სამართლიანი გადაწყვეტილება
თავი LXIII
- ხოლო ნეტარი მამაჲ გრიგოლ სასწაულთა მოქმედი ესრეთ განმგებელ იყო წმიდათა კლარჯეთისა ყოველთა უდაბნოთა, რამეთუ სარწმუნოთა მონაზონთა კეთილად იღუწიდა, ხოლო ბრალეულთა სინანულად მოაქცევდა და ურჩთა სამართლისათა სრულიად განასხმიდა. რამეთუ ოპიზელი ბერი ერთი იტყოდა, ვითარმედ: „სიჭაბუკესა ჩემსა სამგზის ოპიზით განძებულ ვიქმენ მამისა გრიგოლისგან უკეთურებისაგან სლვათა ჩემთაჲსა“-ო.
- არამედ ვინაჲთგან აღეშენნეს კლარჯეთისა დიდებულნი უდაბნონი, მღდელნი და დიაკონნი მათნი ანჩელთა ეპისკოპოსთაგან იკურთხევიან და ეგრეთვე ოდეს ეპისკოპოსთა აკურთხევდიან. უკუეთუ სწორად ყოველთა მათ უდაბნოთა წამებაჲ არა აქუნ და წიგნი ყოველთაჲ ჭეშმარიტი საწამებელი, კათალიკოსმან საეპისკოპოსოჲსა მის ჴელთა დასხმაჲ ეპისკოპოსად არა ინების, არცა სათნო არნ სამართლითა საბჭოჲთა. დაღაცათუ ფრიად ურიცხუნი ჟამნი ჰქონან საყდარსა მას ანჩისასა უწინარეს აღშენებისანი და ეპისკოპოსნიცა მრავალნი კეთილად სასწაულთა მოქმედნი ყოფილ არიან, არამედ პატივ სცა ქრისტემან წმიდათა მათ უდაბნოთა, რაჲთა იყოს წინამძღურად მათდა ეპისკოპოსი უმიზეზოჲ, წმიდაჲ და ღირსი, ვითარცა შეჰგავს წმიდასა მას საყდარსა.
თავი LVI თავი LXVIII