1 2 3 4 5 6 7 8 9

ვა ვე ვთ ვი ვს
ვიდ ვიე ვით ვიკ ვინ ვიპ ვის ვიტ ვიხ

ვინაჲთგან

  1. რადგანაც
     

    შრომაჲ და მოღუაწებაჲ ღირსად - ცხორებისაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი არქიმანდრიტისაჲ ხანძთისა და შატბერდისა აღმაშჱნებულისაჲ და მის თანა ჴსენებაჲ მრავალთა მამათა ნეტართაჲ საკითხავი

    თავი I

    ბრძნად მეტყუელებაჲ ვეცხლი არს წმიდაჲ, ხოლო დუმილი, ოქროჲ რჩეული, ვითარცა ქუა სოლომონ.

    არამედ აწ მე, ვინაჲთგან ვერ ძალმიც მოუკლებელად ლოცვაჲ და სულელთა ყოველთა უდარ ვარ, ნაკლულევანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად და ზოგსრაჲმე უმჯობსად შემირაცხიეს, რაჲთა ვიტყოდი ღირსად ცხორებასა ღმერთშემოსილთა კაცთასა, ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისა და მოყუასთა და მოწაფეთა მისთასა მადლითა და შეწევნითა ღმრთისაჲთა, რაოდენცა შეუძლო უწყებად მსმენელთა, ჭეშმარიტად თხრობილი მოწაფეთაგან და მოწაფის მოწაფეთაგან მის წმიდისათა. და ნეტართა მათ ოხით ვპოვო ორკერძოვე ლხინებაჲ უძლურებათა ჩემთაჲ ესრ სიტყუათა ამათ წერითა.

    თავი II

  2. რა დროიდანაც
     

    თავი LXIII

    ხოლო ნეტარი მამაჲ გრიგოლ სასწაულთა მოქმედი ესრ განმგებელ იყო წმიდათა კლარჯეთისა ყოველთა უდაბნოთა, რამეთუ სარწმუნოთა მონაზონთა კეთილად იღუწიდა, ხოლო ბრალეულთა სინანულად მოაქცევდა და ურჩთა სამართლისათა სრულიად განასხმიდა. რამეთუ ოპიზელი ბერი ერთი იტყოდა, ვითარმედ: „სიჭაბუკესა ჩემსა სამგზის ოპიზით განძებულ ვიქმენ მამისა გრიგოლისგან უკეთურებისაგან სლვათა ჩემთაჲსა-.

    არამედ ვინაჲთგან აღეშნნეს კლარჯეთისა დიდებულნი უდაბნონი, მღდელნი და დიაკონნი მათნი ანჩელთა ეპისკოპოსთაგან იკურთხევიან და ეგრთვე ოდეს ეპისკოპოსთა აკურთხევდიან. უკუეთუ სწორად ყოველთა მათ უდაბნოთა წამებაჲ არა აქუნ და წიგნი ყოველთაჲ ჭეშმარიტი საწამებელი, კათალიკოსმან საეპისკოპოსოჲსა მის ჴელთა დასხმაჲ ეპისკოპოსად არა ინების, არცა სათნო არნ სამართლითა საბჭოჲთა. დაღაცათუ ფრიად ურიცხუნი ჟამნი ჰქონან საყდარსა მას ანჩისასა უწინარ აღშენებისანი და ეპისკოპოსნიცა მრავალნი კეთილად სასწაულთა მოქმედნი ყოფილ არიან, არამედ პატივ სცა ქრისტემან წმიდათა მათ უდაბნოთა, რაჲთა იყოს წინამძღურად მათდა ეპისკოპოსი უმიზეზოჲ, წმიდაჲ და ღირსი, ვითარცა შეჰგავს წმიდასა მას საყდარსა.

    თავი LVI თავი LXVIII

ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9