1 2 3 4 5 6 7 8 9

ქა ქმ ქრ ქუ
ქარ

ქართლი ყოვლი

მთელი საქართველო
 

თავი XLII (2)

ამისა შემდგომად რაჟამს ესმა გუარამ ჴელმწიფესა მოსლვაჲ ნეტართაჲ მათ, მოეგება წინა სიხარულით და მოიკითხნა სიმდაბლით. და ვითარცა დასხდეს, ბრძანა ხოლო გუარამ შემოკრებაჲ ყოველთა მოწესეთაჲ და მოვიდეს, მაშინ ჰრქუა: „წმიდანო მამანო, ეპისკოპოსნო და მეუდაბნოენო, იცით ყოველთა კანონი შჯულისაჲ, რამეთუ არა ბრძანებს ეპისკოპოსისა და კათალიკოზისა მძლავრებით დაჯდომასა“. და ამას სიტყუასა შინა აუგისა სიტყუანი განამრავლნა და ელოდა პასუხსა მათგან. ხოლო თუალნი ყოველთანი ხედვიდეს მამასა გრიგოლს და ეპისკოპოსსა ეფრემს, და მათ დაიდუმეს ჟამ ერთ.

მაშინ ეპისკოპოსთა ჰრქუეს ეფრემს: „ბრძანე პასუხი, რაჲ ჯერ არს!“ ხოლო მან თქუა: „სადა მამაჲ გრიგოლ იყოს, მე მუნ არა ვიკადრებ სიტყუად“. მაშინ ჴელმწიფემან ჰრქუა ნეტარსა გრიგოლს: „მამაო, ყოველნი შენ გელიან სიტყუად ჭეშმარიტებისა, რამეთუ უხუცჱს ხარ ყოველთა დღითა და სათნოებითა ნებისა ღმრთისაჲთა და შენგან ჴამს დასაბამი სიტყჳსაჲ“. ხოლო მან თქუა: „ჯერიყო პირველად მღდელთმოძღუართაგან ბრძანებაჲ, ხოლო აწ სიტყჳთა შენითა ვიტყჳ ესრ: ჭეშმარიტთა ქრისტ სამწყსოთა ისმინეთ გლახაკისა ამის მოხუცებულისაჲ, რამეთუ არსენი კათალიკოზი ნებითა ღმრთისაჲთა კათალიკ არს, და ძჳრისმეტყუელთა მისთა, რომელთა არა შეინანონ, კდემულ იყვნენ და სრულიად ჰრცხუენეს ამას საწუთროსა და მას საუკუნესა“.

ხოლო ჴელმწიფ იგი დაღაცათუ იყო ბრძენ და ღმრთისმსახურ, არამედ მართლმხილებისაგან მართლისა მის კაცისა შეშფოთნა ფრიად, რამეთუ ნებაჲ სიბრძნესა სძლევდა და შური პატივსა არა ჰრიდებდა. გესლი რაჲ გულისაჲ ბაგეთაგან იცნობა განუგებელად სიტყჳსა განტევებითა ესრ, ვითარმედ: „მრავლით ჟამითგან არა მეხილვა მამაჲ გრიგოლ, არამედ მასმიოდა, ვითარმედ ბრძენთაგან შეუცავი სიბრძნ მისი შეცვალებულ არს სიბერითაო და პირველსმენილი ვიხილე თუალითა“. და შჯულისაცა მრავალთა სიტყუათა იტყოდა, რომელი არა შეჰგავს ერისკაცთა, რამეთუ იყო იგი ფრიად სიტყუაჴელოვან.

ხოლო ნეტარმან მამამან გრიგოლ ჰრქუა მას: „ ჴელმწიფეო, რად განრისხნები ჭეშმარიტებისათჳს, ესე უწყოდე, რამეთუ პირველთა წმიდათა მათ მამათა შეკრებასა ეპისკოპოსთა და წინამძღუართა წესისათა მონაზონთა თანა იყვნეს პირველნი მორწმუნენი მეფენი. არა თუ მათ თანა შჯულისმოძღურებასა იკადრებდეს, არამედ შჯულისგამოძიებასა მათსა იკითხიან და ითხოიან სიტყჳსა გამოცხადებაჲ, რამეთუ მათ მიერ ისწავებდეს მცნებათა ღმრთისათა და მოწამედ იყვნეს თქუმულთა მათთა. და წმიდათა მოციქულთა და ღირსთა მათ მღდელთმოძღუართაგან განსაზღვრებულსა კანონსა შინა არავე ბრძანებულ არს ერისკაცისაჲ, ვითარმცა ეპისკოპოსთა და წესისა წინამძღუართა მამათა განსაგებელისა შჯულის-მოძღურებისა იკადრებდა, გინა ახალსახიობასა მოიღებდა, დაღაცათუ სამართლად საგონებელ იყოს, არამედ შჯულისა და მღდელთმოძღუართა შეურაცხებაჲ არს. ხოლო მე აწ სიტყჳსაებრ შენისა, გუარამ, ვარ ბუნებაშეცვალებულ, გარნა ოდეს სამართალმან დაგასამართლოს, მაშინ იხილო თავი შენი ცნობამიღებულ და სიტყუანი ჩემნი არღარა განჰგმნე“.

ხოლო ჴელმწიფჱ იგი შეძრწუნდა გონებითა და ჰრქუა ეპისკოპოსთა მათ: „თქუენგან ჯერ არს განსაგებელი თქუენი განგებად, აწ თქუთ! „და მათ ჰრქუეს: „ღმრთის-მსახურო გუარამ, ქრისტჱსმიერმან სასწაულმან უტყუქმნა ენაჲ ჩუენი, რამეთუ ვიხილეთ დღეს გრიგოლის ზედა მიუწდომელი დიდებაჲ“. და აუწყეს ხილვაჲ იგი ყოველი, რომელი იხილეს შემოსლვასა მისსა.

მაშინ ზარჰჴდა ჴელმწიფესა მას, რამეთუ იყო იგი მდაბალ და ღმრთის მოშიშ, იძლია სიმდაბლისაგან და შეუვრდა ნეტარსა გრიგოლს და ჰრქუა: „წმიდაო ღმრთისაო, შემინდვე, რამეთუ დაგაბრკოლე“. ხოლო მან ჰრქუა: „ქრისტემან ყოველნი ბრალნი შეგინდვენ“.

მაშინ გუარამ, დიდმან ჴელმწიფემან, კეთილად ისტუმრნა ყოველნი და პურისჭამასა შინა, რაჟამს განმხიარულდა გუარამ ღჳნითა, მაშინ ეპისკოპოსთა მათ ერთობით თქუეს: „ჯერმე იყო მხილებაჲ ესე არსენისთჳს! არამედ აწ ამიერითგან არსენი იყავნ კათალიკოს ქართლისა ყოვლისა და სულიერად მამაჲ ყოველთა, და ყოველთა შორის იჭჳ პირველი და-მცა-ჴსნილ არს სრულიად, რაჲთა ქრისტეანობისა პატივი ჩუენი მშჳდობით და მყუდროებით აღვასრულოთ და კეთილი სიტყჳს-გებაჲ ვპოოთ წინაშე საყდართა ქრისტჱსთა“. და გუარამ ჴელმწიფემან და ყოველმან ერმან თქუეს: „ამ იყავნ!“

ხოლო ჴელმწიფემან იკითხა ეპისკოპოსთა მათგან: „წმიდანო ღმრთისანო, უკუეთუ ქუეყანისა ჩუენის ერისკაცი ვინმე, წიგნთა საღმრთოთა მეცნიერი და ენათაცა წურთილი მიიწიოს იერუსალჱმდ, ანუ სხუათა წმიდათა ადგილთა, და იხილოს რაჲმე კეთილი წესი, რომელ ქრისტეანობასა შუენოდის და ჩუენ შორის არა იყოს, გინა თუ წიგნთაგან წმიდათა გულისჴმა-ყოს და თავით თჳსით ერსა უსწავლელსა აუწყებდეს, კეთილ არსა ანუ არა?“ ამას რაჲ იტყოდა, ასმენდა ვიეთმე მრავლისმეტყუელთა. ხოლო მათ თქუეს: უკუეთუ ახალი რაჲმე კეთილი წესი ერის-კაცმან გულისჴმა-ყოს, მსგავსად ბრძანებისა შენისა, უმჯობ დუმილი არს, და უკუეთუ დუმილი ვერ ძალედვას, არა თავით თჳსით ქადაგებდეს, არამედ აუწყოს თჳსსა ეპისკოპოსსა, და, თუ ჯერიყოს, მან ასწაოს თჳსსა სამწყსოსა. უკუეთუ კულა სილაღით წარმდებობდეს ერისკაცი იგი და ერსა ახლად სხუასა წესსა დაუდებდეს, ეგევითარი იგი ნაცვალად შესაძინელისა მაცილობელთა და წინააღმდგომთა თანა დაისაჯოს დიდებით უფლისა მოსლვასა“.

ხოლო ერისკაცთა მათ შეიკდიმეს მხილებაჲ იგი უმეცართა წესის დადებისაჲ და შეინდვეს შჯულისა წინამძღუართაგან. და ვითარცა განასრულეს პურისჭამაჲ, მისცეს მშჳდობაჲ მთავარსა მას დიდსა და მან სიხარულით განუტევნა ყოველნი. მას ჟამსა ახარეს არსენის, რამეთუ არა იყო კრებასა მას, ვითარმედ: „შემდგომად ღმრთისა მოძღუარმან შენმან გრიგოლ მამამან დაამტკიცა კათალიკოზობაჲ შენი“. ხოლო იგი სიხარულით ჰმადლობდა ქრისტესა და წმიდასა მას.

ხოლო ეფრემ ეპისკოპოსმან, მცნებისაებრ მამისა გრიგოლისსა, სიყუარული არსენი კათალიკოზისაჲ პირველებრვე განაახლა. რამეთუ მოკლედ დააწყნარა შფოთი გრძელად მოსაცალებელი, რამეთუ იყო შორის კათალიკოზისა და ეპისკოპოსთა, უფროჲს ხოლო გუარამ ჴელმწიფისა. და სანატრელნი ესე არსენი კათალიკოზი და ეფრემ ეპისკოპოსი მოვიდიან ხილვად მოძღურისა თჳსისა მამისა გრიგოლისსა. არამედ ძუელი ხანცთისა ეკლესიაჲ არსენი კათალიკოსმან აკურთხა და ქართლისა ეკლესიათა ყოველთა სიხარული მიჰფინა, რამეთუ საყდარი მამათმთავრობისაჲ შეამკო სრულიად და შეიმკო მადლითა. ხოლო რაჟამს მამაჲ გრიგოლ გარდაიცვალა, დამარხვასა მის თანავე იყო არსენი, რომელიცა ოცდაშჳდ წელ კათალიკოზობდა და მერმე გარდაიცვალა ამიერ სოფლით.

თავი XLII (1) თავი XLIV

ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9