1 2 3 4 5 6 7 8 9

კა კდ კე კი კლ კნ კო კრ კუ კჳ
კუა კუკ კულ კურ

კურაპალატი

ბიზანტიური მაღალი სამოხელეო ტიტული
 

თავი XXIV

მას ჟამსა ბაგრატ კურაპალატმან ნებითა ღმრთისაჲთა და ნებითა ძმათა თჳსთაჲთა და ბრძანებითა ბერძენთა მეფისაჲთა მოიღო კურაპალატობაჲ ნაცვალად აშოტ კურაპალატისა, მამისა თჳსისა, და ძმანი მისნი, ყოველნი კეთილნი და დიდებულნი ჴელმწიფენი, - ადარნერსე უხუცსი და გუარამ მრწემი, - მშუვალესა მას ძმასა მორჩილ ექმნნეს საღმრთოჲსა ძმობისა სიყუარულითა, რამეთუ ერთზრახვა, ერთსულ და ერთნება იყვნეს იგინი.

ხოლო ბაგრატ უმთავრ მათსა იყო სიბრძნითა, სახითა, და სიქველითა და ყოვლითა ღმრთისმსახურებისა სისრულითა. და მადლითა ქრისტჱსითა განდიდნა მეფობაჲ სამთა მათ ძმათა ჴელმწიფეთაჲ, რამეთუ შეწევნითა ღმრთისაჲთა ჴრმლითა მათითა დაიპყრნეს ფრიადნი ქუეყანანი და განიოტნეს აგარის ნათესავნი.

ხოლო ნეტარი მამაჲ გრიგოლ მიიწია წინაშე დიდებულისა ბაგრატ კურაპალატისა და ჯერისაებრ შესხმაჲ კურაპალატობისაჲ მიულოცა, ხოლო ქებაჲ იგი შესხმისაჲ, ჟამისა მის ბრძენთა მიერ შეუცავი, ფრიად სთნდა კეთილად მსახურსა კურაპალატსა და ჰრქუა მას: „, წმიდაო მამაო, ღმერთმან შეგამკო სიბრძნითა, ჰასაკითა და სულითა წმიდითა ჴსნისა ზღუდედ ჩუენდა, შუამდგომელად შორის სიკუდილისა და ცხორებისა, რომლითაცა ვრცელ იქმენ ყოველსა ამას ქუეყანასა თანაზრუნვითა და საღმრთოჲთა მოღუაწებითა შენითა, ხოლო მე თანა-მაც სიყუარული და პატივი მამობისა შენისაჲ. აწ ბრძანენ სიწმიდემან შენმან მეფობისა ჩუენისაგან მსახურებაჲ ღირსებისა შენისაჲ, რამეთუ ღმრთისა მიერ მონაწილე ხარ ჩუენ თანა, შვილთა აშოტ კურაპალატისათა“.

ხოლო წმიდამან მან ჰრქუა: „კეთილად-მსახურო მეფეო, უმეტჱს და უფროჲს კეთილად მსახურისა მამისა შენისა ფრთეთაგან საუფლოჲსა ჯუარისათა შეცვულო, მარჯუენაჲ დამბადებლისაჲ და წმიდათა ოხაჲ მარადის გფარავს. და მცველი იგი დაუძინებელი ყოვლადვე მცველ არს შენდა, და ნათელი დაუღამებელი უძღჳს მეფობასა შენსა, და არა საჴმარ არს მისა ბრწყინვალებაჲ სანთლისაჲ, გარნა მრუმეთათჳს ხოლო. არამედ მე გულსმოდგინედ ლოცვაჲ შენი მიპყრიეს, რაჲთა არა მოგაკლდეს კეთილი საქმ მეფობისა მიზეზთაგან. არამედ აწ ამას ვითხოვ შენგან; არს აშოტ კურაპალატისა შეწირული აგარაკი ხანთას და იქმნების კეთილად მონასტრად. უკუეთუ მიბრძანოს მეფობამან შენმან, აღვაშნო სადიდებელად ღმრთისა და საცხორებელად სულისა შენისა. და ვიდრე ეგოს ცაჲ ქუეყანაჲ, ეგოს მას შინა ლოცვაჲ შენთჳს.

თავი XXIII თავი XXV

ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9