1 2 3 4 5 6 7 8 9

გა გე გზ გი გლ გო გრ გუ გჳ
გაკ გამ გან გაპ გარ გას გაფ

განაქიქოს

შეარცხვინოს
 

თავი LVI

არამედ ადარნერსე ჴელმწიფესა უფროჲსი ვნებაჲ შეამთხჳა მტერმან, რომელიცა იყო ძჱ აშოტ კურაპალატისაჲ. რამეთუ შესმენითა მეძვისა ქალისაჲთა, რომლისა თანა იმრუშებდა იგი, უსამართლოდ განიშორა სიცრუვითა სიძვისაჲთა სარწმუნოჲ ცოლი თჳსი და წარგზავნა ქუეყანად თჳსად აფხაზეთად, ვინაჲცა მოეყვანა იგი. ხოლო ქრისტემან მონასა თჳსსა გრიგოლს გამოუცხადა ყოველი იგი უსამართლოებაჲ, რომელიცა შეამთხჳეს უბრალოსა მას დედუფალსა. ამისთჳსცა მრავალგზის მხილებაჲ მიაწია ნეტარმან გრიგოლ ადარნერს ზედა. არამედ ჴელმწიფ იგი ცუდითა თავმოთნეობითა იძლია და მხილებაჲ მართლისა მის კაცისაჲ არა თავსიდვა, არამედ შესძინა ძჳრი ძჳრსა ზედა თჳსსა და სხუაჲ ცოლი შეირთო. მაშინ მამამან გრიგოლ უწინაჲსწარმეტყუელა ბრალთა მათთჳს, რაჲ-იგი შემთხუევად იყო მისდა მიშუებითა ღმრთისაჲთა. და ჰრქუა ესრ: „არა სმენისათჳს სიტყუათა ჩემ გლახაკისათა, მიეცე ბოროტთა სენთა, და რომელ აწ ძენი გესხნენ, იგუემნენ ეშმაკთაგან, და ვერ განიკურნო შენ და ვერცა შვილნი იგი შენნი, ვიდრე არა შეინდოთ დედუფლისა მისგან, უსამართლოდ გაპატიჟებულისა მჴევლისა მის ღმრთისა. დაღაცათუ ჴორცთაგან განვიდეს იგი, არამედ საფლავთაგან მისთა შე-ვე-ინდონ შვილთა შენთა. ხოლო შემასმენელი იგი მეძავი ადრე განაქიქოს ქრისტემან უფროჲს ყოველთა ცთომილთაჲსა ლირწად წარმდებებისა მისისათჳს და უკეთურებისა“.

ხოლო ადარნერსე სიტყუათაგან ნეტარისა გრიგოლისთა ფრიად შეშინდა და შეუვრდა წმიდასა მას. ხოლო მან აღადგინა და ჰრქუა: „ქრისტემან შენდობაჲ ბრალთაჲ მოგეცინ შენ, არამედ ესე უწყოდე: თქუმული ჩემი აღესრულოს ჟამსა თჳსსა, რაჲთა გულისჴმაყონ ყოველთა ნაყოფი ურჩებისაჲ. და შემდგომად მცირედთა დღეთასა შეემთხვა ადარნერსეს სენი ტეხისაჲ წრდიალი, რომელსა ჰრქჳან ნიკრისი. და ტკივილთა მათგან იგუემებოდა მწარედ, რამეთუ მუნ ჟამადმდე ყოლად უვნებელ იყო იგი. და მსწრაფლ ხოლო წარავლინა კაცი კეთილი, რომელსა ერქუა კუპრა, წინაშე დედუფლისა მის შენდობისა თხოვად. და ვითარ მიიწია მოციქული იგი ადარნერსსი ფერსათს, სადაცა არს აწ საფლავი მისი, და იხილა დედუფალი იგი თჳსი დიდსა შინა მონაზონებასა, რომელიცა იყო ასული ბაგრატ შაროელისა ჴელმწიფისაჲ, რამეთუ სამოსლად მისა იყო შეურაცხი ჩოჴაჲ და ემოსა მას წმიდაჲ სქემაჲ და ტჳრთი დიდი შეშისაჲ ეკიდა და სახიდ თჳსად მიაქუნდა სანატრელსა მას, რომელსა პირველ სახელი ეწოდა ბევრელი და მერმე ანასტასია.

ესე რაჲ იხილა კაცმან მან მოციქულმან, იცნა და შეუვრდა ადარნერს მაგიერ და ჰრქუა: „ქრისტ ნებისმყოფელო, გევედრების, შეიწყალე უფალი ჩემი სამართლად ღმრთისაგან განპატიჟებული შენ ძლით და ნუ სწყევ მას, არამედ შეუნდვენ დიდნი ბრალნი მისნი“.

ხოლო მან ჰრქუა: გეფცები ქრისტესა, არაოდეს აღმოსრულ არს წყევაჲ პირსა ჩემსა და არცა მას ვსწყევ, ქრისტემან შეუნდვენ ყოველნი ცოდვანი და განკურნენ სულით და ჴორცით“. და მსწრაფლ ხოლო განიკურნა ადრნერსე.

თავი LV თავი LXIII

ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9