1 2 3 4 5 6 7 8 9

ძა ძე ძი ძმ ძნ ძრ ძჳ
ძჳრ

ძჳრი

ბოროტი
 

თავი LXVIII

ხოლო შორის იფქლთა მათ წმიდათა იპოვა ერთი ვინმე, ვითარცა ღუარძლი სარწებს აღმოცენებული, დიაკონებასა შინა და ტფილის აღზრდილი საჰაკ ამირისა ისმაელის ძისაგან და მოციქულად მავალი აშოტ კურაპალატსა წინაშე, რომელმანცა იხილა ანჩისა ეპისკოპოსი გარდაცვალებული და მიშუებითა აღურაცხელად სულგრძელისა ღმრთისაჲთა საჰაკ ამირისა მიერ მოითხოვა ანჩისა საყდარი აშოტ კურაპალატისაგან უკეთურმან მან ცქირმან. და რაჟამს მძლავრებით დაიპყრა ანჩი, კუალად შესძი ძჳრი ძჳრსა მისსა ზედა მრავალი, რომლისა მოჴსენებაჲ ამას წიგნსა შინა არა ჯერ-არს შთაწერად ყოველი.

ხოლო უწესოებაჲ მისი მრავალგზის ემხილა წმიდათა მათ პირველთა კლარჯეთისა მეუდაბნოეთაგან მამათა და ყოველთა მათგან სამწყსოთა კათოლიკე ეკლესიისათა, უფროჲს ხოლო მამისა გრიგოლისგან, რამეთუ არქიმანდრიტი იყო იგი დიდებულთა მათ უდაბნოთაჲ. ხოლო მან სრულიად საღმრთოჲ შიში განაგდო ამპარტავანებისაგან ძლეულმან და ფარულად მოუწოდა ერის-კაცსა ანჩელსა, ლირბსა და გლახაკსა და მაგრიად მოისარსა. და აღუთქუა მიცემად სამი გრივი ფეტჳ და ხუთნი თხანი და წარავლინა ხანცთად მოკლვად მამისა გრიგოლისა. და გზას ვისგანმე ცნა, ვითარმედ არს იგი ხანცთისა აგარაკსა და დღეს მოვალს შინა. მაშინ წარვიდა მზირად ტყესა მას ხანცთისასა და მშჳლდი გარდაცუმული ჴელთა აქუნდა.

თავი LXIII თავი LXIX

ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9