1 2 3 4 5 6 7 8 9

და დე დი დრ დღ
დია დიდ

დიდი დაპატიჟება

დიდი ძალდატანება, დაძალება
 

თავი XXVIII

ამისა შემდგომად მამისა გრიგოლისთჳს ზრახვა-ყვეს ეპისკოპოსისა მის თანა წმიდათა მამათა, რაჲთა დაადგინონ გრიგოლ არქიმანდრიტად ყოველთა კლარჯეთისა უდაბნოთა ზედა და მოაჴსენეს ჴელმწიფეთა მათ. ხოლო მათ ფრიად განიხარეს და ერთობით დიდითა დაპატიჟებითა მოღუაწებისა მის საქმედ დაადგინეს. და მრავალთა წელიწადთა ვიდრე გარდაცვალებამდე განაგებდა წმიდათა მათ მამათა წესსა კეთილად.

ხოლო ჴელმწიფეთა მათ მოილოცნეს მიძნაძოროჲ, წყაროჲსთავი, და ბარეთელთაჲ და ადგილნი მათნი, და მუნცა მისცეს შესაწირავი და მიიღეს მადლი წმიდათა მათ ეკლესიათაგან და ნეტართა მამათა ღირსთა და წმიდათა მოღუაწეთაგან. და ყოველთა მათ უდაბნოთა ზღვარნიცა გან-ვე-უთჳსნეს.

და წარსლვასა მათსა თანაწარიყვანეს ნეტარი გრიგოლ. და ადარნერსე ჴელმწიფემან ძჱ თჳსი, გურგენ, ნათლითა მისცა მას, და რამეთუ ბაგრატ კურაპალატისა , დავით კურაპალატი, ნეტარისა მამისა გრიგოლისვე აქუმული იყო, ორნი ესე ჴელმწიფენი - დავით კურაპალატი და გურგენ კურაპალატი - რომლისათჳსცა გარდაცვალებისა ჟამსა ანდერძ–უყო გურგენ კურაპალატსა, ვითარმედ: „ნათლისმამისა ჩემისა ძუალთა მახლობელად დამდევით ფერჴთა თანა მისთა და სხუათა მათ მამათა ძუალნი ჩემ ზედა დაუსუენენით“, რომელ ყვესცა ეგრჱთ. არამედ შემდგომად გურგენ კურაპალატისა, ძემან მისმან, აშოტ ერისთავთა ერისთავმან, ხანცთას ახალი ეკლესიაჲ დაიწყო წადიერად და ურიცხჳ შესაწირავი გარდაჰმატა მას.

ხოლო იყო ჟამსა მას ხანცთას წინამძღურად მამაჲ არსენი, ნათესავით აზნაური. ამისითა განზრახვითა იქმნა დაწყებაჲ ახლისა მის და შუენიერისა ეკლესიისაჲ ფიცხელსა მას კლდესა ზედა, რომელიცა ფრიადითა შრომითა და ქვითა-კირითა მყარითა მრავალთა ჟამთა დაავაკეს და ესრჱთ შეჰრაცხეს შემზადებაჲ ადგილისაჲ მის, ვითარმცა სრულიად აღეშჱნა. არამედ აკურთხენ ქრისტემან ამონა, სიბრძნით სრულიად მაშჱნებელი, და შემწენი ყოველნი, რომელთაგან კეთილად განემარჯუებოდა შჱნებაჲ ეკლესიისაჲ მის. ხოლო ქვაჲ და კირი ფრიად შორით მოაქუნდა ძნელთა მათ გზათა კაცთა ზურგითა, და ყოველი სასწორითა იწონებოდა, რამეთუ იყიდდეს მაშჱნებელნი იგი.

მას ჟამსა გარდაიცვალა ღმრთის-მსახური იგი ჴელმწიფჱ, წმიდათა ეკლესიათა მაშჱნებელი და მონაგებთა შემწირველი და გლახაკთა მოღუაწჱ, და დაემარხა ხანცთას არსენის გზითა და ძისა მისისა მცხუედისაჲთა. არამედ მამაჲ არსენი და ჯიბრილისა ძმაჲ, სანატრელი იოვანე, ახლისა ეკლესიისა განმასრულებელი, ორნივე ესე ხანცთას მამობასა შინა აღესრულნეს. ქრისტემან განსუენებაჲ მიეცინ მათ!

ხოლო გურგენ, ძმისწული აშოტისი, დიდი იგი ჴელმწიფჱ ფრიადთა ნათესავთაჲ, ღმრთისა მიერ დაჯდა ერისთავთა-ერისთვად და მან განასრულა ეკლესიაჲ იგი ახალი ხანცთისაჲ და მის თანა ყოველთა დიდებულთა ჴელმწიფეთა, და აზნაურთა, და ყოველმან ერმან მორწმუნეთამან; და უფალმან კეთილი მოუკლებელი მიეცინ ყოველთავე!

თავი XXVII თავი XXIX

ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9