1 2 3 4 5 6 7 8 9

ძა ძე ძი ძმ ძნ ძრ ძჳ
ძიე

ძიება-ყო

მოძებნა
 

თავი XXX

ხოლო ნეტარმან გრიგოლ დაიღუაწა სული მის და დიდებაჲ შეწირა ღმრთისა, რომელმანცა მოჰმადლა მა კეთილად მსახურებაჲ დედისა თჳისისაჲ და სრულიად კურთხევაჲ მისგან მიიღო.

არამედ თეოდორე და ქრისტეფორე, სანატრელთა მათ დიდთა მამათა, რაჟამს იხილნეს განჭაბუკებულნი და სრულნი სიბრძნითა და ჰასაკითა ღირსნი იგი ღმრთისანი არსენი და ეფრემ, გულპყრობილ იქმნნეს ფიცებისაგან მამისა გრიგოლისა, რომლისადა აღეთქუა, ვიდრე ყრმათა მათ აღორძინებადმდე არა განეშორნეს მათგან.

მაშინ ფარულად ხანცთით ღამე გამოვიდეს, და ძმანიცა ვინმე თანა წარიყვანეს და კუალად წარვიდეს კერძოთა ქართლისათა, რამეთუ უფალი უწოდდა მათ უხილავად ბრძანებით და აღაშჱნებდა წმიდათა მათ მონასტერთა მათ მიერ ნეძუსა და კჳრიკე-წმიდისასა. ხოლო ნეტარსა გრიგოლს ეუწყა უფლისა მიერ, რაჲთა არღარა დააბრკოლნეს გულსმოდგინებისა მისგან მათისა, არამედ თანამდგომ ექმნეს კეთილსა მას საქმესა. და ძიება-ყო მამამან გრიგოლ და პოვნა იგინი სამცხეს და აბრალა ფარულად წარსლვაჲ მათი.

ხოლო იგინი შეუვრდეს და ჰრქუეს: „შენდობა იყავნ ჩუენდა, წმიდაო მამაო, რამეთუ ამის მიზეზისათჳს იქმნა გამოსლვაჲ ჩუენი ხანცთით, რაჲთამცა ნაყოფი რაჲმე ნაწილ ჩუენდა ჩნდა ახლად შენებითა მონასტერთაჲთა“. ხოლო წმიდამან მან ჰრქუა: „კეთილ არს განზრახვაჲ ეგე თქუენი ნებითა ღმრთისაჲთა, არამედ მე თანამონაწილე–მყავთ გულსმოდგინებასა მაგას, რამეთუ არა ვარ მახრწეველ კეთილისა“. და წარვიდეს ზოგად სამცხისა და ქართლისა, არეთა მათ უდაბნოთა, და პოვნეს ორნი ადგილნი სამონასტრედ და აღაშენეს სენაკები ორგანვე. და უწოდეს თევდორჱს ვანსა ნეძჳ, ხოლო ქრისტეფორჱსსა კჳრიკეწმიდაჲ და მოწაფენი დაუტევნეს. და სამნივე ესე ნეტარნი: გრიგოლ და თევდორე და ქრისტეფორე, წარმოვიდეს ხანცთად ძმათა განყოფად ჯერისაებრ. და ვითარცა მოიწინეს კრებულსა მას თანა, ღმრთისა სათნოსა, და მოიკითხნეს იგინი, სიტყუად იწყო ნეტარმან გრიგოლ ძმათა მათ მიმართ: „ერნო ქრისტჱსნო, ისმინეთ ჩემი! პირველად ჩუენ ზოგად მოვიწიენით უდაბნოსა ამას წმიდასა მე, გლახაკი გრიგოლ, და საბან, იშხნისა ეპისკოპოსი, და თევდორე და ქრისტეფორე, ოთხნი ესე, და მრავალთა წელიწადთა ვითარცა მოწაფენი მორჩილ იყვნეს ჩემდა ვიდრე ჟამადმდე ღმრთის-წოდებისა დიდნი ესე მამანი სათნონი ქრისტჱსნი. და ოდეს ინება ქრისტემან, საბა ეპისკოპოს-ყო იშხანსა ზედა, და წარიყვანნა მან ძმანი აქაჲთ. ხოლო აწ ქრისტე აღაშჱნებს ორთა მათ მონასტერთა ფრიად კეთილთა ქართლს შინა თევდორჱს და ქრისტეფორჱს მიერ. და ვითარცა იგი ჴორციელად-მშობელთა მონაგები შვილთა განუყვიან, ეგრჱთვე ხანცთაჲ სულიერად-მშობელი არს ჩუენ ყოველთაჲ. დაღაცათუ ხატი მონაზონებისაჲ გუაქუნდა პირველ მოსლვისა, ხოლო კურთხევაჲ ყოველი აქა მოგჳღებიეს ჩუენ. და აწ ამათ, შვილთა თჳსთა, ჴელითა ჩემითა ძმათა უბოძებს, რაჲთა ახლად შჱნებასა მათსა უზრუნველ იყვნენ კეთილად-გამოცდილთა მონაზონთა თანადგომითა, და რაჲთა მტკიცედ ეგოს სულიერი სიყუარული ჩუენ მიერ აღშჱნებულთა მონასტერთაჲ“.

და ვითარცა სიტყუანი ესე დაასრულნა, უბრძანა შემოკრებაჲ ძმათა ყოველთაჲ. და თეოდორჱს და ქრისტეფორჱს განზრახვითა გამოირჩინა მათ შორის ძმანი ათსამმეტნი ხანცთისათჳს საუხუცესოდ, და სხუანი ყოველნი სწორად განყვნა სამად გუნდად, რამეთუ შატბერდისა ხუედრნი წარეგზავნნეს პირველვე შატბერდსა. და უბრძანა აღთქუმისაებრ წილით განყოფაჲ. ხოლო თეოდორე და ქრისტეფორე განმხიარულდეს, არამედ მცირედ მკსინვარებაჲ იყო მათ შორის, რამეთუ ეფრემ და არსენი გრიგოლის ნაწილსა იყჳნეს, ხოლო ეფრემ მიანიჭა თეოდორეს და არსენი თჳთ იჩინა და სწორი მისი სხუაჲ ძმაჲ მისცა ქრისტეფორეს, და დაჯერებულ იქმნნეს იგინი სიხარულით.

ხოლო საკჳრველ ესე იყო ნეტრეულთა მათ სამწყსოთაჲ, რამეთუ არა აცილობდეს მწყემსთა მათ კეთილთა, ვითარმცა სიტყუას–უგებდეს ადგილისათჳს, სადამცა ვისმე ჰმარჯუდა, რამეთუ ვითარცა საცხოვარნი შეჰრაცხნეს თავნი თჳსნი მარადის ქრისტჱს თანა მყოფთა მათ ქრისტჱს გამორჩეულთა. ესრეთ იყო მორჩილებაჲ ძლევით შემოსილთა მათ კაცთაჲ. და ნეტარნი იგი მამანი ჩუენნი წარუძღუეს ძმათა მათ და კუალად მიიწინეს ნეძუს და კჳრიკეწმიდას, ხოლო მამაჲ გრიგოლ თანადამდგომ ექმნა მათ ყოვლითა გულითა ახლად შენებასა მათსა, და აკურთხეს ადგილნი წმიდათა ეკლესიათანი და დასხნეს საფუძველნი.

თავი XXIX თავი XXXI

ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9