ორივე მხრივ (იგულისხმება: სააქაოსაც და საიქიოშიც)
შრომაჲ და მოღუაწებაჲ ღირსად - ცხორებისაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი არქიმანდრიტისაჲ ხანძთისა და შატბერდისა აღმაშჱნებულისაჲ და მის თანა ჴსენებაჲ მრავალთა მამათა ნეტართაჲ საკითხავი
თავი I
- „ბრძნად მეტყუელებაჲ ვერცხლი არს წმიდაჲ, ხოლო დუმილი, ოქროჲ რჩეული“, ვითარცა თქუა სოლომონ.
- არამედ აწ მე, ვინაჲთგან ვერ ძალ–მიც მოუკლებელად ლოცვაჲ და სულელთა ყოველთა უდარეს ვარ, ნაკლულევანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად და ზოგს–რაჲმე უმჯობესად შემირაცხიეს, რაჲთა ვიტყოდი ღირსად ცხორებასა ღმერთშემოსილთა კაცთასა, ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისა და მოყუასთა და მოწაფეთა მისთასა მადლითა და შეწევნითა ღმრთისაჲთა, რაოდენცა შეუძლო უწყებად მსმენელთა, ჭეშმარიტად თხრობილი მოწაფეთაგან და მოწაფის მოწაფეთაგან მის წმიდისათა. და ნეტართა მათ ოხითა ვპოვო ორკერძოვე ლხინებაჲ უძლურებათა ჩემთაჲ ესრეთ სიტყუათა ამათ წერითა.
- თავი II