მაშინ ჴელმწიფეთა მათ აღმზრდელთა მისთა და სანატრელმან დედამან მისმან და ერისა სიმრავლემან ინებეს ხუცად კურთხევაჲ ამის ნეტარისაჲ. და ჰრქუეს მთავართა მათ და მშობელმან მისმან: „შვილო, ყოვლად კეთილო და სარწმუნოო ქრისტეს მონაო, აჰა მოიწია ჟამი წინაჲსწარმეტყუელისა დავითის თქუმულისაჲ, რომელსა იტყჳს: „ვინ აღვიდეს მთასა უფლისასა, ანუ ვინ დადგეს ადგილსა წმიდასა მისსა? არამედ უბრალოჲ ჴელითა და წმიდაჲ გულითა“. და აწ შენ გპოვა ქრისტემან უბრალოჲ ჴელითა და წმიდაჲ გულითა და რაჲთა შენ აღხჳდე მთასა უფლისასა და დასდგე ადგილსა წმიდასა მისსა შემწირველად წმიდასა და უსისხლოსა მსხუერპლსა მისსა ღირსებისა შენისათჳს და სასოდსულთა და ჴორცთა ჩუენთა“.
ხოლო ნეტარი გრიგოლ დაემორჩილა მათ და ნებითა ღმრთისაჲთა იკურთხა ხუცად ვედრებისაებრ მვედრებელთა მისთაჲსა, რომელ შუენოდავე კრძალულებით საღმრთოჲთა კანონითა ქცევასა მისსა და მარადის წმიდისა სამებისა მართლ-მადიდებლობასა. და ესრჱთ მხიარულ იქმნა სიმრავლჱ იგი ერისაჲ.