1 2 3 4 5 6 7 8 9

ღა ღი ღო ღუ
ღუა ღუწ

ღუაწლი ფიცხლი

ძნელი, მძიმე შრომა
 

თავი V

და ესევითარსა კეთილსა განზრახვასა და გზავნასა მისსა პოვნა მოყუასნი კეთილნი შეწევნითა ქრისტჱს მადლისაჲთა: საბა, რომელსა ეწოდა საბან, დედისდისწული მისი, იშხნისა მეორედ მაშნებელი და ებისკოპოსი მისი, და თედორე, ნეძჳსა მაშჱნებელი და მამაჲ, და ქრისტეფორე, კჳრიკეთისა მაშჱნებელი და მამაჲ. ესე ოთხნი შეანაწევრნა სარწმუნოებამან და საღმრთომან სიყუარულმან შეამტკიცნა ერთ ზრახვად შეკრებულნი, ვითარცა სული ერთი ოთხთა გუამთა შინა დამტკიცებული.

მაშინ ერთითა მით ერთობითა აღიბეჭდნეს თავნი თჳსნი ძლიერებისა ბეჭდითა მით ნიშისა საუფლოჲსა პატიოსნისა ჯუარისაჲთა. და სიხარულით წარემართნეს გზასა მას. და მოიყვანნა იგინი ქართლით ოპიზას პირველად.

ხოლო იყვნეს ოპიზას ძმანი მცირედნი შეკრებულ ქრისტჱს სიყუარულისათჳს, ვინაჲთგან პოვნილ იყო წმიდაჲ იგი მცირეკლესიაჲ წმიდისა ნათლისმცემელისაჲ. და იყო წინამძღურისა მათისა სახელი ამბა გიორგი, რამეთუ მესამმამაჲ იყო ოპიზისაჲ, რაჲთგან სამოელ და ანდრია გარდაცვალებულ იყვნეს. ამან ნეტარმან ამბა გიორგი, ვითარცა იხილნა სანატრელი მამაჲ გრიგოლ და მოყუასნი მისნი, გულისჴმა-ყო საღმრთოჲთა ცნობითა ღირებისა მათისა მადლი და შეიწყნარნა იგინი სიხარულით, არა ვითარცა მოწაფენი, არამედ ვითარცა უზეშთასნი მისა. და ორისა წელიწდისა ჟამთა იყნეს ოპიზას მამაჲ გრიგოლ და მოყუასნი მისნი ღუაწლითა ფიცხლითა მონაზონებისა შრომისაჲთა, ვითარცა იყო წესი მის ჟამისა მონაზონთაჲ.

ხოლო მამასა გრიგოლს სწადოდა მარტოდ დაყუდებაჲ, რამეთუ ესმოდა ანგელოზებრივი ცხორებაჲ მარტოდ მყოფთაჲ მათ სივრცესა მას შინა უდაბნოჲსასა, რომელნი-იგი იზარდებოდეს მძოვრთა სახედ მწუანვილითა და ხილითა, ხოლო რომელნიმე მცირედითა პურითა, და რომელთაჲმე ესმოდა სახელი და რომელნიმე ფარულად იყვნეს. ყოველთა მათ ნეტართა მოიხილავნ წმიდაჲ გრიგოლ და კეთილთა ქცევათა მათთა ისწავებნ, რომელთაგანმე ლოცვასა და მარხვასა, რომელთაგანმე სიმდაბლესა და სიყუარულსა, რომელთაგანმე სიმშჳდესა და განურისხველობასა, რომელთაგანმე უპოვარებასა და ქუეყანასა ზედა წოლასა, გინა თუ ზეჯდომით ძილსა, რომელთაგანმე უძლურებასა და ჴელთსაქმარსა დუმილით და მსგავსთა ამათთა სათნოებათა. და ესრთ სწავლათაგან სულიერთა აღსავსემან მიაქციის საყოფლადვე თჳსა, რამეთუ ესმინ წმიდათა მათგან, ვითარმედ ჰრცხუენისმცა სოფელსა ქცევათაგან ჩუენთა კეთილთა.

თავი IV თავი VI

ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9