1 2 3 4 5 6 7 8 9

აბ აგ ად აზ აკ ალ ამ ან არ ას აუ აფ აქ აღ აყ აშ აც აწ ახ აჰ
არა არი არს არქ არღ

არაჲ გაკლდა

არაფერი გაკლდა
 

თავი XXIX

არამედ აწ კუალად ნეშტი იგი პირველი განვაახლოთ. რამეთუ რაჟამს განდიდნა სახელი ნეტარისა მამისა გრიგოლისი და მიიწია ქართლად და ესმა სანატრელსა დედასა მისსა დიდებულებაჲ ძისა თჳსისაჲ, რამეთუ იყო იგი ცოცხალ და მიწევნულ მოხუცებულებასა, მას ჟამსა განმხიარულდა სულითა და განძლიერდა ჴორცითა და მადლი შეეწირა ქრისტესა, რომელმან კეთილი სახარებაჲ სმინა ძისა მასისაჲ ყოვლად-კეთილისაჲ, ჴორციელად ქადულისაჲ და სულისა მისისა გჳრგჳნოსან-მყოფელისაჲ, რამეთუ იგი ხოლო მარტოჲ ესუა შვილად და თჳნიერ მისისა შობისა მამაკაცი არღარა იცოდა, არამედ სიწმიდით დადგრომილ იყო ლოცვასა შინა და მარხვასა და მარადის შიშსა ღმრთისასა.

ხოლო გული მისი იგლოვდა ძისა თჳსისა განშორებისათჳს, არამედ სიხარულისა ჴმამან განამტკიცა და მიცვალებულთა მისთათჳს რომელ გულისკლებაჲ აქუნდა, დაავიწყდა ამით ნუგეშინის-ცემითა, და მსწრაფლ ხოლო წარმოვიდა საჴედრითა. და თანაიყვნეს მსახურნი მისნი, მამანი და დედანი.

და მოიწია დედისა ფებრონიაჲსა მერეს. ხოლო მან სიხარულით შეიწყნარა და მსწრაფლ ხოლო აუწყა წიგნითა ნეტარსა გრიგოლს. ხოლო წმიდაჲ იგი, ძჱ უბიწოჲ, მალიად მივიდა დედისა წინაშე მორწმუნისა და თაყუანისცა მას და ქრისტჱს-მიერი კურთხევაჲ და მშჳდობაჲ მისცა. ხოლო იგი სიხარულითა მოეგება ძესა თჳსსა, ამბორსუყოფდა და ეტყოდა: „შვილო ჩემო ტკბილო, გიხილე, რომლისათჳსცა მსუროდა, რამეთუ ხილვითა შენითა განმეშორნეს ყოველნი იგი პირველნი ტკივილნი“, და მრავალფერითა სიტყჳთა განგრძობილად იყო უბნობაჲ მათი.

ხოლო ნეტარმან მამამან გრიგოლ ჰრქუა: „შენდობა იყავნ ჩემდა შენ მიერ, დედაო ჩემო, არამედ არა ნებითა ჩემითა განგეშორე, გარნა ნებასა ღმრთისასა ესრ სათნოუჩნდა, ვითარცა აწ იქმნა. ხოლო შენ ცხორებასა ამას წუთსა არაჲ გაკლდა ჴორცელად და სულიერად, ვიდრე აქამომდე, არამედ აწ თანამაც მოღუაწებაჲ შენი სულიერად და ჴორციელად მცნებისაებრ უფლისა, რომელსა ბრძანებს პატივისათჳს მშობელთაჲსა.

და ფრიად ნუგეშინსცა მას ნეტარმან მან ღმრთისა კაცმან და აღაშნა ფრიად სანატრელი იგი მოხუცებული. და მან პირველად აკურთხა ღმერთი და მერმე ძჱ იგი თჳსი და თანამოსრულნი იგი სახლეულნი თჳსნი შეჰვედრნა და ჰრქუა: „ჩემდა მსგავსად ესენი გვედიან, შვილო, რომელთა გულს-მოდგინედ მსახურებაჲ ჩემი თავსიდვეს“. ხოლო წმიდამან მან, ვითარცა ჯერიყო, დაიურვნა ყოველნი კეთილად.

მაშინ ნეტარმან დედამან ფებრონია ჰრქუა მოხუცებულსა მას სარწმუნოსა:ღმრთის მოყუარეო დედაო, შვილისა შენისა და ძმისა ჩემისა გრიგოლის თანა მე ვარ აწ შვილი შენი. და არა დაგაკლდეს ჩუენგან მსახურებაჲ ყოვლადვე“. მაშინ ნეტარმან გრიგოლ ჯერისაებრ განაგო ცხორებაჲ დედისა თჳსისაჲ და მისთანათაჲ მათ. და მსახურსა ვისმე დედაკაცსა დედისა თჳსისასა ქმარი უსუა, და ბასილი, მამაჲ ხანცთელი, მისგან იშვა, რომელიცა ფრიადთა წელიწადთა წინამძღურობდა ხანცთას კეთილად ვიდრე სიკუდიდმდე და მისლვად მისა წინაშე უფლისა. არამედ შემდგომად ჟამთა მრავალთა სანატრელი მშობელი მამისა გრიგოლისი გარდაიცვალა მერეს შინა და მივიდა უფლისა, რომლისაცა სუროდა.

თავი XXVIII თავი XXX

ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9