1 2 3 4 5 6 7 8 9

კა კდ კე კი კლ კნ კო კრ კუ კჳ
კუა კუკ კულ კურ

კუკული

ბერის ქუდი
 

თავი XLII (1)

არამედ პირველ-ჴსენებულნი და ყოვლად-მოსაჴსენებელნი იგი ღირსნი არსენი და ეფრემ, მოწაფენი და აღზრდილნი გრიგოლისნი, მოვიჴსენნეთ, რომელნიცა სათნოიყვნა ნებამან ღმრთისამან მწყემსთმთავრად სამწყსოთა მათ თჳსთა პირმეტყუელთა. რამეთუ დიდი ეფრემ, უწინარ მრავლით წლით არსენისა, იქმნა ეპისკოპოს აწყურისა საყდარსა სამცხეს. ხოლო შემდგომად დიდი არსენი კათოლიკე ეკლესიასა, ქრისტჱს კუართისა სამკჳდრებელსა მცხეთას, ქართლისა კათალიკოზ იქმნა. და იყო სიყუარული მათ შორის ერთად ზრდილობისათჳს.

არამედ ქართლისა ეპისკოპოსნი მირეან არსენის მამისათჳს ფრიად გულწყებულ იყვნეს ამის მიზეზისათჳს, რამეთუ თჳნიერ განზრახვისა მათისა მძლავრ სამცხისა ერითა ძჱ თჳსი დაადგინა კათალიკოზად ანადგომითა და კურთხევითა მცირედთა ეპისკოპოსთაჲთა.

არამედ მცირედმხილებისათჳს უფლისა მიშუებითა იყო აღძრვაჲ ეპისკოპოსთაჲ მათ, ვიდრემდის ნეტარი ეფრემ მი-ვე-ერჩდა მათ, რამეთუ სამართალ იყო სიტყჳს-გებაჲ იგი. და რომელ ჟამსა მას ჴელმწიფე იყო მამფალი გუარამ დიდი, მირეანისთჳს გულძჳრად იყო. და მსწრაფლ ხოლო ბრძანა შეკრებაჲ ეპისკოპოსთაჲ და უდაბნოჲსა მამათაჲ.

და ყოველნი შემოკრბეს ჯავახეთს, არამედ მამაჲ გრიგოლ არა მუნ იყო, არცა ყოველნი კლარჯეთისა უდაბნოთა წინამძღუარნი მამანი, რამეთუ იყო ნეტარი გრიგოლ არქიმანდრიტი და წადიერად მოელოდეს ყოველნი და მარტოდ ანჯმნობდეს წესისა წინამძღუარნი იგი არსენი კათალიკოზისათჳს და ვერაჲ დაამტკიცეს სიტყუაჲ მათი. მაშინ ერუშნელმან ეპისკოპოსმან მის ჟამისამან ჰრქუა ყოველთა: „ოდეს მოვიდეს ვარსკულავი უდაბნოთაჲ, მაშინ განემართოს საქმ და განზრახვაჲ ყოველთაჲ. და მათ ჰრქუეს: „ვისთჳს არს სიტყუაჲ ეგე დამტკიცებითი?“ ხოლო მან თქუა: „გრიგოლ არქიმანდრიტისათჳს, ხანცთისა და შატბერდისა მაშნებელისა“.

მაშინ ერთმან ვინმე ეპისკოპოსმან სილაღით თქუა შორის შეკრებულთა მათ: „იგი ოდენ არსა ვარსკულავი მნათობი?“ ხოლო სხუათა მათ ყოველთა თქუეს: „ჭეშმარიტსა იტყჳს, რამეთუ იგი არს მოძღურებისა ნათლითა განმანათლებელ და შემკულ სულითა წმიდითა“.

და მეყსეულად იხილეს წმიდაჲ იგი მომავალი კარაულითა შორის კრებულსა მას მამათასა საკჳრველად ხილვითა, რამეთუ სამოსელი იგი შეურაცხი, რომელ ემოსა მოხუცებულსა მას, ესრ ჩნდა, ვითარცა სამოსელი ნათლისა ბრწყინვალისა განუცდელისაჲ. ხოლო თავსა მისსა კუკული იხილვებოდა, ვითარცა გჳრგჳნი სამეუფოჲ პატიოსანთა თუალთა და მარგალიტთაგან ფასდაუდებელთა აღმკული. და ვითარცა იხილეს ღმრთისა-მიერი დიდებულებაჲ მისი, ყოველნი სიხარულით მიეგებნეს და შეუდგეს სიტყუათა მისთა სიხარულით.

მას ჟამსა მოვიდა ეფრემ ეპისკოპოსი და პირველად მოიკითხა მოძღუარი თჳსი მამაჲ გრიგოლ და მერმე ძმანი თჳსნი ეპისკოპოსნი. ხოლო ნეტარმან გრიგოლ ფარულად მოუწოდა ნეტარსა ეფრემს და ჰრქუა მას: „შვილო, პატივსა მაგას წმიდისა მღდელთმთავრობისასა გაფუცებ, ნუ უშლი სულიერად ძმასა შენსა არსენის!“ ხოლო მან ჰრქუა: „წმიდაო მამაო, ვერ ეგების ძმათა ჩემთა ეპისკოპოსთა ცილობაჲ სამართლისათჳს. და მეცა შემინდვე, რამეთუ არა ვარ ამიერითგან არსენის ცხოვარი და არცა იგი ჩემი მწყემსი“. მაშინ წმიდამან მან მკსინვარედ ჰრქუა: „უკუეთუ ამას იქმ, ეფრემ, მე უვარ მყავ, ვითა არა შენი მოძღუარ ვარ. ხოლო ნეტარი ეფრემ სიტყუასა მას ზედა სულიერისა მამისა და მოძღურისასა ატირდა და ჰრქუა: „ფიცხელ არს ბრძანებაჲ ესე განმკუეთელ უფროჲს მახჳლისა. აწ ნებაჲ შენი იყავნ და ნუ ნებაჲ ჩემი, წმიდაო ღმრთისაო. ხოლო მან ჰრქუა: ეფრემ სანატრელო, გისმინენ ქრისტემან, რაჲცა ითხოო მისგან შენ, უმანკოო გულითა და წრფელო გონებითა, მიმსგავსებულო მოძღუარსა შენსა ქრისტესა. და შენ უწყი სულითა შენითა ღმრთისმხილველითა, ვითარ ღმერთსა ებრძანა კათალიკოზობაჲ არსენისი სისრულისა მისისათჳს, არამედ მირეან მამამან მისმან აუგიან-ყო უჟამოდ შესწრაფებითა. აწ შენ კეთილად ჰყავ სმენაჲ ჩემი, რამეთუ გულისწყრომამან კაცისამან სიმართლ ღმრთისაჲ არა ქმნის, ხოლო ბრალი ესე არსენისი ჩემ ზედა იყავნ“.

თავი XL თავი XLII (2)

ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9