1 2 3 4 5 6 7 8 9

შა შე შთ ში შო შუ შფ შჯ
შეა შეზ შეი შემ შენ შერ შეს შეუ შეშ შეც შეძ შეწ შეჰ

შეიწყნარის

მიიღო ხოლმე
 

თავი II

დიდთა მათ მეუდაბნოეთა კლარჯეთისა დიდებულთა უდაბნოთა შინა პირველად დამკჳდრებულთა მათ წმიდათა მამათა, ღირსად ცხორებულთა, სიმჴნჱ მოთმინებისაჲ და სიწმიდით შრომაჲ უფლისა სათნოჲ და სასწაულთა მათთა სიმრავლენი ქუეყანასა მას ქართლისასა აღუწერელობითა დაშჭირდეს მისთჳს, რომელ პირველ ვაჴსენე, რომელთაჲ ჯერ-იყო დაწერაჲ, ვიდრე ნათესავით ნათესავადმდე უკუნისამდე მითხრობად ყოველთა, რაჲთამცა ერი დაბადებადი აქებდა უფალსა ჴსენებისა მათისა დღესასწაულსა.

არამედ აწ სასწაულნი მათნი ჟამთა სიმრავლისაგან მიეცნეს სიღრმესა დავიწყებისასა, ყოვლად მოსაჴსენებელთა მათ განსაკჳრვებელთა ნეტართა კაცთა საქმენი კეთილნი და ცხორებაჲ უბიწოჲ,რომელნიცა იგი ბრწყინავდეს ვითარცა მთიებნი ზეცისა სამყაროსა, ხილულსა ამას და განქარვებადსა მზესა ქუეშე. და აწ სულითა ბრწყინვალენი იხარებენ დაუსრულებელსა ნათელსა შინა და მარადის ჩუენთჳს მეოხებასა ჰყოფენ, განმხიარულებულნი ქრისტჱს აღთქმულთა მოღებითა, რამეთუ შრომათა მათთა წილ მიუღებიეს სიხარული და მხიარულებაჲ უოხჭნოჲ, მოუკლებელი და გამოუთქუმელი ცათა შინა.

ამათ ნეტართა შორის გამობრწყინდა მადლითა სავსჱ, განსრულებული სიბრძნითა, დიდი მღდელი და კეთილად განმგებელი მოღუაწჱ და უდაბნოთა ქალაქმყოფელი, ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი, სანატრელი გრიგოლ, სულიერად მამაჲ და წინამძღუარი და მაშენებელი ხანძთისა და შატბერდისაჲ, ორთა მათ დიდებულთა მონასტერთაჲ, რომელი ექმნა სახე კეთილის ყოველთა მის ჟამისა მეუდაბნოეთა მამათა ახლად შნებასა მათსა.

ესე იყო შვილი წარჩინებულთა, დიდებულთა და მართლმორწმუნეთა მამა-დედათაჲ, და სახლსა შინა სამეუფოსა დიდისა ნერსე ერისთვისასა აღზრდილ იყო ჴელითა კეთილად მსახურისა დედოფლისა ნერსჱს ცოლისაჲთა, რომელსაცა ეშვილა, რამეთუ იყოცა ძმისწული მისი. და საშოჲთგანვე დედისაჲთ შეწირულ იყო ღმრთისა დედისაგან თჳსისა, ვითარცა სამოელ წინაჲსწარმეტყუელი. და მარხვათა შინა იზარდებოდა მსგავსად წინამორბედისა, რამეთუ სიჩჩოჲთგანვე ღჳნოჲ და ჴორცი არა შეჴდა პირსა მისსა. ვინაჲთგან ქრისტჱსა განეკუთნა სული თჳსი სამკჳდრებელად, და ხატიცა მონაზონებისაჲ ემოსა, რამეთუ თავისუფალ იყო იგი სიმღერისაგან ყრმათაჲსა და ყოვლისაგან აღრევისა კაცთაჲსა და მარტოდ იყოფვინ თჳსსა მას სადგურსა, რომელსა განწესებულ იყო, ამისთჳსცა დაყუდებულ უწოდიან მას სახელი.

ხოლო გულისმიერობაჲ სწავლისაჲ განსაკჳრვებელი იყო ფრიად, რამეთუ მსწრაფლ ხოლო დაისწავლა დავითიდა ჴმითა სასწავლელი სწავლაჲ საეკლესიოჲ, სამოძღუროჲ ქართულსა ენასა შინა ყოველი დაისწავლა, და მწიგნობრობაჲცა ისწავა მრავალთა ენათაჲ და საღმრთონი წიგნნი ზეპირით მოიწუართნა. ხოლო სიბრძნცა იგი ამის სოფლისა ფილოსოფოსთაჲ ისწავა კეთილად, და რომელი პოვის სიტყუაჲ კეთილი, შეიწყნარის, ხოლო ჯერკუალი განაგდის. და განითქუა სისრულიგი მისი სახელოვნად ყოველთა შორის. ხოლო გარეშესა მას სიბრძნესა სოფლისასა ჰბასრობნ. სიტყჳსაებრ მოციქულისა, ვითარმედ გან-რაჲმე-აცოფა ღმერთმან სიბრძნჱ იგი ამის სოფლისაჲ.

სიტყუაჲ მისი იყო შეზავებულ მარილითა მადლისაჲთა. რაჟამს იტყჳნ, ბრძნად აღაღის პირი თჳსი და წესი განუჩინის ენასა თჳსსა. და ჰასაკისა ზრდასა თანა სათნოებაჲცა კეთილი იზარდებოდა, რამეთუ არა იყო, ვითარცა ჭაბუკი, მზუაობარ და ჭამადთა გულისსათქუმელთა მოყუარჱ, არამედ თავით თჳსით დანიელ წინასწარმეტყუელისა სიტყუასა იტყჳნ, ვითარმედ პური გულისსათქუმელი არა ვჭამო. და ესრთ მიიღის საზრდელი საგლახაკოჲ ჴორცთა თჳსთა განსამტკიცებელად ნეტარმან გრიგოლ, მდაბალმან გულითა და გლახაკმან სულითა, მყუდრომან ქცევითა და მოწყალემან გონებითა, რამეთუ ძირი სიწმიდისაჲ მარადის გულსა მისსა დანერგულ იყო, აღმომცენარჱ ჯეჯლსა ღმრთისმსახურებისასა. და ნერგი ჭეშმარიტისა სარწმუნოებისაჲ აღორძნდა სულსა მისსა და ნაყოფი ღმრთისა სიყუარულისაჲ გარდაემატა მის შორის. და ესევითარითა მრავალფერითა კეთილად განგებითა ცხოვნდებოდა ჭაბუკი ესე სამღდელოჲ სათნოდ უფლისა. ხოლო იყო ხილვითა დიდ, ჴორცითა თხელ, ჰასაკითა სრულ, ყოვლად კეთილ, სრულიად გუამითა მრთელ და სულითა უბიწო.

თავი I თავი III

ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9