1 2 3 4 5 6 7 8 9

რა რო
რად რაი რამ რაჟ რაჲ

რაჲთამცა ღირს იქმნა

რომ ღირსი გახდეს
 

თავი LV

ხოლო ჟამთა ამის წმიდისათა ჴელმწიფემან აშოტ კურაპალატმან დაიპყრნა მრავალნი ქუეყანანი და აღაშნა ციხ არტანუჯისაჲ საცხორებელად დედუფლისა, მეუღლისა თჳსისა. და მას შინა კეთილად ცხოვნდებოდა მრავალთა წელიწადთა. ხოლო აცთუნა მტერმან ჴელმწიფჱ იგი და მოიყვანა მან დედაკაცი სიძვისაჲ ციხესა მას შინა, რომლისა თანა იმრუშებდა, რამეთუ ეშმაკი ტრფიალებისაჲ ფრიად აზრზენდა, რომელსა პირველ არა აქუნდა ეგევითარი ჩუეულებაჲ, არამედ ძლეულ იქმნა ბოროტითა მით ცოდვითა. და ვითარცა ესმა ნეტარსა გრიგოლს საქმ იგი სულისა განმხრწნელი, შეწუხნა ფრიად. და აუწყა წმიდასა გრიგოლს, დიდსა მას მოხუცებულსა, რომელი მკჳდრ იყო ეკლესიათა, რამეთუ იყო იგი სასწაულთა მოქმედ და პატივ-ცემულ ღმრთისა და კაცთაგან, და განზრახვითა მისითა ამხილა პირისპირ ჴელმწიფესა მას. ხოლო მან აღუთქუა ცოდვისა მის განტევებაჲ, და დედაკაცისა მის წარგავნაჲ, ვინაჲცა მოეყვანა იგი. და ვერ დაამტკიცა თჳსი ბრძანებაჲ, მის განტევებაჲ, და რამეთუ დაემონა გულისთქუმასა.

ხოლო ნეტარმან გრიგოლ პოვა ჟამი მარჯუ. ოდესცა კურაპალატი შორს იყო, არტანუჯსა დღესა ერთსა შატბერდით წარვიდა და მიიწია მიმწუხრი ძირსა მას ციხისასა. და კაცი მიუვლინა დედაკაცსა მას ჭამადისა თხოვად და მუნ დადგომისა მიზეზი შეუთუალა. ხოლო მან სიხარულითა დიდითა განიხარა და მრავალფერი სანოვაგ წარსცა წმიდისა მისთჳს და მოწაფეთა მისთა. და ვითარცა განთენა, კუალად მიუვლინა კაცი, რაჲთა მივიდეს ხილვად მისა. მაშინ უფროჲსად განმხიარულებული მსწრაფლ მოვიდა წმიდისა მის ორთა თანა მჴევალთა თჳსთა, რაჲთამცა ღირს იქმნა ჯუარსა ნეტარისა მის კაცისასა.

ხოლო მან არა დასწერა ჯუარი, არამედ უბრძანა განშორებულად დაჯდომაჲ. და მოწაფენი კიდერე განდგეს წამის-ყოფითა მოძღურისა თჳსისაჲთა და ეგრთვე მსახურნი იგი დედანი, რამეთუ წმიდისა მის შიში ყოველთა ზედა მიფენილ იყო. მაშინ ჰრქუა მას ნეტარმან გრიგოლ: „ საწყალობელო! რაჲსათჳს შორის ცოლ-ქმართა შთაჭრილ ხარ წარსაწყმედელად შენდა საუკუნოდ ბოროტითა მით ცოდვითა, რომლითა დამონებულ ხარ ეშმაკისადა და ცუდითა რაჲთმე მიზეზითა საფრჴე ქმნულ ხარ დიდისა ჴელმწიფისადა?“

ხოლო მან ცრემლით ჰრქუა: „წმიდაო ღმრთისაო, მე თავსა ჩემსა ზედა ვერ თავისუფალ ვარ, ვინაჲთგან გარდარეული სიყუარული აქუს ჩემდა მომართ კურაპალატსა, და აწ არაჲ უწყი, თუ რაჲ ვყო, რამეთუ ბრძანებამან სიტყუათა შენთამან შემაძრწუნა ფრიად. ხოლო წმიდამან მან ჰრქუა: „შვილო, იქმენ სრულიად მორჩილ სიტყუათა ჩემ გლახაკისათა, და მე თავსმდებ გექმნე ქრისტჱს მიმართ, რაჲთა მან თავადმან ყოველნი ბრალნი შენნი შეგინდვნეს“. და მან ჰრქუა: „წმიდაო მამაო, ჴელთა შენთა ვარ უმჯობსი სულისა ჩემისაჲ იზრუნე“. მაშინღა ჯუარი დასწერა და აკურთხა ლოცვითა და შეჭურა მადლითა და მისცა თჳსთა ჴამლთა საბელი, რაჲთა სარტყლად შეირტყას. და მან ყო ეგრ.

და წმიდამან მან ჰრქუა: „შვილო ჩემო, დღეს იქმნა ცხორებაჲ სულისა შენისაჲ, რამეთუ სანატრელისა დედისა ფებრონიაჲს წინაშე მიგიყვანებ შენ“. და მან განიხარა ფრიად. ხოლო ნეტარმან გრიგოლ უბრძანა მჴევალთა მათ მისთა წარსლვაჲ ციხედვე და დედაკაცსა მას ჰრქუა: „შვილო ჩემო, წარემართე და ვიდოდე წინაშე ჩუენსა!“ და ესრ მოიყვანა იგი მერეს, რამეთუ პირველვე განზრახვაჲ ნეტარისა დედისაჲ თანაიყო. და შეჰვედრა იგი მას და ჰრქუა: „იღუაწე ესე, ჯერისაებრ იღუაწედა, რაჟამს ძიება-ყოს კურაპალატმან, რამეთუ ჰხედავ გულსა ამისსა შემუსრვილსა“. ხოლო მან თქუა: „ქრისტემან კეთილად იზრუნოს მჴევლისა თჳსისათვს, რომელიცა პოვა შენ მიერ, ღირსო მამაო“.

ხოლო რაჟამს მიიწია კურაპალატი ციხედ, იკითხა ხოლო დედაკაცი იგი და ვითარ არა პოვა, ფრიად შეიურვა, გულისჴმა-ყო რაჲ ყოველი იგი ყოფილი საქმ. და რამეთუ არა ღონითა რაჲთმე კაცობრივითა მახეთაჲთა იყო ტრფიალ მისა მიმართ ჴელმწიფ იგი, არამედ ეშმაკისა მანქანებითა ესოდენ ძლეულ იყო, რომელ თავმოთნეობაჲ დაავიწყდა და მსწრაფლ ხოლო მოვიდა მერეს. ხოლო ნეტარმან ფებრონია დამალა დედაკაცი იგი. და ვითარ ილოცა კურაპალატმან ეკლესიასა წმიდისა ღმრთისმშობლისასა და მიიღო ლოცვაჲ დედისა ფებრონიაჲსი, მაშინ იწყო სიტყუად: „უწყიმეა, დედაო, რაჲსათჳს მოვედ აწ?“. ხოლო მან ჰქრუა: „უფალმან იცის, რაჲსათჳს ჰბრძანე აქა“. და მან ჰრქუა: „ამის მიზეზისათჳს იქმნა მოსლვაჲ ჩემი, რამეთუ სახლისა ჩუენისა მეჭურჭლე ქალი იყო და ყოველი მონაგები ჩუენი ჴელთა მისთა იყო, და მამასა გრიგოლს აქა წარმოუყვანებია და ფრიადი დაგუაკლდა საფასეთა ჩუენთაგანი. აწ უბრძანე, რომელ ერთხელ ციხედ მოვიდეს და ყოველი მოგჳთუალოს და კუალად თქუენდავე მოვიდეს, ვითარცა უნდეს“.

ხოლო ფებრონია ჰრქუა მას მკუეთრ: „მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა კაცთა თანა, რომელნი იქმან უშჯულოებასა“. ეს რაჲ ესმა კურაპალატსა, სირცხჳლეულ იქმნა მართლმხილებისა მისგან კდემული და მყოვარ ჟამ დადუმნა, ვითარცა ძლეული, რამეთუ ჴორციელად ძლიერსა ჴელმწიფესა სულითა ძლიერთა კაცთა სძლეს, შეჭურვილთა მათ საღმრთოჲთა შურითა. ხოლო შეურვებულმან კურაპალატმან გულისა შეჭირვებისაგან თქუა: „ნეტარ მას კაცსა, ვინ არღარა ცოცხალ არს“-. და მსწრაფლ ხოლო აღდგა და წარვიდოდა.

მაშინ ნეტარი ფებრონია დაწყნარებულითა სულითა აყენებდა, რაჲთამცა ისტუმრა იგი, და არა დაემორჩილა, რამეთუ მამხილებელად აქუნდა თჳსი გონებაჲ და ნებაჲ რაჲ ჴორცთ-მოყუარებისაჲ განეშორა და აუგი თჳსი გულისჴმა-ყო. ხოლო სულითა იხარებდა, სიბრძნემან რაჲ წარიოტა სულმოკლებაჲ იგი მავნებელი და აქებდა წმიდათა მათ მძლავრებასა, უფროჲს ხოლო ძლევისა მომცემელსა ღმერთსა. და სიხარულით წარვიდა, რამეთუ გულითა წმიდითა აქუნდა ნეტართა მათ პატივი, ვითარცა სულისა მისისა საუკუნოდ გჳრგჳნოსანმყოფელთაჲ.

თავი XLIV თავი LVI

ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9