1 2 3 4 5 6 7 8 9

მა მგ მდ მე მზ მთ მი მკ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ მჴ
მშუ მშჳ

მშჳდობასა დაგიტევებ შენ

გემშვიდობები
 

თავი LXXIII

და მერმე შატბერდსა ჯუარი დასწერა და ჰრქუა: „კეთილად აღორძნდი შატბერდო, და შეიმკვე მადლითა და განძლიერდი ძალითა ღმრთისაჲთა, რაჲთა ნაყოფი მსხუერპლთა შენთაჲ ჟამად-ჟამად უბიწოჲ შესწირო უფლისა, რამეთუ მე აწ ესერა მშჳდობასა დაგიტევებ შენ და არღარა იხილო პირი ჩემი ჴორციელად, ვიდრე უფლისა დიდებით მოსლვადმდე. აწ დაღაცათუ ჴორცითა განგეშორები, ხოლო სულითა მარადის შენ თანა ვარ შეწევნად შენდა“.

მაშინ მწარითა ცრემლითა ტიროდეს მკჳდრნი შატბერდისანი სიტყჳსა მისთჳს, ვითარმედ ჴორციელად არღარა ხილვად-უც მოძღუარი თჳსი.

ხოლო წმიდამან მან ჰრქუა მათ: „შვილნო, სულისა სიბრძნითა გულისა ტკივილთა სძლეთ. და ნუ შეძრწუნდებინ გონებაჲ თქუენი. რამეთუ მე ესრეთ აღგითქუამ: არაჲ დაგაკლოს თქუენ ქრისტემან აქა და საუკუნესა მას, უკუეთუ ეგნეთ მას ზედა, რომელიცა გისწავიეს ჩემგან პირველთა წმიდათა მამათა შეწირული მონაზონებისა წესი. და ეგრთვე ვამცნებ შემდგომითი შემდგომად შვილთა ჩემთა, რაჲთა დაიმარხონ წმიდაჲ ესე მოძღურებაჲ. და უკუეთუ ჟამმან ჭირისაგან წესი ცვალოს, რომელ სულისა ფრიად არა სავნებელ იყოს, შენდობა იყავნ ჟამსა მას და არა სამარადისოდ, არცა შუებისა მრავლისა მიდევნებითა“.

და ვითარცა სიტყუანი ესე დაასრულნა, მაშინ ამბორსუყო ძმათა მათ შატბერდელთა ცრემლითა სავსეთა, და ფრიადითა ვედრებითა დაარწმუნა უკუნქცევაჲ თჳსად ადგილად და თჳთ წარჰყვა ძმათა მათ ხანცთელთა. ხოლო სწორი სასყიდელი მიიღეს ღმრთისაგან, რომელთა წარიყვანეს იგი და რომელნი იქცეს, რამეთუ სარწმუნოებაჲ და სიყუარული მამისა და მოძღურისა თჳსისაჲ სწორად აქუნდა მათ ყოველთა.

ხოლო რაჟამს შატბერდით ხანცთად მოვიდა ნეტარი გრიგოლ, განიხარეს ხანცთასა თანა მახლობელთა მათ უდაბნოთა და მოვიდოდეს ძმანი ყოვლით კერძო ხილვად წმიდისა მის და მიაქუნდა კურთხევაჲ და ლოცვაჲ მისგან და სიხარულითა სავსენი წარვიდიან ადგილად თჳსად.

რამეთუ დიდებაჲ ხანცთისაჲ აღმაღლდა საუკუნოჲთა და საცნაურითა სამკაულითა, იქმნა რაჲ განმზადებულ შრომათაგან მაშურალთა მათ ნაწილთათჳს განსასუენებელ უკუნისამდე. მას ჟამსა განიხარა ნეტარმან მამამან გრიგოლ, რამეთუ კეთილსა შინა იხილა მონასტერი თჳსი და ფრიად მადლით აკურთხა წინამძღუარი იგი სარწმუნოჲ მამაჲ ეპიფანე და ძმანი ყოველნი მორჩილნი მისნი.

თავი LXXII თავი LXXIV

ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9