესევითარი მრავალი სათნოებაჲ კეთილი სხუაჲცა დამკჳდრებულ იყო შორის მათსა, რომლისათჳს არა არს აწ თითოეულად ყოვლისათჳს, სიტყუაჲ რამეთუ შემოკლებულ არს ჟამი ესე და გონებაჲ ისწრაფის, რაჲთა არა იყოს ნამეტნავ სასმენელსა მსმენელთასა, ამისთჳს განგებაჲ ყოველი ვერ დაიწერა წიგნსა ამას, არამედ თოთოჲ სიტყუაჲ ყოვლისაგან, რომელ აქამდე წესი აქუნდა ხანძთასა და აწ რომელ აქუს ესრ: ყოველთა ღამისთევათა შემწუხრებითგან განთენებამდე ლოცვაჲ, და ღამისთევათა წინადღით დღისა ჟამთა ყოველთა ლოცვაჲ, და ჟამისწირვაჲ.

თავი XVI თავი XVIII

ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9