რაჟამს ხანცთაჲ იქმნა სახელოვან მადლითა და სახარულოვან სულიერთა შვილთაგან, მას ჟამსა მიძნაძოროჲთ ხანცთად მოვიდა დიდი მეუდაბნოჱ მიქელ მამაჲ, რომელიცა დაემკჳდრა პარეხთა, რამეთუ იყო იგი მეგობარ ნეტარისა მამისა გრიგოლისა. და ეძიებდა მარტოდ-მყოფებასა და პოვა თავისა თჳსისა სამკჳდრებელი ბერთისა პარეხთა და, განზრახვითა ამის წმიდისაჲთა, დაემკჳდრა მათ შინა და კეთილად წარემართა სათნოებათა მიმართ უფლისათა.