1 2 3 4 5 6 7 8 9

უბ უდ უზ უკ უმ უნ უო უპ უჟ ურ უფ უქ უშ უც უწ უხ უჴ
უწი უწო უწყ

უწიგნოდ

ზეპირად, წიგნში ჩაუხედავად
 

თავი XXXIII

ხოლო ნეტარი მამაჲ ჩუენი გრიგოლ, ორთა მათ მისთა შენებულთა მონასტერთა შინა, ხანცთას და შატბერდს, იქცეოდა მარადის და მოძღურებისა მისისა სწავლითა აღავსებდა გულსა მოწაფეთა თჳსთასა. რამეთუ არა ხოლო თუ წიგნთა საღმრთოთა ოდენ სიბრძნის-მეტყუელებდა ყოვლით კერძო, არამედ წმიდისა კათოლიკე ეკლესიისა საქადაგებელსა გალობასა სრულიად წელიწდისა განგებითა მოძღუარ იყო განუკითხველად, და ყოველთა დღესასწაულთა განგებაჲ კეთილად იცოდა, რამეთუ, რომელიცა დაესწავა, დაუვიწყებელად აჴსოვდა. და აქუნდა ჴმისა ნებიერობაჲ და ტკბილობისა შეუნიერებაჲ, ხოლო განსაკჳრვებელ იყო ჴსოვნებაჲ მისი.

რამეთუ აწ არს ხანცთას ჴელითა მისითა დაწერილი სულისა მიერ წმიდისა საწელიწდოჲ იადგარი, რომლისა სიტყუანი ფრიად კეთილ არიან. ხოლო ახლისა შჯულისა დაბეჭდულნი წიგნნი ზეპირით იცოდნა და მრავალნი წიგნნი ძუელისაცა შჯულისანი. არამედ დაუბეჭდველნი წმიდათა მოძღუართა თქუმულნი აღურაცხელნი წარმოითქუმოდეს უწიგნოდ ენითა მისითა უმეტჱს ზეშთა ბუნებისა ჩუენისა,

თავი XXXII თავი XXXV

ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9