1 2 3 4 5 6 7 8 9

მა მგ მდ მე მზ მთ მი მკ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ მჴ
მო- მოა მოგ მოვ მოთ მოი მოკ მომ მონ მორ მოს მოუ მოღ მოყ მოშ მოც მოძ მოწ მოხ მოჴ

მოღუაწე

აქ: მზრუნველი
 

თავი XXVII

არამედ აწ კუალად პირველსავე სიტყუასა მივიდეთ, რამეთუ ნეტარი მამაჲ ჩუენი გრიგოლ პიტივ-ცემულ იყო ზეგარდამო ღმრთისა მიერ და ჟამთა მისთა არავინ ურჩ იყო სიტყუათა მისთა, უფროჲს ხოლო ჴელმწიფენი მის ჟამისანი. ხოლო იყო ჟამი, რომელსა ერთგან იყვნეს ძმანი იგი დიდებულნი, და ნეტარმან მან გულსმოდგინედ მოაჴსენა, რაჲთამცა ბრძანეს და იხილნეს მისნი იგი ნებულნი მონასტერნი და ყოველნი კლარჯეთისა უდაბნონი.

ხოლო მათ ისმინეს მოჴსენებაჲ წმიდისაჲ მის, რომელიცა წინა წარმოუძღუა მთავართა მათ. და პირველად მიიყვანნა შატბერდს, და ფრიად შეუყუარდა ადგილი იგი და შეწირეს მრავალი შესაწირავი ჴელმწიფეთა და აზნაურთა და ყოველმან ერმან. მაშინ მოღუაწედ შატბერდისა გამოჩნდეს დიდებულნი აზნაურნი, და რაჟამს წარმოვიდეს შატბერდით ჴელმწიფენი იგი, და ნეტარი გრიგოლ წინაუძღოდა მათ.

მაშინ მოვიდა ზაქარია ანჩელი ეპისკოპოსი, ღირსი და სასწაულთა მოქმედი, და პატივით მოიკითხეს ჴელმწიფეთა მათ და თანაწარმოიყვანეს, და მოიწინეს ჯმერკს და ბერთას წმიდისა ღმრთისმშობლისა ეკლესიათა და დაბას წმიდისა მოწამისა გიორგის ეკლესიასა. ხოლო დოლისყანაჲ მონასტრად უკუანაჲს იქმნა. და მოილოცნეს წმიდანი ადგილნი და ფრიადი განუყვეს განსაყოფელი, რამეთუ სამთა მათ ჴელმწიფეთა აქუნდეს დიდნი შესაწირავნი. და მიიღეს მადლი ლოცვითა ამათ ნეტართა მამათაჲთა და მოიწინეს ოპიზას და განმხიარულდეს მადლითა ნათლის-მცემელისაჲთა და ლოცვითა ნეტართა მათ კაცთაჲთა, და აჩუენეს მოღუაწებაჲ ძლიერი შესაწირავთა მიცემითა. და წარემართნეს ხანთად. ხოლო ნეტარმან გრიგოლ წინამძღუარნი იგი მონასტერთანი თანაწარმოიყვანნა მის თანა და მოვიდეს ხანთად საყოფელსა დიდისა მოწამისა გიორგისა. და უმეტ განკჳრდა გონებაჲ ჴელმწიფეთაჲ მათ, რაჟამს იხილნეს მოწაფენი ნეტარისა გრიგოლისნი უფიცხლსსა მონაზონებისა კანონსა, რამეთუ იყვნეს იგინი, ვითარცა ზეცისა ანგელოზნი. და პირველად მტერთა ძლევისა საჭურველი მიიღეს ოხითა წმიდისა გიორგისითა და შემდგომა ლოცვითა მათ სანატრელთაჲთა, ჴორცითა სულთა თანა განათლდეს, რამეთუ იხილეს ადგილიცა იგი ნაყოფთაგან უღუაწი, უფროჲსი მიანიჭეს კეთილთა მათგან შესაწირავი. და ჟამსა მასვე მოიწია წინამძღუარი მიძნაძოროჲსაჲ, დიდი მამაჲ სანატრელი დავით, მაშჱენებელი მონასტერთაჲ, და მოწაფენი მისნი, ნეტარნი: ილარიონ, მამაჲ და მაშნებელი წყაროჲსთავისაჲ, რომელიცა კათალიკოზ იქმნა მცხეთას, და მამაჲ ზაქარია, მაშნებელი ბარეთელთისაჲ, წინამიგებებად ჴელმწიფეთა მათ.

და ვითარცა იხილეს მფლობელთა მათ შეკრებაჲ იგი წმიდათა მამათაჲ, იყვნეს რაჲ მსგავს წმიდათა უჴორცოთა, განიხარეს, რამეთუ ესმოდეს მათგან მოძღურებანი საღმრთოჲსა მცნებისანი, რომლისათჳსცა თქუეს დიდთა მათელმწიფეთა: წმიდანო მამანო, ვინაჲთგან გიხილენით თქუენ, დაგუავიწყდა მებრ, თუ ქუეყანასა ზედა ვართ ჩუენ, არამედ ვჰგონებთ, ვითარმედ ზეცას წმიდათა ბანაკსა დამკჳდრებულ ვართ. რამეთუ თქუენ სულითა მარადის წინაშე ღმრთისა მდგომარე ხართ, და სადაცა არიან საყოფელნი თქუენნი, მუნცა არიან გულნი თქუენნი, არამედ იყავნ მეოხებაჲ თქუენი ჩუენ ზედა აქა და საუკუნესა.

ხოლო წმიდათა მათ ფრიადითა ლოცვითა შეჭურნეს და აკურთხნეს ჴელმწიფენი იგი და ჰრქუეს: „ღმრთისმსახურნო მეფენო, ჭეშმარიტად გულნი თქუენნი ჴელთა შინა ღმრთისათა არიან, რომელმანცა ჩუენ გლახაკთა გულსა ნუგეშინის-სცა პირითა თქუენითა და კეთილთა თქუენთა უხუად მონიჭებითა. და თქუენ მოგცა უფალმან დანერგვაჲ უკუდავთა ჴელმწიფეთა, წმიდათა ეკლესიათა მოკუდავითა მეფობითა. და შეწევნაჲცა მათი უხილავად საჭურველ-ყო თქუენდა უფროჲს ხილულთა საჭურველთა და უმრავლ ბევრთა მჴედართა. და ესე უწყოდეთ, რამეთუ სულიერად განწყობილნი ლაშქარნი თქუენნი - ესე წმიდანი უდაბნოთა მამანი - არიან ჴორციელად განწესებულთა ლაშქართა თქუენთა სიმტკიცენი და საჭურველნი ყოველთა მორწმუნეთა მეფეთანი მწყობრთა შინა წყობისათა. თქუენ, უმეტსად ამისთჳს, რამეთუ მეფობისა სიმაღლესა თანა გაქუს თქუენ ქრისტჱს მიმსგავსებული სიმდაბლ და მოღუაწებაჲ წმიდათა ეკლესიათაჲ, და ნუგეშინის-ცემაჲ გლახაკთაჲ და ყოვლისა ერისა სიმართლით განკითხვაჲ, რაჲთა ქუეყანისა ამის მეფობასა თანა მოიღოთ ზეცისაცა მეუფესა თანა მკჳდრობაჲ უოხჭნოჲ და მოგეცინ ქრისტემან დიდებაჲ სრული ზეცისა და ქუეყანისაჲ, რაჲთა სიტკბოებით მოჴსენებაჲ ჩუენი არაოდეს უდებ-ჰყოთ ვანის-მყოფთა ამათთჳს.

თავი XXVI თავი XXVIII

ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9