შრომაჲ და მოღუაწებაჲ ღირსად - ცხორებისაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი არქიმანდრიტისაჲ ხანძთისა და შატბერდისა აღმაშჱნებულისაჲ და მის თანა ჴსენებაჲ მრავალთა მამათა ნეტართაჲ საკითხავი
არამედ აწ მე, ვინაჲთგან ვერ ძალ–მიცმოუკლებელად ლოცვაჲ და სულელთა ყოველთა უდარეს ვარ, ნაკლულევანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად და ზოგს–რაჲმე უმჯობესადშემირაცხიეს, რაჲთა ვიტყოდი ღირსად ცხორებასა ღმერთშემოსილთა კაცთასა, ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისა და მოყუასთა და მოწაფეთა მისთასა მადლითა და შეწევნითა ღმრთისაჲთა, რაოდენცა შეუძლო უწყებად მსმენელთა, ჭეშმარიტად თხრობილი მოწაფეთაგან და მოწაფის მოწაფეთაგან მის წმიდისათა. და ნეტართა მათ ოხითავპოვო ორკერძოველხინებაჲ უძლურებათა ჩემთაჲ ესრეთ სიტყუათა ამათ წერითა.