1 2 3 4 5 6 7 8 9

აბ აგ ად აზ აკ ალ ამ ან არ ას აუ აფ აქ აღ აყ აშ აც აწ ახ აჰ
აღა აღბ აღე აღვ აღთ აღი აღმ აღნ აღო აღრ აღს აღუ აღძ

აღმწერელი

ავტორი
 

თავი LXXXIII

ხოლო იყო გარდაცვალებაჲ ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი რიცხუსა წელიწადთა მისთასა ას და მეორესა წელსა, ქრონიკონსა ოთხმეოცდაერთსა. არამედ გარდაცვალებითგან მისით დაიწერა ცხორებაჲ ესე მისი შემდგომად ოთხმეოცდაათისა წლისა, დასაბამითგან გარდასრულთა წელთა ექუს ათას ხუთასორმეოცდამეათოთხმეტესა წელსა, იერუსალჱმს პატრიაქობასა აგათონისსა, მცხეთას კათალიკოზობასა მიქელისსა, ქართველთა ზედა მთავრობასა აშოტ კურაპალატისასა, ძისა ადარნერსე ქართველთა მეფისასა, აფხაზთა ზედა მეფობასა გიორგისა, ძისა კოსტანტი მეფისასა, ერისთავთა ერისთვობასა სუმბატისსა, ძისა ადარნერსე მეფისასა, მაგისტროსობასა ადარნერსჱსსა, ძისა ბაგრატ მაგისტროსისასა, ერისთვობასა სუმბატისსა, ძისა დავით მამფლისასა. ქრისტემან დიდებაჲ უოხჭნოჲ მათ ყოველთა მიანიჭენ.

ხოლო ჟამსავე მას იყო ანჩს ეპისკოპოსი მაკარი. და ნეტარისა მამისა გრიგოლის ნებულთა მათ მონასტერთა იყვნეს მამასახლისნი ნათესავით დიდთა აზნაურთა შვილნი: ხანცთას - მამაჲ თეოდორე, დისწული მცხუედაჲსაჲ და შატბერდს - მამაჲ გრიგოლ, ლიპარიტისი, სახელითა დიდისა მამისა გრიგოლისითა შემკობილი. ქრისტემან სრულიად შეამკვენ მადლითა მისითა და განამართლენ წინაშე მისსა საუკუნოდ!

ხოლო ხანცთისა წინამძღურისა და იოვანე ძმისა მისისა და წიგნისა ამის აღმწერელისა გიორგი მერჩულისა, - სამთავე ამათ ერთად გულსმოდგინებითა დაიწერა ხანცთას შინა ნეტარისა გრიგოლის ცხორებაჲ ესე.

თავი LXXIX თავი I

ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9