1 2 3 4 5 6 7 8 9

მა მგ მდ მე მზ მთ მი მკ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ მჴ
მო- მოა მოგ მოვ მოთ მოი მოკ მომ მონ მორ მოს მოუ მოღ მოყ მოშ მოც მოძ მოწ მოხ მოჴ

მოკლვად ჩემდა

ჩემს მოსაკლავად
 

თავი LXIX

ხოლო ნეტარი მამაჲ გრიგოლ თჳსით აგარაკით მარტოჲ შთამოვიდოდა ხანთას. დიდებაჲ მის ზედა იხილა კაცმან მან და ფრიად ძრწოლამან შეიპყრა იგი, რამეთუ დაჰჴსნდეს ძარღუნი მკლავთა მისთანი და ზარისა მისგან დიდისა დაცემული იდვა ქუეყანასა ზედა.

ჰრქუა მას ნეტარმან გრიგოლ: „ საწყალობელო, ყავ ბრძანებული მისი, რომელმან მოგავლინა შენ, რამეთუ შენ ხარ არისმყოფელი ქრისტეანობისაჲ, ვინაჲთგან უნდოჲსა სასყიდლისათჳს უბრალოჲსა ბერისა კაცისა სისხლთა გარდაისხამ. ანუ არა სამისა გრივისა ფეტჳსათჳს და ხუთთა თხათათჳს მოსრულ ხარა მოკლვად ჩემდა, უგუნურო?“ მაშინ კაცი იგი ტირილით ევედრებოდა მას: „შემიწყალე, წმიდაო ღმრთისაო, განწირული ესე მკლველი შენი და მიემსგავსე ქრისტესა მკლველთა თჳსთა მონანულთა შემნდობელსა, რამეთუ არა დაშთა ძალი ჩემი ჩემ თანა საშინელისა ხილვისა შენისაგან, რომელმან დამაკუეთა მე“. მაშინ წმიდამან მან წყალობით ჯუარი დასწერა და განკურნა იგი, რამეთუ მრავალი გუემაჲ დაცემულ იყო მის ზედა და სიხარულით განუტევა სახიდ თჳსად. ხოლო კაცმან მან ყოველი იგი ყოფილი უთხრა ცქირსა. და იგი უფროჲსღა აღბორგნა და შესძინა სიბრმ სიბრმესა ზედა.

და მრავალი ბოროტი შეამთხჳა მამასა გრიგოლს და მის ჟამისა წმიდათა მამათა და სხუათაცა მორწმუნეთა ერისკაცთა. და რომელნი მარადის სამართლად ამხილებდეს მას, მათვე ერთობით აუწყეს ყოველი დიდსა მას ჴელმწიფესა აშოტ კურაპალატსა. და ბრძანებითა მისითა ყოველთა მათ მოწესეთა ანჩისა კათოლიკე ეკლესიისათა წიგნი მიწერეს ქართლისა კათალიკოსისა მიმართ. და მის მიერ ეპისკოპოსნი ღირსნი მოიწინეს ანჩს და მათ თანა შემოკრბეს ყოველნი იგი მეუდაბნოენი მამანი.

და სასწაულთა მოქმედი ნეტარი დედაჲ ფებრონია მივიდა კრებასა მას წმიდასა მიმსგავსებულსა პირველთა მათ წმიდათასა და ყოველნი მღდელნი, მრემლნი ანჩისანი მათ თანა, და წინაშე ეპისკოპოსთა მათ წარმოუთხრეს ცქირისა სამართალი, უშჯულოებაჲ მისი, სარწმუნოთა მათ სასწაულთა მოქმედთა კაცთა წარმდები მიზეზი აუგთა მისთაჲ პირისპირ.

მაშინ სარწმუნოთა მათ მღდელთმოძღუართა განკუეთეს იგი პატივისაგან მისისა. და მამამან გრიგოლ და დედამან ფებრონია შემოსილი საკურთხეველით შთამოიყვანეს და წინაშე საკურთხეველსა განძარცუეს და ყოველთა ერთობით განჴადეს კათოლიკე ეკლესიით, ვითარცაღა ასოჲ დამპალი, მწვალებელთაებრ ყოვლით კერძოვე შჯულისა გარდამავალი განიდევნა იგი. ხოლო მას, ვითარცა განეშორა შეწევნაჲ ღმრთისაჲ, ღონე ყოველი დაელია, და ტფილის წარვიდა საჰაკ ამირისა, პატრონისა თჳსისავე, და წყინებითა მისითა რეცა მიეშუა კურაპალატი, და კუალად მძლავრებით დაიპყრა ანჩისა საყდარი, რაჲთამცა შურიგო მამისა გრიგოლის ზედა.

მაშინ შეკრიბა ერი ანჩისაჲ და წარავლინა დარღუევად ხანცთისა, და აღმოსლვასა ოდენ მზისასა მივიდეს. ჰრქუა მათ მამამან გრიგოლ: „შვილნო, დრომეცით მე და ძმათა ჩემთა ვიდრე შუადღემდე, რაჲთა წმიდასა შინა ეკლესიასა ვყოთ ვედრებაჲ წინაშე ქრისტჱსა და შევიწიოთ წმიდაჲ გიორგი და ყოველნი წმიდანი, და ყოს უფალმან სასწაულ კეთილ“. ხოლო მათ ისმინეს სიტყუაჲ მოხუცებულისაჲ.

თავი LXVIII თავი LXX

ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9